Jump to content
Planeta.Ge

ჯადოქარი თუ აფერისტი?


Recommended Posts

სააკაშვილი ჯადოქარია,- ასეთი დასკვნა გააკეთა კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების ექსპერტმა და ჟურნალისტმა, თომას დე ვაალმა საქართველოში ბოლო რამდენიმე დღიანი მოგზაურობის შემდეგ .

ვაალს აინტერესებდა ომის შემდეგ, როცა ყველა სააკაშვილის წასვლის დღეებს ითვლიდა, როგორ მოახერხა ქვეყნის პრეზიდენტმა იმიჯის აღდგენა.

თომას დე ვაალი წერს, რომ სააკაშვილი დღეს ისევ უდაო ლიდერია. "მიშა ჯადოქარია. ის რიგრიგობით ათათურქიცა არის (სახელმწიფოს მშენებელი),ჯორჯ ბუშიც (ნეოკონი),ზვიად გამსახურდია(ნაციონალისტი), ვლადიმერ პუტინი (შეუბრალებელი ცენტრალიზატორი). ასევე, მაგონებს ბილ კლინტონს ბუნებივი კომუნიკაციით და ბორის ელცინს, რომელმაც მოახერხა პოლიტიკური წრეების ერთმანეთთან შეთანხმება",- წერს ჟურნალისტი.

იგი, "ნაციონალ ინტერესტში" გამოქვეყნებულ წერილში, ასევე, აღნიშნავს - ვნახოთ, როგორ შეძლებს მიშა, იყოს ერთდროულად მაკკეინის მეგობარიც და ლუკაშენკოსიც. ვაალი აქცენტს აკეთებს სააკაშვილის ამერიკელ "რესპუბლიკელებთან" მეგობრობაზე და ირანთან უვიზო მიმოსვლის ადგენაზე, მსოფლიო ბანკის რეიტინგებში პირველობაზე და მონოპოლიებზე ქვეყნის შიგნით.

კიდევ ერთი ფრაგმენტი ვაალის სტატიიდან - "ის საუბრობს შვეიცარიის მშენებლობაზე სინგაპურის ელემენტებით და აფორმებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ევროკავშირთან. ის ასევე საუბრობს ტრადიციულ ღირებულებებზე და ქართული კულტურის დაცვაზე, ამავე დროს არის ავტორი შუშის ხიდისა, რომელიც ატლანტის ჯორჯიის შტატს უფრო მოუხდებოდა. თითქმის ყველა პოლიტიკურ დებატებში - ეკონომიკა, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, სოციალური საკითხები, სააკაშვილი ახერხებს, იყოს დებატების ორივე მხარეს. ლიდერმა შექმნა სისტემა, სადაც არის ცენტრი და უნდა, რომ გაიხანგრძლივოს არსებობა. მას გაუჭირდებოდა ცხოვრება ძალაუფლების გარეშე. სამთავრობო ელიტაში ის ერთგვარი არბიტრია, რომელიც ქმნის სტაბილურობას, რათა არ წარმოიშვას სამოქალაქო ომი"

წერილის ბოლოს ვაალი ახალ კონსტიტუციას ეხება. მისი აზრით, სააკაშვილის საუკეთესო მემკვიდრეობა იქნება მშვიდობიანი წასვლა, მემკვიდრეობის გადაცემა სხვისთვის და არა - საკუთარი თავისთვის.

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/151691-thomas-de-vaali-saakashvili-jadoqaria.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

მისი აზრით, სააკაშვილის საუკეთესო მემკვიდრეობა იქნება მშვიდობიანი წასვლა, მემკვიდრეობის გადაცემა სხვისთვის და არა - საკუთარი თავისთვის.

მართალია. წავა კიდეც მისი პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ. თქვა ეს "ნოვაია გაზეტა" -ზე მიცემულ ინტერვიუში:

 

კითხვა: есть вариант — остаться во власти, став премьер-министром. Мы знаем такой опыт.

 

პასუხი: Исключено.

 

newstudio

ნეტა რამდენი გადიაიხადეს ამ სტატიაში?!

მოუსყიდველი მხოლოდ ქართული პრესაა და განსაკუთრებით "კვირის პალიტრა". სხვა ყველა მიშას ხელის ბიჭები არიან. ეს ხომ ვიცით კაცო, რამე ახალი თქვი.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

კითხვა: есть вариант — остаться во власти, став премьер-министром. Мы знаем такой опыт.

 

პასუხი: Исключено.

გვამშვიდებ?!/ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

სიზმრების ქვეყნიდან რეალობაში გაბრუნებ

ჯერჯერობით ზღაპრებში შენ ცხოვრობ

 

წინ მივიდვართმვვითარდებით და ა,შ, :018: უძლეველი ჯარი, ძლიერი პოლიცია... მილიარდობით ინვესტიცია და ა.შ>

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

უძლეველი ჯარი, ძლიერი პოლიცია... მილიარდობით ინვესტიცია და ა.შ

აი ზღაპრების მორიგი პარტია. აქედან რაც ჩამოთვალე, პოლიციაზე მაქვს მხოლოდ ნათქვამი რომ პოსტ საბჭოთა ქვეყნების პოლიციებს ჯობია მეთქი. სხვა შენი ფანტაზიის ნაყოფია, რომელიც მე მომაწერე :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მართალია. წავა კიდეც მისი პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ. თქვა ეს "ნოვაია გაზეტა" -ზე მიცემულ ინტერვიუში:

 

კითხვა: есть вариант — остаться во власти, став премьер-министром. Мы знаем такой опыт.

 

 

სატურნ ბატონო.მოსულა ნიძლავი?

თუ მიშა 2013 წლის შემდეგ დარჩება ხელისუფლებაში რამენაირად,მე ვკისრულობ სახინკლეს 4 კაცზე.თუ არა და თქვენგან არაფერი არ მინდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სატურნ ბატონო.მოსულა ნიძლავი?

თუ მიშა 2013 წლის შემდეგ დარჩება ხელისუფლებაში რამენაირად,მე ვკისრულობ სახინკლეს 4 კაცზე.თუ არა და თქვენგან არაფერი არ მინდა.

რამენაირად რას ჰქვია? კენჭი რომ იყაროს თუნდაც პარტიული სიით ( ბუნებრივია ამ დროს სიის პირველი ნომერი იქნება) და პარლამენტში მოხვდეს? ეგ სრულიად შესაძლებელია. მე ვამბობ რომ არ იქნება პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი, ამაზე დავნიძლავდეთ თანაბარი პირობებით.

 

asesino_141

თუ წააგო, დაწეროს - ვირი ვარ და ვყვირივარო...

ჯერ იმან დაწეროს ეგ, ვინც 2009 წლის აქციების დროს ამტკიცებდა გადადგებაო :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მოკლედ, მორალური მეფე იქნება - გაწყობს?

 

ჯერ იმან დაწეროს ეგ, ვინც 2009 წლის აქციების დროს ამტკიცებდა გადადგებაო

:givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

აი ზღაპრების მორიგი პარტია. აქედან რაც ჩამოთვალე, პოლიციაზე მაქვს მხოლოდ ნათქვამი რომ პოსტ საბჭოთა ქვეყნების პოლიციებს ჯობია მეთქი.

რითი ჯობია?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

რითი ჯობია?!

იმით რომ ქრთამს არ იღებს და ფულს არ ძალავს მოქალაქეებს. პლიუს ამას ტექნიკური აღჭურვილობითაც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...