Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - რის შესახებ ისაუბრა ობამამ სააკაშვილთან


Recommended Posts

საქართველოსა და აშშ–ს პრეზიდენტები გუშინ ლისაბონში ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. სააკაშვილი– ობამას შეხვედრაზე პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი წერს.

 

“ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს ორ სახელმწიფოს შორის მტკიცე და მზარდ პარტნიორობაზე, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ ღირებულებებსა და სტრატეგიულ ამოცანებზე”.

 

პრეზიდენტებმა განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები.

 

“ ორივე ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი მოუთმენლად ელიან ურთიერთობის გაღრმავებას საქართველო-აშშ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეგიდით, რომელიც ოთხ ფართო სფეროს მოიცავს: დემოკრატიულ რეფორმას, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობას, თანამშრომლობას ეკონომიკის დარგში და ხალხთა შორის კავშირს”.

 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ობამასა და მის ადმინისტრაციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე იმისთვის, რომ აშშ ადასტურებს საქართველოს გზას ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებისკენ.

 

“პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართველი ხალხის სახელით მადლიერება გამოხატა ობამას ადმინისტრაციის, აშშ-ის კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიმართ იმისათვის, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების პაკეტი გამოუყვეს, რაც ჩვენს ქვეყანას ორი წლის განმავლობაში დიდად წაადგა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს უწყვეტი დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში”.

 

პრეზიდენტმა ობამამ დადებითად შეაფასა საქართველოს წვლილი ნატო-ს აისეფის მისიაში ავღანეთში, სადაც თითქმის ათასი ქართველი სამხედრო მსახურობს და გულწრფელი მადლიერება გამოხატა იმ მსხვერპლისთვის, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებსა და ნატო-ში.

 

“მან ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და ქვეყნის ხელმძღვანელობას მოუწოდა, კვლავაც განაგრძოს მათი განხორციელების პროცესი”.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...