planetanews Posted November 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2010 http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1186.snc4/150877_103792443026827_100001882144565_26150_1570912_n.jpg ლივერპულმა ვესთ ჰემი 3:0 დაამარცხა. მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და შეტევას შეტევაზე ახორციელებდნენ. ჯერ ნ’გოგმა დაარტყა კარის მიმართულებით, შემდეგ მაქსი როდრიგესმა. მეათე წუთზე ნ’გოგის პასის შემდეგ ტორესმა დაარტყა კარში, თუმცა მცირედით ასცდა ბურთი მიზანს. მერსისაიდელები უდიდეს სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ. მეჩვიდმეტე წუთზე მეირელეშმა დაარტყა საკმაოდ ძლიერად და მეკარემ კუთხურზე მოიგერია, კუთხურს კი გოლი მოჰყვა – გლენ ჯონსონმა ჩამოწოდებული ბურთი ბრძოლაში მიიღო და ძლიერად დაარტყა. ბურთი დაბალი ტრაექტორიით წავიდა და მცველებმა და მეკარემ ვერაფერი გააწყვეს – 1:0. აღსანიშნავია, რომ ჯონსონი კარგად გამოიყურებოდა მთელი შეხვედრის განმავლობაში. ოცდამეექვსე წუთზე მასპინძლებმა თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლება მოიპოვეს. სტუმართა ფეხბურთელმა საჯარიმოში ხელით ითამაშა და მსაჯსაც ბევრი არ უფიქრია. ბურთთან კუიტი მივიდა და მეკარეს თითქმის შუაში დაბალი ტრაექტორიით დაურტყა – 2:0. “ჩაქუჩებმა” პირველი დარტყმა მხოლოდ 36-ე წუთზე განახორციელეს. თუმცა, თავური დარტყმა რეინასთვის იოლი ნადავლი აღმოჩნდა. 38-ე წუთზე კი “წითლებმა” მესამე გოლი გაიტანეს – საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ მაქსი როდრიგესმა ძალიან ლამაზი გოლის გატანა შეძლო. 41-ე წუთზე სტუმართა ერთ-ერთ იშვიათ შეტევას მათი მხრიდან საჯარიმო დარტყმის მოპოვება მოჰყვა. დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა რეინას კარს. ტაიმის ბოლოს სტუმრებმა კიდევ ერთი ჯარიმა შეასრულეს, შემდეგ კი კუთხურის ჩაწოდებით ანერვიულეს ლივერპულელები, თუმცა მასპინძელთათვის ყველაფერი კარგად დამთავრდა და ისინი შესვენებაზე სამბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. მეორე ტაიმი შედარებით დაბალ ტემპში დაიწყო. 52-ე წუთზე ტორესის დარტყმული ბურთი მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ხელზე მოხვდა, თუმცა არბიტრმა ამჯერად თერთმეტმეტრიანის დანიშვნისგან თავი შეიკავა. 68-ე წუთზე მაქსი როდრიგესი მარცხენა ფლანგიდან შევიდა საჯარიმოში და ჭკვიანურადაც დაარტყა, თუმცა მიზანმა მცირედით უმტყუნა. 72-ე წუთზე ფერნანდო ტორესის უძლიერესი დარტყმის შემდეგ მეკარე ბურთს შეეხო, რის შემდეგაც ძელს მოხვდა და მოედანს დაუბრუნდა, პოულსენმა არანაკლები სიძლიერით დაარტყა და კიპერმა კუთხურზე მოიგერია. შეცვლაზე შემოსული ფაბიო აურელიო კარგად ჩაერთო თამაშში. 83-ე წუთზე მისი ძლიერად დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა მიზანს. 3 წუთში აურელიომ კიდევ ერთხელ დაარტყა, ამჯერად თავით, თუმცა კვლავ არაზუსტად. სტუმრები პირველ ტაიმთან შედარებით აქტიურები იყვნენ, თუმცა განსაკუთრებულად სიტუაცია არ გაუმწვავებიათ და რადგანაც “წითლებმა” მეტი გოლის გატანა ვერ შეძლეს, შეხვედრა პირველი ტაიმის შედეგით დასრულდა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts