Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ფეხბურთელები მატჩის შემდგომ


Recommended Posts

http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2010/4/20/1271771274526/Liverpool-travel-001.jpg

 

ვესთ ჰემთან გამარჯვების შემდეგ დირკ კიუიტმა და გლენ ჯონსონმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს…

 

მას შემდეგ რაც როი ჰოჯსონმა საჯაროდ გააკტრიტიკა გლენ ჯონსონი და მოსთხოვა ისეთი სათამაშო ფორმა დაებრუნებინდა როგორიც ინგლისის ნაკრებში ჰქონდა, ტრამვის შემდეგ მოედანზე დაბრუნება გლენმა პირდაპირ გოლით აღნიშნა…

 

“მე ნამდვილარ არ მჭირდება მწვრთნელისგან მითითება რომ არ ვარ კარგ ფორმაში, რადგან თავადაც კარგად ვხვდები როცა არ ვაჩვენებ ჩემს მაქსიმუმს, ასე რომ გოლის გატანა ძალიან სასიხარულო იყო ჩემთვის…” – განაცხადა ჯონსონმა

 

“ყოველთვის სასიამოვნოა ტრამვიანობის შემდეგ მოედანზე გასვლა და განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანი გოლის გატანა. ბოლო 7 თამაშიდან ექვსი გამოვტოვე და ნამდვილად ბედნიერი ვარ ასეთი დაბრუნებით… “

 

დირკ კიუიტმა, რომელმაც სტივენ ჯერარდის არ ყოფნის გამო პელანტი თავად შეასრულა ასევე გააკეთა მცირე კომენტარი მატჩის შემდეგ:

 

“საერთოდ თერთმეტმეტრიანბს სტივი ასრულებს ხოლმე და თამაშის წინ მან მირჩია, რომ თუ პენლის დარტმა მომიწევდა, პირდაპირ კარის ცენტრში გამეშვა ბურთი, მე ასეც მოვიქეცი და მისი რჩევა გამრთლდა.”

 

“მთლიანობაში გუნდმა კარგად ვითამაშეთ. პირველ ტაიმში ნამდვილად ვფლობდით უპირატესობას და ჯონსონის გოლის შემდეგ უფრო გახსნილი ფეხბურთის თამაში დავიწყეთ, რაც უამრავ საგოლე მომენტშიც აისახა…”

 

“რათქმაუნდა ჯერარდი ძალიან გვაკლია და იმედი მაქვს მალე გამოჯანმრთელდება, მაგრამ დღეს ჩვენ დავამტკიცეთ რომ მხოლოდ ფერნანდოზე და სტივზე არ ვართ დამოკიდებული და ლივერპული 2 კაციანი გუნდი არაა…”

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...