Jump to content
Planeta.Ge

სპეცრაზმელი: პატრიოტი თუ ვანოს "დუბინკა"?


Recommended Posts

georgekh13

ბოკერია შენ დალაგებული გგონია

 

ვაააგლახ, რომ მასეა

 

თანაც ნამეტნავად :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

ის საკუთარი ხალხი რუსეთის მიერ დაგეგმილ გადატრიალებაში იღებდა მონაწილეობას

 

ფრიდრიხ, ნუ აქუცმაცებ ჩემს პოსტს. გაეცი პასუხი ნორმალურად :)

 

იმ ფრაზის შემდეგ წაკითხვა არ ღირდა.

 

საკუთარი ხალხი ჩემო ფრიდრიხ, გინდ ხვალ შეუერთდება ჩუქჩისტანს. ქვეყანა ხალხისა და არა ვანო, მიშას, სატურნის და ფრიდრიხას. :givi:

 

ხალხსი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლა კი სისხლი სამართლი დანაშაული ფრიდრიხ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giauridia

რომ რუსული ლიტერატურის შედევრები არის მსოფლიო საგანძური

კი არის მაგრამ თვითონ მოიხმარონ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ქვეყანა ხალხისა და არა ვანო, მიშას, სატურნის და ფრიდრიხას.

ეგ თეორიულად ხოლო პრაქტიკულად ქვეყანა ხალხის არ არის

babuagiorgi

ხალხსი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლა კი სისხლი სამართლი დანაშაული ფრიდრიხ.

ხალხი ბევრნაირ გადაწყვეტილებას იღებს მაგრამ არსებობს გადაწყვეტილებები რომლებიც საჭიროებენ ჩარევას ხელისუფლების მხრიდან ხანდახან კი ხელისუფლება იძულებულია ამ გადაწყვეტილებებს აღუდგეს წინ ძალოვანი სტრუქტურების დახმარებით ყველა დანაშაულის დამტკიცებას ჭირდება სასამართლო და პროკურორი როგორ გგონია ვის მიცემენ პასუხისგებაში სპეცრაზმელებს რომლებიც სახელმწიფოებრიობას იცავდნენ და იცავენ თუ აგენტების პატარა ჯგუფს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

კი არის მაგრამ თვითონ მოიხმარონ

 

ჰო, განათლების ექსმინისტმაც ხომ დაგვმოძღვრა, ტოლსტოი რა ჩემი ფეხების მწერალია-ვო :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

ეგ თეორიულად ხოლო პრაქტიკულად ქვეყანა ხალხის არ არის

:givi:

შეგიძლია არ გააგრძელო.

 

პ.ს. არ გეწყინოს და შსს თუ სად ტარდება ეს კურსები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

პ.ს. არ გეწყინოს და შსს თუ სად ტარდება ეს კურსები?

შსს ანალიტიკურ ცენტრში

 

შეგიძლია ერთი ფაქტი მაინც დამისახელო სადაც ხალხმა თავისდი გაიტანა არც ერთი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

შსს ანალიტიკურ ცენტრში

 

მაგას ვიძახი მე უკვე რამდენი ხანია და ლაშა ალოს არ სჯერა :)

 

ძალიან კარგდა აქვთ ამათ გამოთვლილი, როგორ გამოიყენონ ე.წ. ოპო თავის სასარგებლოდ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

დიდი ბიდიში მაგრამ საქართველო არ არის ქვა-ღორღი არც მთა და არც მდინარე.

საქართველო ჩემთვის ადამიანებია ჩვენის წინაპრების მიერ შექმნილი სულიერი, კულტურული მატერიალური ფასეულობები ტერიტორიები და მათ შორის ჩემი ოჯახის წევრები, ფრიდრიხიც და ა.შ.

მაგ. მე როგორც ჩემი ოჯახის წევრებზე ასევე ფრიდრიხისათვის ვალდებული ვარ ღვაწლი გავიღო და მიყვარდეს. სხვა შემთხვევაში მე სამშობლო არ მიყვარს და ეს იქნება ფსევდოსიყვარული ან ქვა ღორღის სიყვარული.

ანუ ჩემო ფრიდრიხ ჩვენ თუ ერთმანეთზე ვიზრუნეთ, ჩვენი მომრევი არც მიწაზე არც ზეცაში არავინ იქნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

სიკეთეს და ბოროტებას ნებისმიერი ადამიანი ასხვავებს, კარგიც, ცუდიც და ბოროტიც.

“ბოროტება ჰქვია იმას, რასაც ადამიანი მოიმოქმედებს და იმას, რასაც ადამიანი ითმენს. პირველი ცოდვაა, მეორე _ სასჯელი . . . ადამიანი მოიმოქმედებს ბოროტებას, რომელიც სურს და ითმენს ბოროტებას, რომელიც არ სურს”. /მ.თ./

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

ყოფილი საბჭოთა კავშირის სამართალიც (მილიონობით დახვრეტილი ადამიანი) სამართლიანია! რადგან ის მოქმედებს ზოგადად, მთლიანად და ხანგრძლივად. ბოლშევიზმის მიმართ “შეიძლება ზიზღს ვგრძნობდეთ, როგორც შხამიანი გველის მიმართ, მაგრამ ჩვენ მისი უგულებელყოფა არ შეგვიძლია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი მოქმედებს. და ეს არის არსი. ბატონებო, ვიმეორებ კიდევ ერთხელ: ძირითად ნორმას არ შეუძლია არაფერი შეცვალოს სამართლის მოცემულობაში”. _ გ. კელზენი.

კელზენის აზრით “ნორმა არც ჭეშმარიტი შეიძლება იყოს, არც მცდარი. ის ან ქმედითუნარიანია ან არაქმედითუნარიანი”.

კელზენის თეორიიდან გამოდის, რომ ადგილი აქვს იძულებითი წესების კონკურენციას (მაგ., ოფიციალურსა და ბანდიტურს შორის) და რომელიც უფრო მთელ ტერიტორიაზე გავრცელებადი, ქმედითი აღმოჩნდება, ის იქნება სამართლებრივი. მივდივართ საშინელ რეალობასთან: კელზენური ფორმა არაა წმინდა სამართლებრვი ფორმა, ხოლო ჯერარსის (საჭირო) წმინდა ფორმა ფორმალურ-სამართლებრივი აზრით, აბსოლუტურად უშინაარსოა, ამიტომ ის შეიძლება ნებისმიერი სახის თვითნებური ფაქტობრივი შინაარსით შეივსოს. შესაბამისად, ყოველი თვითნებური შინაარსის აქტი შეიძლება სამართლებრივად იქცეს. ანუ არ არსებობს ადამიანის ქმედება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში არ გახდეს სამართლებრივი ნორმა. /მ.თ./

 

ჰანს კელზენი (1881-1973) ავსტრიელი იურისტი, ნეოპოზიტიური ანალიტიკური იურისპრუდენციის გამორჩეული წარმომადგენელია. იგი ნაშრომში “სამართლის წმინდა სწავლება” (1934), წერს: „სამართალი ცდილობს გასცეს პასუხი კითხვებს: რა არის სამართალი და როგორია ის და არა კითხვას: როგორი უნდა იყოს, ან როგორ უნდა შეიქმნას იგი. ის არის სამართალმცოდნეობა და არა სამართლის პოლიტიკა“.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giauridia

ჩვენ თუ ერთმანეთზე ვიზრუნეთ, ჩვენი მომრევი არც მიწაზე არც ზეცაში არავინ იქნება.

კი მართალი ხარ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

სპეცრაზმელს აქვს განათლება თუ ექნება ზნეობა ვერ შეასრულებს ნებისმიერ დავალებას შესაბამისად

 

როგორ არ უნდა აინტერესებდეს ინდივიდს ის, რაც მის ცხოვრებას განსაზღვრავს, ანუ სახელმწიფო და პოლიტიკა, რაზეც არა მარტო მისი კეთილდღეობა თუ უბედურება, განვითარება თუ დაქვეითებაა დამოკიდებული, არამედ მისი ყოფნა-არყოფნაც კი.

ყოველივე ეს არ აინტერესებს ცხოველს, მაგ., ხარს, რომელიც იმითაც კმაყოფილია, რომ მთელი დღის მუშაობის შემდეგ, საღამოს გომურში შეიყვანენ და საკვებს მისცემენ. ანუ სპეცრაზმელები თქვენი აზრით არიან საშუალება და არა მიზანი. თუ ეს ასეა მაშინ მათ უნდა ჩამოვართვათ მოქალაქეობა? მე ცხოველისაგან განვსხვავდები ზნეობით.

 

აქედან, არისტოტელეს ფორმულა _ ადამიანი არის პოლიტიკური არსება. ანუ, თუ მას ცნება პოლიტიკას ჩამოაცილებთ, მონას მიიღებთ.

ამრიგად _ არსებობენ გონიერი ადამიანები, არისტოკრატები, დაბადებიდან კეთილშობილნი და ყველა დანარჩენი _ მონები.

არისტოკრატი ყველგან არისტოკრატია, მონა _ ყველგან მონა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

საზოგადოების განვითარების დონის ასამაღლებლად ისეთი სახელმწიფო მექანიზმისა და სამართლის შექმნა-დამკვიდრებაა აუცილებელი, რომელიც საზოგადოებას ზნეობისა და ცოდნის გაღრმავებისკენ უბიძგებს და შესაბამისად, საზოგადოების განვითარებას ყველაზე ნაკლებად შეაფერხებს.

ამრიგად, ყველა დროისათვის არსებობს ზნეობრიობის ის გარკვეული, აუცილებელი დონე, რომლის ქვევით საზოგადოება და შესაბამისად, სახელმწიფო, დეგრადირებას, რღვევას უცილობლად იწყებს. /მ.თ./

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სპეცნაზი...

ომში მშიშარა მიტინგზე გმირი.

უნიღბით კეთილი ნიღბით კი კაციჭამია.

ქართველი ერის ჩვეულებრივი შვილები.

დედები ამაყობენ რომ "ასეთი" შვილები გაზარდეს.

და თავდავიწყებით უყვართ ის ადამიანი რომლებმაც მათი შვილები დაასაქმეს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...