ირაკლი75 Posted November 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2010 (edited) ვარდების რევოლუციის დროს ქუჩაში ხალხი რუსთავი 2მა გამოიყვანა და შედეგს მიაღწია.2007 წლის მიტინგებზე ეს როლი იმედმა შეასრულა და თითქმის გამოუვიდა ,რომ არა ტელევიზიის დარბევა შედეგი ალბათ იქნებოდა. დღეს კი ვერცერთი ტელევიზია ვერ გააკეთებს იგივეს ,რაც მაშინ ზემოთაღნუშნულმა კომპანიებმა შეძლეს;აქუ კი გაყვირის ყველანი გარეთო მაგრამ კავკასიას ეხლა თვით ოპო პარტიების ოფისებშიც კი აღარ უყურებენ,იმდენად ამაზრზენად ასრულებს აქუ "მთავარ როლს".მაესტრო ცდილობს მუხტეეეს დაგროვებას ,ოღონდ საკმაოდ ფრთხილად . მაესტროს მთავარი პრობლემა მაინც მაუწყებლობის არეალია ,რომელიც საკმაოდ მცირეა და მის იმედზე ოპოპარტიები ვერ იქნებიან. მოკლედ აქუ ოპოების მთავრ რუპორად ვერ გამოდგება. არც ტექნიკა (ინტელექტზე არ მაქვს საუბარი) და არც ჟურნალისტური რესურსი არ უწყობს ხელს კავკასიას ამისთვის. რაც ხდება სახელმწიფო ტელევიზიებში ,ალბათ კარგად ხედავთ. არსად არცერთი სიტყვა არ თქმულა იმაზე რომ 25-ში მიტინგი უნდა ჩატარდეს და გუბაზამ უნდა გადააყენოს ეს ხელისუფლება ამ თემაზე ან არ საუბრობენ ან საუბრობენ მეორე ან მესამე ბლოკის ბოლოს ..ისიც გაკვრით და ისიც იმიტომ რომ რაღაც უნდა თქვან. (გამოკითხვებით დადგენილია რომ მთავარი გამოშვების პირველ ბლოკს ყავს პროცენტულად ყველაზე დიდი მაყურებელი.) აქვე დავაფიქსირებ ჩემს აზრს და ვიტყვი ყველაზე ობიექტური, მიუხედავად ყველაფრისა მაინც საზოგადოებრივი მაუწყებელის საინფორმაციო სამსახურია ,უბრალოდ მათი მთავარი პრობლემა არხის არაყურებადობა და შესაბამისად ნაკლებად რეიტინგულობაა. ერორი და იმედი კი უკვე აქცენტებს სერიალებზე და ე.წ. გასართობ გადაცემებზე აკეთებენ. რომლის ყურება თუ სხვა (უცხოური არხების ყურების საშუალება) ალტერნატივა არ გაქვს დეპრესიაში უფრო ჩაგაგდებს ვიდრე გაგართობს. ანუ რისIთქმა მინდა. პოლიტიკა გადატანილია უკანა დონეზე ,სამაუწყებლო ბადიდან ამოღებულია ყველანაირი ღამის დებატები .ანუ "ღამის პოლიტიკა" ,როდესაც ტვ-ს ყველაზე ბევრი ადამიანი უყურებს მოკვდა. ინტერნეტმედია (სოციალური ქსელები)კი საზოგადოებაში მუხტეს დასაგროვებლად ნაკლებად გამოდგება და მის იმედად ოპო პარტიები ვერ იქნებიან. არ არის ჯერ ეს სფერო საქართველოში განვითარებული ბოლომდე. ქართველი ინტერნეტაუდიტორიის 90 % ალბათ თბილისზე მოდის და უმრავლესობა ჯერ კიდევ ვერ გასცდა ოდნოების დონეს და მათ უმრავლესობას ძალიან უხარია როდესაც რომელიმე ნახევრადშიშველი უკრაინელი მანდილოსანი ფოტოზე 5-ს დაუწერს ხოლო თუ 5+ დაუწერა ეს "სრული ორგაზმია". ანუ რისი თქმა მინდა. მედია დიდი იარაღია რევოლუციის მოსაწყობად, და ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად. ხელისუფლებამ მიაღწია იმას რომ სატელევიზიო მედიის აბსოლიტურად დიდ ნაწილს აკონტროლებს და მათგან საფრთხეს არ ელოდება. პრინციპულად არ ვწერ პოლიტიკაში (არც შევდივარ) და ეს თემა აქ მაგიტო გავხსენი. თუ მოდერაცია თვლის რომ ამ თემის ადგილი აქ არაა, მაშინ წაშალეთ ან გადაიტანეთ თემა პოლიტიკაში. ოღონდ თხოვნა მექნება , ყველანაირი ცვლილების და შესწორების გარეშე,ანუ ისე არა როგორც ტატ-მა წინა თემის შემთხვევაში გააკეთა. Edited November 22, 2010 by ირაკლი75 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted November 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2010 ირაკლი75ანუ ისე არა როგორც ტატ-მა წინა თემის შემთხვევაში გააკეთა. უინამდვილად არ მეგონა შენ-ც ტუ დემარშებ-გაბუტვების აფიშირებით დაკავებული იუზერების დიიიიიიდ არმიას შეუერთდებოდი...ჯალ აღAრ ჩავერევი-ბოდიში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2010 ირაკლი752007 წლის მიტინგებზე ეს როლი იმედმა შეასრულა და თითქმის გამოუვიდა ,რომ არა ტელევიზიის დარბევა შედეგი ალბათ იქნებოდარა შედეგი იქნებოდა? სულს ღაფავდა ის მიტინგი. რაც ხდება სახელმწიფო ტელევიზიებში ,ალბათ კარგად ხედავთ. არსად არცერთი სიტყვა არ თქმულა იმაზე რომ 25-ში მიტინგი უნდა ჩატარდეს და გუბაზამ უნდა გადააყენოს ეს ხელისუფლებასხვათაშორის არც გუბაზა არ საუბრობს იმაზე, რომ მან უნდა გადააყენოს ხელისუფლება. T_A_Tთემა პოლიტიკაში გადაიტანეთ გეთაყვა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted November 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2010 Saturnმაპატიე მაგრამ მგონი ტემის გამხსნელს გასაგებად ავუხსენი ყველაფერი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ირაკლი75 Posted November 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2010 (edited) T_A_Tარანაირი დემარში;უბრალოდ რომელიღაც თემაში დავწერე და გავიმეორებ;სანამ ნოემბრის მოვლენები საბოლოოდ არ დასრულდება,მანამდე არ ვაპირებ (რისი უფლებაც რა თქმა უნდა მაქვს) პოლიტიკაში წერას. თუ თემის გადატანა გინდათ გადაიტანეთ.არც ეგაა პრონლემა; ვინც ვერ გაიგოთუ არიან ეგეთები) თემა არის ქართული მედიის როლზე მოსახლეობაში რევოლუციური განწყობის შესაქმნელად; Edited November 22, 2010 by ირაკლი75 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted November 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2010 სასწრაფოდ გაიტანეთ ეს თემა აქედანაქტიური ფორუმელების 80%-ზე მეტი პოლიტიკის განყოფილებაზე მოდის არ მოგცემთ უფლებას ეს გამყოფილებაც გააფუჭოთ :vischemivis: :vischemivis: არ გინდათ პოლიტიკა? ბაზარი არაა ვისაუბროთ რომანტიკაზე ოღონდ ამ განყოფილებაში პოლიტიკური თემები არ დავინახო :fridrix: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2010 მე გადმოვიტანე არადა კარგი თემაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted November 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2010 ირაკლი75 სულს ღაფავდა ის მიტინგი. არ გრცხვენია კაცო ამას რომ სწერ, რატომ დაშალეთ მაშინ? პ.ს. რა გჭირთ შენ და ფრიდრიხას ამ ბოლო დროს ხშირად იჭრებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2010 ირაკლი75დღეს კი ვერცერთი ტელევიზია ვერ გააკეთებს იგივეს ,რაც მაშინ ზემოთაღნუშნულმა კომპანიებმა შეძლეს;2009-ში ვინ შეძლო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2010 (edited) არ გრცხვენია კაცო ამას რომ სწერ, რატომ დაშალეთ მაშინ? პ.ს. რა გჭირთ შენ და ფრიდრიხას ამ ბოლო დროს ხშირად იჭრებით.სკლეროზს უმკურნალე ბაბუაჩემო http://planeta.ge/index.php?showtopic=12944&view=findpost&p=129817 http://planeta.ge/index.php?showtopic=37887&view=findpost&p=314252 Edited November 22, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted November 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2010 სკლეროზს უმკურნალე ბაბუაჩემო http://planeta.ge/index.php?showtopic=12944&view=findpost&p=129817 http://planeta.ge/index.php?showtopic=37887&view=findpost&p=314252 აი ერეკლეო და საი ბაბუაჩემის დაჟანგებული ხმალი რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2010 აი ერეკლეო და საი ბაბუაჩემის დაჟანგებული ხმალი რა მაშინ არ ვიცი რაღა გირჩიო, ლოგიკის მკურნალობა მაგ ასაკში პრაქტიკულად უიმედოა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted November 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2010 ეგ არის მიშიკოს ის ჯადო, რაც ვერ აუხსნია თომას ვაალს. ტელევიზიების კონტროლი....ტელევიზიები ძალიან მოქმედებს ადამიანის განწყობაზე, მაგრამ თუ გავიხსენებთ1989 წელს,მაშინ როგორი ტელევიზიაც იყო, მოგეხსენებათ. მაგრამ მაშინ ტელევიზიების როლს გადააჭარბა საინფორმაციო მიტინგებმა დახელოვნურად გამოწვეულმა ეიფორიამ. ანუ, რა მინდოდა მეთქვა:მთავარია განწყობის შექმნა და მერე ინფოს ძებნას იწყებს თვითონ ინდივიდი. ემოციის გარკვეულ დონეზე, ადამიანი თვითონ ისხლიტავს შეუსაბამო ინფორმაციას, შეიძლება ამ დროსთეთრი მოეჩვენოს შავად, კარგავს ობიექტურობას და იმუხტება ენერგიით, რომელიცითხოვს მსწრაფლ განმუხტვას. ახლა ვიანგარიშოთ რა განწყობაა ხალხში დაროგორ არის დამუხტული ენერგიით? მე მგონი ზოგადად საკმაოდ უარყოფითი განწყობა სუფევს, ერთი კვირა მიტინგები ტუ გაგრძელდა ოსტატურად,არანაირი ტელევიზია არ იქნება საჭირო, მაგრამ კულმინაციის დროს რა მოხდება არ ვიცი, ეგ უკველიდერებზეა დამოკიდებული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted November 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2010 მაშინ არ ვიცი რაღა გირჩიო, ლოგიკის მკურნალობა მაგ ასაკში პრაქტიკულად უიმედოა ლოგიკაში შენ გერხევა ამ ბოლო დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ ხელისუფლების მიმართ დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებ ხალხს. პ.ს. ისე შენი ლოგიკიდან გამოდინარე, აი სულს რომღაფავდა მიტინიგი, მოკლედ პაჩტი დაშლილი მიტინგის ასეთი მეთოდებით დაშლა არ იყო მინიმუმ ძალაუფლების გადაჭარბება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2010 babuagiorgiისე შენი ლოგიკიდან გამოდინარე, აი სულს რომღაფავდა მიტინიგი, მოკლედ პაჩტი დაშლილი მიტინგის ასეთი მეთოდებით დაშლა არ იყო მინიმუმ ძალაუფლების გადაჭარბება? ე.ი. გაიგე როგორც იქნა რომ მე მაგ მიტინგის დაშლაში აზრს ვერ ვხედავდი? ეს უკვე პროგრესია. რაც შეეხება მეთოდებს. იქ იყო ერთი გადაცდომა, როცა რამდენიმე პირი ფორმის გარეშე მონაწილეობდა დაშლაში. დანარჩენი არავითარი აკრძალული მეთოდი არ ყოფილა გამოყენებული. წყალი, ცრემლსადენი აირი და ხელკეტები. ამასვე იყენებენ დაშლის დროს ნებისმიერ დასავლურ ქვეყანაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.