lasha_alo Posted November 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2010 (edited) http://www.facebook.com/notes.php?id=160714773952273¬es_tab=app_2347471856ტავისუფალი დემოკრატების ფეისბუქ გვერდიდან - თავისუფალი დემოკრატების აზრით არაო ,რადგანაც მათი ერთერთი ლიდერის თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ დაგმო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ისეთი არქაული მოდელი, როგორიც ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოში შემოიტანა.2010 წლის 1 ოქტომბერს, ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოში შემოიტანა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს კლასიკური, ანუ არქაული მოდელი, რომელსაც ნაფიც მსაჯულთა ტრადიციის მქონე ევროპული ქვეყნებიც კი არსებითად ცვლიან ან მთლიანად უარყოფენ. 2010 წლის 16 ნოემბერს, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ, საქმეში ტაქსკე ბელგიის წინააღმდეგ, გამოიტანა პრეცედენტული მნიშვნელობის, საბოლოო გადაწყვეტილება და არსებითად დაადასტურა 2009 წლის იანვარში პირველი ინსტანციის პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. კერძოდ, მან მიიჩნია, რომ ნაფიც მსაჯულთა კლასიკური მოდელი არაერთ ნაკლოვანებას შეიცავს და არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი). სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი ისეთი პროცედურული გარანტიებით უნდა იყოს დაცული, რომ მსჯავრდებულისა და საზოგადოებისათვის გასაგები იყოს გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძვლები და ის, თუ რომელი მტკიცებულებების საფუძველზე მივიდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოცემულ დასკვნამდე პირის ბრალეულობის შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ გამამტყუნებელი ვერდიქტი არსებითად უნდა საჩივრდებოდეს.სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ეს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო (იხ. ბმული : http://cmiskp.echr.coe.int/tkp197/view.asp?item=1&portal=hbkm&action=html&highlight=taxquet+%7C+926%2F05&sessionid=62253869&skin=hudoc-fr საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული ვერდიქტის ფორმა, ანუ პროფესიონალი მოსამართლის მიერ შედგენილი ორი ალტერნატიული შეკითხვა (« არის დამნაშავე » თუ « არ არის დამნაშავე »), რომელსაც ნაფიცმა მსაჯულებმა საიდუმლო თათბირისას უნდა გასცენ პასუხი, არის ზოგადი და ტაქსკეს საქმეში დადგენილი სტანდარტის მიხედვით, არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ამიტომ, თავისუფალი დემოკრატები მოითხოვენ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ უმოკლეს ვადაში გადახედოს ამ დებულებას და მოიყვანოს ის შესაბამისობაში სტრასბურგის მიერ დადგენილ სტანდარტთან.ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა დაუსაბუთებელი ვერდიქტის საფუძველზე პროფესიონალ მოსამართლეს გამოაქვს განაჩენი, რომელიც ასევე არ საბუთდება. გამომდინარე იქიდან, რომ პროფესიონალი მოსამართლის მიერ ნაფიცი მსაჯულებისთვის დასმული ორი ალტერნატიული შეკითხვა არის ისედაც ზოგადი და არაფრისმთქმელი, დაუსაბუთებელი ვერდიქტი მით უმეტეს ვერ უზრუნველყოფს იმას, რაც სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია აუცილებლად : მსჯავრდებულმა და საზოგადოებამ უნდა გაიგონ და, აქედან გამომდინარე, მიიღონ ის საფუძვლები, რასაც ემყარება გამოტანილი განაჩენი. ამიტომ, თავისუფალი დემოკრატები მოითხოვენ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ უმოკლეს ვადაში გადახედოს ამ დებულებასაც და მოიყვანოს ის შესაბამისობაში სტრასბურგის მიერ დადგენილ სტანდარტთან.ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 266-ე და 292-ე მუხლების თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსაბუთებელი ვერდიქტის არსებითად გასაჩივრება სააპელაციო წესით დაუშვებელია. სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად დაადგინა ტაქსკეს საქმეში, რომ ეს არ შეესაბამება სამართლიანი სასამართლოს პრინციპს. ამიტომ, ნაციონალურმა მოძრაობამ უმოკლეს ვადაში უნდა გადახედოს ამ დებულებებსაც და მოიყვანოს ისინი შესაბამისობაში სტრასბურგის მიერ დადგენილ სტანდარტთან.ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ისეთი ფორმით, როგორიც ეს ნაციონალურმა მოძრაობამ დემოკრატიული სიახლის სახით შემოიტანა საქართველოში არის მოძველებული ევროპულ ქვეყნებში და ის უმოკლეს ვადაში გასწორებას საჭიროებს, რათა ისედაც რეგულარულად გამრუდებული მართლმსაჯულება საქართველოში კიდევ მეტად არ დაზიანდეს. ამასთან, თავისუფალი დემოკრატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, თავი შეიკავოს ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხებისადმი არასერიოზული და სულსწრაფი მიდგომისაგან. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოს პირველი ინსტანციის პალატამ ტაქსკეს საქმეში გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2009 წლის იანვარში მიიღო. 2009 წლის ივნისში კი ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა დიდ პალატაში. მიუხედავად ამისა, ნაციონალური მოძრაობა არ დაელოდა საბოლოო გადაწყვეტილებას და ძალაში შეიყვანა ისეთი კოდექსი, რომელიც ამოქმედებიდან თვენახევრის თავზე უკვე სერიოზულ გადახედვას საჭიროებს. თავისუფალი დემოკრატების აზრით, მუდმივი საკანონმდებლო რყევები ხელისუფლების რეფორმატორობას კი არ ნიშნავს, არამედ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას გასატარებელ რეფორმებზე ნათელი და კომპეტენტური წარმოდგენა არ აქვს რეფორმის პროცესის დაწყებამდე და ამ წარმოდგენას იყალიბებს რეფორმის მიმდინარეობის ან მისი დასრულების შემდეგ. Edited November 20, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2010 lasha_aloსტრასბურგის სასამართლომ დაგმო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ისეთი არქაული მოდელი, როგორიც ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოში შემოიტანა. :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 20, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2010 რატომ არ გვიყვარს ასეთი თემები?! :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted November 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2010 lasha_aloრამე არსებითი მნიშვნელობა აქ ამ დაგმობას ჩვენთვის?მე მხოლოდ ეს კითხვა მიჩნდება რახან არ ვარ იურისპრუდენციაში განსწავლული Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted November 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2010 ინგლისურის ცოდნით ეგენი იკვეხნიან და ვეღარ გადმოთარგმნეს თანამედროვემოდელი ამ არქაულს რომ მიახტნენ?.ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ისეთი ფორმით, როგორიც ეს ნაციონალურმა მოძრაობამ დემოკრატიული სიახლის სახით შემოიტანა საქართველოში არის მოძველებული ევროპულ ქვეყნებში და ის უმოკლეს ვადაში გასწორებას საჭიროებს, რათა ისედაც რეგულარულად გამრუდებული მართლმსაჯულება საქართველოში კიდევ მეტად არ დაზიანდესხანდახან მგონია, რომ სასამართლოში ისეთი სიდებილეები ხდება, სპეციალურად აკეთებენ...ჯერ ისე რა დონეა ამ ქვეყანაში და რეესტრიდან რომ აარჩევ შემთხვევით ნაფიც მსაჯულს ის რა იქნება წარმომიდგენია,რატომ მოუნდათ ხალხოსნობა ასეთ სფეროში ვერ გავიგე, ალბათ უნდა გადაკიდონ სასიკვდილოდ ერთმანეთს,აქ ხომ ყველა ერტმანეთის ნათესავია, თან უარის თქმაც არ შეიძლება, დიდი ჯარიმა დააწესეს.სეირის ყურება უნდათ, რა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 21, 2010 (edited) lasha_alo დიზაინამ და კარლიტომ მაგრაიო და ვინ ეკითხება სტრასბურგს? რატომ არ გვიყვარს ასეთი თემები?! ესეთი თემებიც მიყვარს და ეს ფორუმიც,მაგრამ ........იცით რაც და ამის შემდეგ შეიძლება ვეღარ დავპოსტო. იქით გახსენი რა ეს თემა? :018: Edited November 21, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 21, 2010 რამე არსებითი მნიშვნელობა აქ ამ დაგმობას ჩვენთვის?ინფორმაციის მიღებას და დამუშავებას ცხადია აქვს იცით რაც და ამის შემდეგ შეიძლება ვეღარ დავპოსტო. დიტო,ადვილი არაა გადატანის პრობლემა . დეტალებს ვერ აგიხსნი. არაა ჩანთა და გვიჭირს გადაწყვეტილება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted November 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 21, 2010 ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ვერ შეერწყმება ქართულ სასამართლოს და როგორც დღეს არის მთავარი მოქმედი პირები იქნებიან ისევ პროკურორები მომავალში რა მოხდება არ ვიცი შეიძლება 20-წლის შემდეგ იმუშაოს ამ რეფორმამ მაგრამ დღეს არა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.