Jump to content
Planeta.Ge

ჯადოქარი თუ აფერისტი?


Recommended Posts

Saturn

კენჭი რომ იყაროს თუნდაც პარტიული სიით ( ბუნებრივია ამ დროს სიის პირველი ნომერი იქნება) და პარლამენტში მოხვდეს?

და რა,რიგითი დეპუტატი გახდება თუ იურიდიული კომიტეტის თავჯდომარე?

იქნებ ბათუმი ძალიან უყვარს და მის საკრებულოში იყაროს კენჭი?

არსად არ არის მასგი წამსვლელი.არადა რა,ჩემთვის შეცვალა კოსტიტუცია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

იმით რომ ქრთამს არ იღებს და ფულს არ ძალავს მოქალაქეებს.

ფულს არ ძალავსო? :givi: :givi: :givi:

 

 

 

პლიუს ამას ტექნიკური აღჭურვილობითაც.

ერთადერთი ეს... კი ნამდვილად...

 

დანარჩენი,იგივე სტრუქტურაა რაც იყო...უკეთესი ადმინისტრირებით ცხადია, ამას არ ვუარყოფ...

 

სისტემა არ შეცვლილა და მიდგომა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

მართალია. წავა კიდეც მისი პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ. თქვა ეს "ნოვაია გაზეტა" -ზე მიცემულ ინტერვიუში:

 

კითხვა: есть вариант — остаться во власти, став премьер-министром. Мы знаем такой опыт.

 

პასუხი: Исключено.

 

გულწრფელად გითხრა მაგის შანსი ათიდან ერთი მაინც რომ იყოს მე დღეს არ ვიქნებოდი ასეთ რადიკალურ ოპოზიციაში. ეგ გამორიცხულია. ყველაფერი ამაზე მიუთითებს: კონსტიტუციის სასწრაფოდ შეცვლა და თან მისი ბოლო საპრეზიდენტო ვადის მიწურულს, უკანასკნელ პერიოდში მისი გარემოცვის მიერ მონოპოლიზებული ბიზნესის კიდევ უფრო მკვეთრი მონოპოლიზაცია, საარჩევნო კოდექსში რეალური და სამართლიანი ცვლილებების შეტანაზე პრინციპული უარის თქმა და ამ თემაზე ყოველგვარი დათმობისთვის ყოველი საშუალებით თავის არიდება, ყველაზე დიდი დამნაშავეებისთვის სრული კარტ-ბლანშის გაცემა ამ დანაშაულების ჩადენაზე და მათ თავაშვებულობაზე შეგნებული თვალის დახუჭვა, ელემენტარულად მისი ხასიათი.

 

newstudio

 

ნეტა რამდენი გადიაიხადეს ამ სტატიაში?!

 

გააჩნია ვინ როგორ დაინახავს ამ ერთი კონკრეტული ჟურნალისტის მიერ დანახულს. :) ამიტომაც აქვს ამ თემას ასეთი სათაური და ლინკზე მითითებულს სხვა. :)

 

ცუდი ისაა, რომ მავანისთვის ესენი:

 

ის რიგრიგობით ათათურქიცა არის (სახელმწიფოს მშენებელი),ჯორჯ ბუშიც (ნეოკონი),ზვიად გამსახურდია(ნაციონალისტი), ვლადიმერ პუტინი (შეუბრალებელი ცენტრალიზატორი). ასევე, მაგონებს ბილ კლინტონს ბუნებივი კომუნიკაციით და ბორის ელცინს, რომელმაც მოახერხა პოლიტიკური წრეების ერთმანეთთან შეთანხმება"

 

მიშა, იყოს ერთდროულად მაკკეინის მეგობარიც და ლუკაშენკოსიც.

 

ის რიგრიგობით ათათურქიცა არის (სახელმწიფოს მშენებელი),ჯორჯ ბუშიც (ნეოკონი),ზვიად გამსახურდია(ნაციონალისტი), ვლადიმერ პუტინი (შეუბრალებელი ცენტრალიზატორი).

 

სააკაშვილის ამერიკელ "რესპუბლიკელებთან" მეგობრობაზე და ირანთან უვიზო მიმოსვლის ადგენაზე

 

მსოფლიო ბანკის რეიტინგებში პირველობაზე და მონოპოლიებზე ქვეყნის შიგნით.

 

ლიდერმა შექმნა სისტემა, სადაც არის ცენტრი და უნდა, რომ გაიხანგრძლივოს არსებობა. მას გაუჭირდებოდა ცხოვრება ძალაუფლების გარეშე.

 

ეგზოტიკაა და ამგვარი ექსცენტრიულობა საუკეთესო მასალას ქმნის კაი გემრიელი სტატიისთვის, რომელიც მისი ქვეყნის მკითხველისთვის საინტერესოა. საინტერესო და გაყიდვადია მედია, კინო და საგამომცემლო ინდუსტრიაში. ზუსტად მაგიტომ იცნობს მთელი მსოფლიო მაგალითად ფიდელ კასტროს, უგო ჩავესს, გენერალ ფრანკოს, რობერტ მუგაბეს, მუამარ ალ-კადაფს, ჟან-ბიდელ ბოკასას. სწორედ მსგავსი ექსცენტრიულობებისა და ქარიზმის გამო, თორემ რატომ არ იცის მაგალითად ვინმემ ვინ არის სტივენ ჰარპერი, ჯულია ჯილარდი, კრისტინა ფერნანდეს დე კირხნერი, დორის ლოიტარდი? :)

 

აი ხომ არ იცით თითქმის არცერთმა? - არადა პირველი ორი შესაბამისად კანადისა და ავსტრალიის პრემიერები არიან, დანარჩენები კი არგენტინისა და შვეიცარიის პრეზიდენტები. რა ესენი ნაკლებმნიშვნელოვანი ქვეყნები არიან მსოფლიოსთვის ვიდრე რომელიმე სხვა? :)

 

ამათ სურათს მაისურზე არავინ დაიხატავს, ამათზე ფილმებს არ გადაიღებენ, მათთან ინტერვიუს ჩაწერა არავის ჩაეთვლება კარიერის ერთერთ მთავარ მიღწევად, სამაგიეროდ მიშა, კასტრო, ბოკასა სხვა საქმეა. :)

 

მოკლედ იმათთვის ეს ეგზოტიკაა და ვიღაცაში რაღაც სახის რომანტიზმსაც კი იწვევს ეს, როგორც მაგალითად ჩვენში ბავშვობაში წაკითხული ჰეკლბერი ფინი თუ რობინზობ კრუზო, მაგრამ აბა მაგ ეგზოტიკური ლიდერების ქვეყნების მოსახლეობას ჰკითხეთ რა ეეგზოტიკებათ და როგორ გრძნობენ თავს?

 

მოკლედ მე ვერ აღვიქვამ მაგ სტატიას მიშას გასაპიარებლად, რადგან ავტორი არ მალავს სააკაშვილის მინუსებს. მეტიც ერთგვარად ობიექტურია და რასაც როგორ ხედავს ისე წერს. წინადადების პირველ ნაწილში რომ მიშას საერთაშორისო იმიჯზე თუ პიარზე საუბრობს, მეორეში იმაზე, რაც რეალურად ხდება საქართველოში. მოკლედ საინტერესო სტატიაა და ტეხავს უბრალოდ, რომ მაგ სტატიითაც ყველამ (საზღვარგარეთაც) იციან რომ ის არ არის დემოკრატიული ლიდერი, რომ აქ აბსოლუტურად გაუაზრებელი და ერთი კაცის აბსოლუტურ ნებაზე და ხუშტურებზე დამოკიდებული პოლიტიკაა და არა ნორმალური (ანაც არანორმალური), რომ აქ ბიზნესი მონოპოლიზებულია, მარა ვკიდივართ, რაკი ჩვენი ბედი არც ანაღვლებთ და საერთოდაც თავიანთი ქვეყნები აქვთ მისახედი, ისევე როგორც ჩვენ უნდა გვქონდეს და ყველა ნორმალურ ქვეყანას. აბა კითხეთ თავიანთ ქვეყანაში როგორ აიტანდნენ ამას და რას მოიმოქმედებდნენ? :) იმის მიუხედავად რომ მტერი 40 კილომეტრში დგას და ა.შ. :) ამის გააზრება არ უნდა აქ ზოგს ცოცხალი თავით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

სისტემა არ შეცვლილა

ზუსტადაც სისტემა შეიცვალა. ის სისტემა როცა შსს იყო ფულის საკეთებელი პირამიდა. არ გინდა დანახვა, შენი პრობლემაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ნეტა რამდენი გადიაიხადეს ამ სტატიაში?! :givi:

 

 

დეპრეს, ეს არ არის ისეთი ტიპი, შენ რომ გგონია. საკმაოდ სერიოზული ექსპერტია... მაგრამ ყარაბაღის საკითხებში. საქართველოს ინჩი-ბინჩი არ იცის, თუმცა აქ აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია დაფუძნებული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა მნიშვნელობა აქვს მიშა წავა თუ არ წავა, თუკი ხელისუფლების სადავეები ისევ ნაცმოძრაობის ხელში იქნება?

 

ქვეყნის პირველი პირი-ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობას იდიოტური საუბრებით აღარ გაგვახარებს, ხოლო დანარჩენი?

 

 

შეწყდება ბიზნესის რეკეტი?

განხორციელდება სოფლის მეურნობის სუფსიდირება?

შეიქმნება სამუშაო ადგილები?

სასამართლო იქნება დამოუკიდებელი?

განხორციელდება ჯანდაცვის რეფორმა მოსახლეობის სასარგებლოდ?

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ დაუკარგავთ იმას რაც გააკეთა.

ამავე დროს ნუ დავამადლებინებთ ამას.

პოლიტიკა დაუნახავი დარგია :)

რა გააკეთე არ აქვს მნიშვნელობა :) აწი რას გააკეთებ იმაზეა.

და აწი რომ ეგ არაფრის (კარგის) გამკეთებელი აღარ არის ჩემთვის შემდგარი ფაქტია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ დაუკარგავთ იმას რაც გააკეთა.

ამავე დროს ნუ დავამადლებინებთ ამას.

პოლიტიკა დაუნახავი დარგია :)

რა გააკეთე არ აქვს მნიშვნელობა :) აწი რას გააკეთებ იმაზეა.

და აწი რომ ეგ არაფრის (კარგის) გამკეთებელი აღარ არის ჩემთვის შემდგარი ფაქტია...

რაიმე პოზიტიურს ნაცმოძრაობისგან მე პირადად არ ველი, სხვისი არ ვიცი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

ისე, სატურნ, ბევრი მართლა ფულიზა წერს სტატიებს, და წიგნებსაც. მაგალითისთვის, შენ რომ გიჟდები იმ წიგნზე, ფარაა მაგაში გადახდილი - ასმუსის ბოდვას ვგულისხმობ აგვისტოს ომზე. :)

Edited by Grig
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

შენ რომ გიჟდები იმ წიგნზე

მოკლედ აქ ხალხს ფანტაზიები აქვს პორნო ინდუსტრიაში მილიარდერები გახდებოდნენ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

საკმაოდ სერიოზული ექსპერტ

თუ შეუძლება მაგ კაცი კოორდინატები მომე რა -გაზპრომს უნდა გადავუგზავო-როგორ გამორჩათ !!!!:(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ზუსტადაც სისტემა შეიცვალა. ის სისტემა როცა შსს იყო ფულის საკეთებელი პირამიდა.

ეხლა აღარ არის ხომ ფულის საკეთებელი?! :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა აღარ არის ხომ ფულის საკეთებელი?! :givi:

არა რა თქმა უნდა. სამწუხაროდ აბსოლუტურად არაადექვატური გაგხადა ხელისუფლების სიძულვილმა. როდის მიეცი ბოლოს ქრთამი პოლიციელს ან გაიგე სადმე რომ პოლიციელს ქრთამი აეღოს შეგიძლია გაიხსენო?

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ავტორიტარები თავის ნებით არ მიდიან ხოლმე და სატურნ, თუ დაამტკიცებ რომ

მიშიკო ავტორიტარი არაა, მაშინ ხო, ნებით წავა აბა რას იზამს :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...