planetanews Posted November 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2010 სკოლებში მანდატურების გადირექტორების პროცესი გრძელდება – პრესა.გე–ს მიერ, ერთ–ერთი პედაგოგისგან მოპოვებული ინფორმაციით, ვარკეთილში, 182–ე საჯარო სკოლის დირექტორი, არჩილ ჩხაიძე აიძულეს დაეწერა განცხადება, თანამდებობიდან წასვლის თაობაზე, რის შემდეგაც მის ნაცვლად მანდატური დანიშნეს. გაზიარება[ნინო მიქიაშვილი. 22:00 20-11-2010]http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TOgMo4hPTkI/AAAAAAAAEOY/AKbbz9LoTC8/s200/tagvi%2Bda%2Bkata.gifსკოლის პედაგოგებისთვის ჯერჯერობით უცნობია გადირექტორებული მანდატურის გვარი. მათ მხოლოდ ის იციან, რომ მანდატური 30 წლისაა და სახელად სოფო ჰქვია. ამასთან, სანამ არჩილ ჩხაიძე განცხადებას დაწერდა, სკოლის პედაგოგებს მის დასაცავად დაგეგმილი ჰქონდათ საპროტესტო აქციის მოწყობა, მაგრამ ეს თავად ჩხაიძის თხოვნით არ გააკეთეს – “ჩვენს ყოფილ დირექტორს დაემუქრნენ და ბატონმა არჩილმა გვთხოვა, რომ საპროტესტო აქცია არ გაგვემართა, რადგან ამით ვითარებას კიდევ უფრო დავამძიმებდით“. დიდი წვალებისა და დავიდარაბის შემდეგ, პრესა.გე–მ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსთან, ნინო პოტჟებსკაიასთან ტელეფონით დაკავშირება შეძლო. მას ვთხოვეთ დაგვხმარებოდა იმის გარკვევაში, თუ რატომ აიძულეს 182–ე სკოლის დირექტორი გათავისუფლების შესახებ განცხადება დაეწერა, რის შემდეგაც დირექტორად მანდატური დაინიშნა. პოტჟებსკაიამ მოგვიგო – “ჩვენ ასეთ საკითხებზე კომენტარს არ ვაკეთებთ“. როცა კითხვა შევუბრუნეთ, რატომ არ აკეთებთ კომენტარს–თქო, ყურმილი დაგვიკიდა. ინტერნეტ–ტელევიზია itv.ge-ს მიერ მოპოვებული და დადასტურებული ინფორმაციით, 157–ე საჯარო სკოლაში დირექტორად მანდატური შორენა ბუნტურია დანიშნეს; 152–ე და 124–ე სკოლების დირექტორებმა კი განცხადება დაწერეს, გათავისუფლების შესახებ. “დირექტორების დირექტორი“, ანუ “სკოლების დირექტორთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი, თეა თუთბერიძე, რომელიც განათლების მინისტრთან დაპირისპირებულია, ირწმუნება, რომ 152–ე და 124–ე სკოლების დირექტორებად მანდატურების დანიშვნაა გადაწყვეტილი.თუთბერიძის ინფორმაციით, იგივე მოხდება 130–ე სკოლაშიც.presa.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ANDRIA64 Posted November 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2010 სკოლებში მანდატურების გადირექტორების პროცესი გრძელდება – პრესა.გე–ს მიერ, ერთ–ერთი პედაგოგისგან მოპოვებული ინფორმაციით, ვარკეთილში, 182–ე საჯარო სკოლის დირექტორი, არჩილ ჩხაიძე აიძულეს დაეწერა განცხადება, თანამდებობიდან წასვლის თაობაზე, რის შემდეგაც მის ნაცვლად მანდატური დანიშნეს..... აბა რა გეგონათ? ტაშ-ფანდურით რომ მიიღეთ განათლების და შსს მინისტრების ერთობლივი ნაბოდვარისკოლებში მანდატურ-კომენდატური თახსირების შეყვანის თაობაზე? ახლა კი, გილოცავთ,თქვენი შვილების სახით, სახლებში შემოგიბრძანდებიან უტვინო, გაუნათლებელი, მაგრამ კოსმოპოლიტური ამბიციებით დატვირთული ისეთივე თახსირი პავლიკა მოროზოვები, როგორებიც ამგვარირეფორმების წამომწყებნი არიან..... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted November 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2010 ეს ამბავი ჭორად გავიგე, თურმე მართალი ყოფილა ვერ ვიტან - "ხომ გეუბნებოდით"-ს . მაგრამ მე მაინც გეუბნებოდით მანდატურისმაილიკი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2010 იყოს... ქუთაისში 10 საბავშვო ბაღის გამგე დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დაადასტურეს . წინასწარი ცნობით, ბაღის გამგეებს ბრალად ედებათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი საკვები თანხის მითვისება. კერძოდ, თითოეულ ბავშვზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 16 ლარი, აღნიშნული თანხა მთლიანად მიითვისეს ბაღების დირექტორებმა, ხოლო აღსაზრდელების მშობლებს კი, კვებისთვის 8-8 ლარის გადახდას სთხოვდნენ. http://www.interpressnews.ge/ge/samartali/151940-quthaisshi-10-sabavshvo-baghis-gamge-daakaves.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted November 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2010 მდაას...ზუსტად ჩემს წინ ერთი კორპუსი დგას და ზუსტად მის უკანაა ეს 182-ე სკოლა. მთელი ჩემი სამეზობლოს ბავშვები მაგ სკოლაში დადიან. თუ მოვიცალე გავარკვევ რა როგორ იყო. ეს სოფო არ ვიცი ვინ არის, მარა 2 ტიპი მანდატური მანდ მუშაობის დაწყებამდე კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდნენ, კაროჩე "ოპერები" იყვნენ რა. უბანია და ყველა ყველას იცნობს და ყველამ ყველაფერი იცის, მითუმეტეს რომ პოლიციის განყოფილება მაგ სკოლიდან 150-200 მეტრშია და პირდაპირ მაგ განყოფილებიდან გადაიყვანეს სკოლაში სამუშაოდ ის ტიპები. მოკლედ პედაგოგიკასთან საერთო არაფერი აქვს ამ სამსახურს. მომზადება-სერტიფიცირებასაც კი შსს აკადემია ახდენს მათსას, ოფიციალურად. მაგარია, უკვე მერამდენე დირექტორია მანდატური? სკოლებში მასწავლებლები ბრდღვნიან ყველაფერს ისე არიან და უკვე მშობლებიც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted November 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2010 ANDRIA64kisa მანდატურები კარგია სკოლაშიო რომ ვიძახდი მიშა და ვანო მაგარიაო თუ გამოვიდოდა დამესიზმრებოდა? :dontworry: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted November 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2010 (edited) T_A_Tმანდატურები კარგია სკოლაშიო რომ ვიძახდი მიშა და ვანო მაგარიაო თუ გამოვიდოდა დამესიზმრებოდა? ცხონებული ჩერნომირდინი გამახსენდა хотели как лучше, а получилось как всегда Edited November 24, 2010 by kisa Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted November 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2010 T_A_T ცხონებული ჩერნომირდინი გამახსენდა хотели как лучше, а получилось как всегда ამდეხან მაგი რუსებზე მეგონა ნათქვამი და ჩვენზეც ზედგამოჭრილი ყოფილა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted November 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2010 georgekh13ამდეხან მაგი რუსებზე მეგონა ნათქვამი და ჩვენზეც ზედგამოჭრილი ყოფილა совок - ებს უხდება ეს გამონათქვამი, თან ყველას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ANDRIA64 Posted November 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2010 ასეა თუ ისეა, ყველაფერი რასაც ამათ ხელი მოჰკიდეს ტრაკისკენ წაიყვანეს და ის ავტოსტრადები ითხარონ ერთ ადგილას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2010 სკოლებში მანდატურების გადირექტორების პროცესი გრძელდება – პრესა.გე–ს მიერ, ერთ–ერთი პედაგოგისგან მოპოვებული ინფორმაციით, ვარკეთილში, 182–ე საჯარო სკოლის დირექტორი, არჩილ ჩხაიძე აიძულეს დაეწერა განცხადება, თანამდებობიდან წასვლის თაობაზე, რის შემდეგაც მის ნაცვლად მანდატური დანიშნეს. რა გაგიკვირდათ და ბავშვებს მომავალ შშს–ს თანამშრომლებად რომ ზრდიან,ახალია რამე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.