Nukriko Posted November 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 21, 2010 საკუთარ თავს მივიჩნევ "ფროიდისტად" ამიტომ მიმაჩნია, რომ უნდა გამეხსნა ეს თემა ფილოსოფიის განყოფილებაში ზიგმუნდ ფროიდი (დ. 1856 წლის 6 მაისს იმ დროისთვის ავსტრიის იმპერიის ქალაქ ფრაიბერგში (ამჟამად ჩეხეთის ქალაქი პრჟიბორი) — გ. 23 სექტემბერი, 1939, ლონდონი), ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი. იგი არის სიღრმის ფსიქოლოგიის, როგორც ადამიანის ახალი ხედვისა და პიროვნების პირველი თეორიის-ფსიქოანალიზის დამფუძნებელი. ასევე მისი წვლილი ფსიქოლოგიაში იმითაცაა ნიშანდობლივი, რომ მან ჩამოაყალიბა და განავითარა ფსიქოდინამიკა, როგორც ახალი ფსიქოლოგიური თვალსაზრისი, რომელშიც ცენტრალურია: არაცნობიერი, ე.წ. Drive-ი(ქცევის ფსიქიკური მასტიმულირებელი, მამოძრავებელი ან/და აღმძვრელი ფაქტორები.) ინდივიდი ფსიქოდინამიკაში განიხილება, როგორც გენეტიკური კონსტიტუციისა და გარემო პირობების ურთიერთქმედების პროდუქტი. ფროიდი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ლონდონში 1939 წლის 23 სექტემბერს სახის კიბოთი, მან 33-ჯერ გაიკეთა ოპერაცია, ბოლო წლები იგი ატარებდა ხახის პროტეზს, მაგრამ მაინც არ წყვეტდა სიგარის წევას. მისი მეცნიერული შემოქმედება ცხოვრების ბოლომდე გრძელდებოდა, თუმცა ბოლო 4 წლის განმავლობაში იგი ლექციებს ვეღარ კითხულობდა და ცხადია ვეღარც ფსიქოთერაპიას ეწეოდა კლიენტებთან, რადგან პირის ღრუსთან დაკავშირებულმა სიმსივნურმა პრობლემებმა მისი ხმა ძალიან დაასუსტა. მისი საყოველთაოდ ცნობილი გარდაცვალების ფაქტი ასეთია: ფროიდმა თავად სთხოვა ექიმს მორფინის ზედმეტი დოზა მიეწოდებინა მისთვის, რადგან იგი ძალიან იტანჯებოდა და ტკივილების გადატანას აზრიც აღარ ჰქონდა. იგი სიკვდილის დროსაც შეგნებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%96%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93_%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98 ID - ”იდი”-ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ”იგი”-ს, მას ეწოდა ”იგი”-რადგან ის ყველაზე უფრო მეტადაა განსხვავებული იმისგან რასაც ”მე”-ს ვეძახით, ”იგი” ფლობს ისეთ ენერგიათა ფორმებ, რომლებიც კრიტიკულ ვითარებაში არ ემორჩილებიან ”მე”-ს.(შფოთვა, შიში, აგზნება და ა.შ)”იგი” არის ინსტინქტთა საბადო. ”იგი” მთლიანად არაცნობიერია და ვინაიდან ვერ არჩევს გარეობიექტთა მნიშვნელობას, მას გააჩნია ამორალური(”სუპერ-ეგო”-ს საწინააღმდეგო) სურვილების წარმოშობის ძალა.(აგრესიული და სექსუალური იმპულსები ოჯახისწევრების(არამარტო მათ) მიმართ და სხვა. რაც ვლინდება სიზმრებსა და წამოცდენებში.) ”იგი”-სთვის არ არსებობს არანაირი ლოგიკა ან შეზღუდვა, ის მოქმედებს სიამოვნება-უსიამოვნების გარჩევის პრინციპით და შესაბამისად მისთვის ერთად-ერთი საშუალება არსებობს მოქმედებისთვის, ესაა განტვირთვა ან განგაშის განცდების გაგზავნა ეგოსადმი, რათა უსიამოვნებას გაერიდოს. (გულახდილი ვიქნები და ორ რამეს გაგიმხელ, პირველი ის, რომ ეს ძალიან ნაკლული აღწერაა ”იგი”-ს და მეორეს კი იმას, რომ მე ბოლომდე არცერთი თეორიას არ ვეთანხმები ამ ფსიქიკური სტრუქტურის განსაზღვრებაში.) EGO - ეგოც, ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ”მე”-ს(Self); ”მე”-არის ფსიქიკური სტრუქტურა, რომელიც ყველაზე ცნობიერია, და შესაბამისად იგი არის პასუხისმგებელი გადაწყვეტილების მიღებაზე. ”მე” ისწრაფვის ”იგი”-ს სურვილების დაკმაყოფილებისკენ გარემოში ქცევის საშუალებით ისე, რომ მასში გათვალისწინებული იყოს ”სუპერ-ეგო”-ს მიერ წაყენებული მოთხოვნა-აკრძალვებიც. ”მე” რეალობაზე დაყრდნობით ფუნქციონირებს და მისი დახლოებით75-80% ცნობიერია. ”მე”-ს იდეალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია ”იგი”-ს მიერ წაყენებული მოთხოვნილების დროში გადავადება მანამდე სანამ არ იქნება სათანადო სიტუაცია მიზანშეწონილი ქცევით მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის, რაც თავისთავად გულისხმობს ”სუპერ-ეგო”-ს აკრძალვის გათვალისწინებას გარემოში. SUPER-EGO - ”სუპერ-ეგო” არის ეგოს განვითარების საფეხური. ის ჩამოყალიბდა სოციალიზაციის შედეგად ევოლუციის გზით. მისი არსია სხვა სუბიექტთა ინტერესების გათვალისწინება ქცევაში, რათა არ მოხდეს კონფლიქტი სოციალურ ჯგუფში. ”სუპერ-ეგო” შეიცავს კულტურულ ნორმებსა და ღირებულებებს, ის არის ე.წ. მორალი და სინდისი. მას აქვს ემოციათა გარკვეული ფორმების დომინირების ძალა,--სირცხვილის შიში ან გრძნობა, დანაშაულის განცდა და ა.შ.”სუპერ-ეგო” -ში გამოიყოფა ორი ქვესისტემა, ესენია ეგო-იდეალი და სინდისიერი სტრუქტურა; ეგო-იდეალი ყალიბდება წახალისების შედეგა ხოლო სინდისიერი სისტემა კი დასჯის შედეგად.”სუპერ-ეგო” დასრულებულად მიიჩნევა მაშინ როდესაც მშობლების კონტროლი შეცვლილია თვითკონტროლით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.