Jump to content
Planeta.Ge

მოსკოვის პატრიარქთან ერთად წირვა აღავლინეს

Recommended Posts

Leo_Nafta

მე თქვენს მისწრაფებებს სამართლიანად აღვიქვამდი,მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ როგორც ეკლესიაში თქვენთვის მიუღებელს ებრძვით,ასევე შეუწყნარებელი იქნებოდით ამ უზნეო ხელისუფლების ქმედებების მიმართ.

რაღაც ასეთები ფაქტიურად არ მახსენდება.იქნებ თქვენ შემახსენოთ.

ქრისტეს გინებაა სამართლიანი? სხვისი, თანაც ქვეყანაში არსებული ტრადიციული რელიგიური კონფესიის შეურაცხყოფა?

დამისახელე მის მიერ ნათქვამი სამარტლიანი კრიტიკა, თუნდაც ავიღოთ ეს თემა, რა არის საძრახისი იმაში რომ ერთობლივი წირვა ჩატარდეს ქართველი და რუსი მართლმადიდებლების მონაწილეობით?

ამით ილახება საქართველოს ინტერესი? ამით ილახება მორალური ნორმები? მოდი განვიხილოთ ეს საკითხი თუ გნებავთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 209
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

Siknadmo

ქრისტეს გინებაა სამართლიანი? სხვისი, თანაც ქვეყანაში არსებული ტრადიციული რელიგიური კონფესიის შეურაცხყოფა?

მაგი ნამდვილად არ მიგულისხმია,არამედ ის რომ არის ეკლესიის მოღვაწეობაში ისეთი რამეები,რაც არც მე მომწონს და ალბათ არც თქვენ.მაგრამ ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით რაც ხელისუფლების მიერ ხდება და ლეო ნაფტები ამაზე არასოდეს არ იღებენ ხმას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

პრობლემა ისაა, რომ ყველაფერი გამადიდებელი შუშით, დამახინჯებულად ჩანს როდესაც ადამიანი შეპყრობილია ისეთი სენით, როგორიცაა უსიტყვო, სუბიექტური მორჩილება რაღაც კონკრეტული ზნისადმი (ნებისმიერი იგულისხმება, ქრისტიანიც და ათეისტიც) უბრალოდ მორწმუნენი უმრავლესობაში არიან და ძალაც აღმართს ხნავს.

მართლმადიდებლების პრობლემა ისაა, რომ ყველაფერი მართლმადიდებლური - ობიექტური და ზნეობრივად გამართლებული ჰგონიათ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაზე დავობთ

რელიგია ნებისმიერი სახელმწიფოს ერთ-ერთი ატრიბუტია და ამით ყველაფერია ნათქვამი

რაც შეეხება ვაჟბატონ გვაზავას, საინტერესოა ვისით იყო უფლებამოსილი, რამდენადაც ამ ეტაპზე "ერთობლივ წირვას" რელიგიურთან ერთად პოლიტიკური დატვირთვაც აქვს :yes:(გაიხსენეთ პატრიარქის მიერ "დამოუკიდებლობის" მილოცვა "უცოდველ" ყუყუევ-ბაგაფშზე), რაც ქრისტეანებმა უნდა გავითვალიწინოთ უპირველეს ყოვლისა, წინააღმდეგ შემთხვევაში "არაქრისტეანებთან" კამათი ბორბალში მორბენალი ციყვის "გარჯას" ემსგავსება :yes:

პ.ს სოხუმსკი სად დაიკარგე და როგორა ხარ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

პრობლემა ისაა, რომ ყველაფერი გამადიდებელი შუშით, დამახინჯებულად ჩანს როდესაც ადამიანი შეპყრობილია ისეთი სენით, როგორიცაა უსიტყვო, სუბიექტური მორჩილება რაღაც კონკრეტული ზნისადმი (ნებისმიერი იგულისხმება, ქრისტიანიც და ათეისტიც) უბრალოდ მორწმუნენი უმრავლესობაში არიან და ძალაც აღმართს ხნავს.

მართლმადიდებლების პრობლემა ისაა, რომ ყველაფერი მართლმადიდებლური - ობიექტური და ზნეობრივად გამართლებული ჰგონიათ...

მართლმადიდებლები სექტანტები არ ვართ, აქედან გამომდინარე და რელიგიური დისკუსიისას ვდავობთ, ვკამათობთ, კი არა ვჭამ ერთმანეთს,

იცი შEნ რას ნიშნავს ქრისტიანული მორჩილება? და რატომ გგონია რომ ის უსიტყვო მორჩილებას მოითხოვს, მაგალითი დამისახელე,

ქრისტიანულ მორჩილებაზე მთელი ტრაქტატებია დაწერილი და მას რომ გაეცნო უბრალოდ გაოცდები, რომ სულ სხვა რამაა არა ის რაც შენ გგონია

ძალიან ხშირად ათეისტები ჩვენ გვადანაშაულებთ უცოდინრობაში არადა რასაც მე ვუყურებ პრაქტიკულად არ იცით თქვენ ჩვენ რისი გვწამს, და ურაყოფთ იმას რაც არ იცით,

მოკლედ, მმკა რომ არ გამოჩენილიყო ასპარეზზე საერთოდ სათქმელი არ გექნებოდათ :yes:

ამიტომ გაუფრთხილდით ამ ორგანიზაციას, გაუფრთხილდით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ამიტომ გაუფრთხილდით ამ ორგანიზაციას, გაუფრთხილდით

:givi: :givi: :givi:

ქრისტიანულ მორჩილებაზე მთელი ტრაქტატებია დაწერილი და მას რომ გაეცნო უბრალოდ გაოცდები, რომ სულ სხვა რამაა არა ის რაც შენ გგონია

რას უნდა გავეცნო, რას? რაც არ უნდა იყოს, მაინც ადამიანების ბოდიალს მორჩილებაზე ზღაპრული არსების მიმართ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამხანაგებო, თუ გინდათ დემოკრატიული ქვეყნის და მოაზროვნე საზოგადოების შექმნა, მორჩილებაზე ფიქრს უნდა შეეშვათ. ასეთი ქვეყანა იქმნება კრიტიკული აზროვნების და პროტესტის გრძნობის განვითარებით და არა მორჩილებით. თეზა: წვერებიანი, ბრძენი უხუცესი, რომელიც შეუმცდარია და რომლის ნათქვამს ყველა უნდა დამორჩილდეს არ მიგიყვანთ ისეთი სახელმწიფოს შექმნამდე, როგორიც თქვენ გსურთ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მაგი ნამდვილად არ მიგულისხმია,არამედ ის რომ არის ეკლესიის მოღვაწეობაში ისეთი რამეები,რაც არც მე მომწონს და ალბათ არც თქვენ.მაგრამ ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით რაც ხელისუფლების მიერ ხდება და ლეო ნაფტები ამაზე არასოდეს არ იღებენ ხმას.

პატრირქსი თავისებურება ისაა, რომ უღირსი მღვდლების მიმართ საკმაოდ შემწყნარებელია, შეუძლია დასაჯოს მაგრამ არ სჯის,

იმ მოწოდებისა არ იყოს მასწავლებლებს რომ უთხრა ბავშვებს ორიანები არ დაუწეროთო და თავისებურად ახსნა,

ეგეთი ხასიათი აქვს, ჩემის აზრით ზედმეტად ლმობიერი, მის ირგვლივ მყოფნი ამას ხსნიან როგორც მეთოდს,

ის კი არ სჯის და ეჩხუბება არამედ დელიკატურად უთითებს შეცდომაზე,

არიან მორწმუნეები, პატრიარქის მიმართ კეთილგანწყობილნი, რომლებიც ამ თვისებას მინუსად უთვლიან,

მე პირადად არ ვიცი რა ჯობია დასჯა თუ შეწყნარება და ლმობიერი მითითება, საბოლოო ჯამში ეს რა შედეგს იწვევს კონკრეტული ადამიანისთვის,

პატრიარქი თვლის რომ თუკი ადამიანს შეაგონებ სიყვარულით ის უფრო გაიგებს და გამოსწორდება, ვიდრე დასჯით მიაღწევ რაიმე დადებით შედეგს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამხანაგებო, თუ გინდათ დემოკრატიული ქვეყნის და მოაზროვნე საზოგადოების შექმნა, მორჩილებაზე ფიქრს უნდა შეეშვათ. ასეთი ქვეყანა იქმნება კრიტიკული აზროვნების და პროტესტის გრძნობის განვითარებით და არა მორჩილებით.

მშვენიერი სიტყვებია, ველქომ რევოლუციონერთა კლუბში :pupuza:

თეზა: წვერებიანი, ბრძენი უხუცესი, რომელიც შეუმცდარია და რომლის ნათქვამს ყველა უნდა დამორჩილდეს არ მიგიყვანთ ისეთი სახელმწიფოს შექმნამდე, როგორიც თქვენ გსურთ.

ცნობისთვის, შეუმცდარი-ასეთი ტერმნი მართლმადიდებლებს არ გვაქვს, მაშინაც კი თუკი რომელიმე ადამიანს ეკლესია წმინდანად რაცხავს, ეს იმას არ ნიშნავს რომ წმინდანის ყველა სიტყვა მივიღოთ,

აზროვნება, კრიტიკული აზროვნება მოეთხოვება მართლმადიდებლებს, სექტანტებში ნუ გაგვრევ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

:givi: :givi: :givi:

რას უნდა გავეცნო, რას? რაც არ უნდა იყოს, მაინც ადამიანების ბოდიალს მორჩილებაზე ზღაპრული არსების მიმართ...

რას ნიშნავს ქრისტიანული მორჩილება, ვიღაცა თავში რომ წამოგარტყავს წეიკუზო? :user:

ან უსამართლობას შეეეგუო?

ქრისტიანული მორჩილება ნიშნავს ისეთ გარემოსთან შEგუებას, რომლის შეცვლის უნარიც არ გაგაჩნია,

ვთქვათ მოხვდი საცობში და 3 საათი უნდა იყურყუტო რიგში, არადა ძალიან გეჩქარება, პრ.. რომ გასკდე ვერაფერს იზავ,

რას შვება ამ დროს ადამიანი? ნერვიულობს, იგინება, წყევლის ყველაფერს, თავისთავსაც და გამჩენსაც და მოკლედ,

ხოდა, ქრისტიანული მორჩილება გეუბნება, ნუ ატრა.. ძმაო, მაინც ვერაფერს ვერ შეცვლი, მოდი ეს სამი საათი სხვა რამეს მოანდომე, დაწყნარდი, თუ გინდა ილოცე, თუ გინდა წიგნი წაიკითხე, თუ გსურს მუსიკას მოუსმინე ოღონდ ნუ აქაჯდები რააა და ნერვიულობას ნუ დაიწყებ, ჩათვალე რომ ღვთის ნებაა რომ 3 საათი იყო ასე საცობში გარჭობილი :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

asesino_141

თქვენ მიმართ მაქვს კითხვა, ორივენ კანონმორჩილების მომხრეები ხართ, ისევე როგორც მე (ერთი დათქმით კანონი უნდა იყოს სამართლიანი), ხოდა

თუკი კანონმორჩილება კარგია, რატომაა ღვთის მორჩილება მონობა-ეს ამიხსენით,

კანონი დაწერილია ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანების მიერ, ის შეიძლება არასწორი იყოს, სუბიექტური,

გაბატონებული ფენის მიერ თავსმოხვეული, გარდა ამისა შეიძლება გავიდეს რამდენიმე ხანი და ეს კანონი რომელსაც თქვენ და ემორჩილებით გააუქმონ, ან შეცვალონ, მიიჩნიონ არასამართლიანად და ას. შ.

ხოდა ჩვენ მორწმუნეები ხომ არ გეუბნებით თქვენ რომ რახან კანონს ემორჩილებით მონები ხართ?

მაშინ რატომ მიგაჩნიათ მონობა ის რომ არა ადამიანის არამედ ადამიანზე მაღლა მყოფი შემოქმედის მიერ დადგენილ ნორმებს ვემორჩილებით??? თანაც ნებაყოფლობით, თანაც ისე რომ მისი დარღვევის გამო არ ვისჯებით, არც ციხეში მივდივართ, არც გვაჯარიმებენ, მოკლედ ჩემს სინდისზეა დამოკიდებული მინდა დავიცავ მინდა არა, ანუ ვემორჩილები შინაგან ცენზორს, ანუ სინდისს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ცნობისთვის, შეუმცდარი-ასეთი ტერმნი მართლმადიდებლებს არ გვაქვს, მაშინაც კი თუკი რომელიმე ადამიანს ეკლესია წმინდანად რაცხავს, ეს იმას არ ნიშნავს რომ წმინდანის ყველა სიტყვა მივიღოთ,

აზროვნება, კრიტიკული აზროვნება მოეთხოვება მართლმადიდებლებს

მე რასაც ვხედავ რეალობაში სხვა ხდება. პატრიარქის კრიტიკა აღიქმება მასზე თავდასხმის მცდლობად. არასდროს არ გამიგია მორწმუნისგან, რომ ეთქვას აი ამ საკითხში შეიძლება პატრიარქი შეცდაო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა მე ერთი რამ არ მესმის რა...

ან თქვენ ( ე.წ. ლიბერალები - ისე კი მეტი არაა ჩემი მტერი თქვენ ლიბერალობის რამე გეტყობოდეთ :)) ) ან მეორე მხარე რატომ იშლით ნერვებს.

ორივეს ერთმანეთის აზრები ###ზე გკიდიათ.

ხართ ცალსახად დაპირისპირებული მხარეები.

ორივეს მხოლოდ გამარვებამდე ბრძOლა გაქვთ დარჩენილი.

და რა აზრი აქვს ბლა ბლა ბლას... ვერ გავიგე რა.

აღავლინა.

ძალიანაც კარგი ქნა.

აბა თქვენ უნდა გიყუროთ რა მოგწონთ და რა არა? :))

მეტი არაა ჩემი მტერი. იცკმუტუნეთ თვქნთვის და იყავით.

რასაც მე პირადად შევესწარი ეს იყო საკმაოდ ცხარე დაპირისპირება ბიზანტიურ გალობასთან დაკავშირებით,

პატრიარქის ბრძანებას ბინატიური გალობის აკრძალვის შესახებ მთელი რიგი ეკლესიები და მონასტრები არ დაემორჩილნენ და დღესაც განაგრძნობენ ბიზანტიური სტილით გალობას, რისი კატეგორიული მოწინააღმდეგეცაა პატრიარქი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა მე ერთი რამ არ მესმის რა...

ან თქვენ ( ე.წ. ლიბერალები - ისე კი მეტი არაა ჩემი მტერი თქვენ ლიბერალობის რამე გეტყობოდეთ :)) ) ან მეორე მხარე რატომ იშლით ნერვებს.

ორივეს ერთმანეთის აზრები ###ზე გკიდიათ.

ხართ ცალსახად დაპირისპირებული მხარეები.

ორივეს მხოლოდ გამარვებამდე ბრძOლა გაქვთ დარჩენილი.

და რა აზრი აქვს ბლა ბლა ბლას... ვერ გავიგე რა.

აღავლინა.

ძალიანაც კარგი ქნა.

აბა თქვენ უნდა გიყუროთ რა მოგწონთ და რა არა? :))

მეტი არაა ჩემი მტერი. იცკმუტუნეთ თვქნთვის და იყავით.

მე პირადად არ ვიშლი ნერვებს, თუკი დისკუსია მიმდინარეობს ეთიკური ნორმების ფარგლებში,

გაგვაკრიტიკონ კაცო, პირიქით, რაც უფრო მეტს გაგვაკრიტიკებენ მით უფრო მეტი შესაძლებლობა გვეძლევა ჩვენი შეხედულებები გავაცნოთ,

მთავარია არ იყოს გინება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...