Jump to content
Planeta.Ge

სპეცრაზმელი: პატრიოტი თუ ვანოს "დუბინკა"?


Recommended Posts

lasha1997

  On 11/21/2010 at 12:55 AM, lasha1997 said:

ეს როგორ გავიგოთ და მიტინგზე ამის დადგენა შეიძლება?

მიტინგის მიზნის დადგენა შეიძლება როგორც ეს მოხდა 7-ნოემბერს

Siknadmo

  On 11/21/2010 at 6:58 AM, Siknadmo said:

ჯარისკაცის ფუნქციაში არ შედის ასეთი სახის დანაშAულების გამოვლენა,

კი ეს ფუნქცია აქვს სპეცსამსახურებს ხოლო როცა დანაშაული გამოვლენილი იქნება ძალების უკმარისობის შემთხვევაში შესაძლებელია ჯარების გამოყენება მტერი სახელმწიფოს სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული აქციების დასარბევად

giauridia

  On 11/21/2010 at 7:17 AM, giauridia said:

მართლაც, ვიცით კი რა არის სიკეთე?

სპეცრაზმელს არ ჭირდება ამის ცოდნა

giauridia

  On 11/21/2010 at 7:17 AM, giauridia said:

ვიცით, რა არის ბოროტება?

ძალაუფლება რომელიც მოიპოვებს ფულს და ეს ფული სპეცრაზმელს ხელფასის სახით ეძლევა ამიტომ იგი შეასრულებს ნებისმიერ ბრძანებას ჯარისკაციც იგივე ფულს იღებს რასაც სპეცრაზმელი ხოლო ვინც მათ ამ ფულს აძლევს მარტო ¨ბოროტი¨ ბრძანებების გაცემა ჭირდებათ და შეუძლიათ ის სახელმწიფო მოხელეები რომლებიც ამ ბრძანებებს არ ვერ შეასრულებენ დატოვებენ სამსახურს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 11/21/2010 at 12:51 PM, FRIDRIX said:

 

სპეცრაზმელს არ ჭირდება ამის ცოდნა

 

ბოლო-ბოლო დუბინკა ყოფილა.

დიდი მადლობა რომ გაგვარკვიე, თორემ უკვე ვეჭვობდით :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

როგორც მოგეხსენება ჩვენი სახელმწიფო ფორმა ხელშეკრულებითია. ანუ ჩვენ ყველა ვაკეთებთ იმას რაც ვიცით, ხოლო რაც ჩვენი ნორმალური ცხოვრებისათვის არის საჭირო ვყიდულობთ.

მე პროფესით ვარ ინჟინერი (150-ზე მეტი გამოგონება მაქვს), არის კატეგორია ხალხის, რომლებიც ქმნიან სახელმწიფოს მატერიალურ, სულიერ, კულრურულ ფასეულობებს. ჩვენ, ვინც ვქმნით პროდუქტს ვქირაობთ (ვუხდით გადასახადებს) პოლიციას, სახელმწიფო მოხელეებს, მასწავლებლებს და ა.შ (ვინც სახელწიფო ბიუჯეტზე არიან დამოკიდებულნი) იმისათვის, რომ მათ უზრუნველყონ ჩვენი უსაფრთოება, მოგვცენ განათლება და ა.შ.

გამოდის რომ მე ვიხდი გადასახადს დანარჩენები კი არიან ჩემზე დამოკიდებილნი (არ დავიწყებ ადამ სმიტის და ქენეტ ეროუს თეორიების მოყოლას, თორემ ხომ იცი ჩვენი ამბავი მოკლე ჩართვას მიიღებს ზოგიერთი).

მოკლედ ჩემო საყვარელო ფრიდრიხ მე ვქმნი ქვეყნისათვის დოვლათს, ვიხდი გადასახადებს (სხვთა შორის ვარ ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების მონაწილე 1წ. და 2 თვე აფხაზეთი) და გთხოვ შემიქმნა სასათბურე პირობები ჩემი შრომისათვის (რაც კარგია ფორდისათვის ის კარგია ამერიკისათვის), რომ ხვალ ხელფასის გარეშე არ დარჩე.

კატა რომელიც არ ან ვერ იჭერს თაგვებს აგდებენ სახლიდან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giauridia

რომ გავერკვეთ რა არის სიკეთე ან ბოროტება ამისათვის საჭიროა ზნეობა და განათლება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giauridia

  On 11/21/2010 at 1:29 PM, giauridia said:

შემიქმნა სასათბურე პირობები ჩემი შრომისათვის

სასჯელაღსრულების სისტემა 100-პროცენტით ქმნის უსაფრთხო გარემოს სხვა უწყებებიც თავდაუზოგავად ებრძვიან კრიმინალს

giauridia

  On 11/21/2010 at 1:36 PM, giauridia said:

რომ გავერკვეთ რა არის სიკეთე ან ბოროტება ამისათვის საჭიროა ზნეობა და განათლება.

სპეცრაზმელს აქვს განათლება თუ ექნება ზნეობა ვერ შეასრულებს ნებისმიერ დავალებას შესაბამისად

giauridia

  On 11/21/2010 at 1:29 PM, giauridia said:

კატა რომელიც არ ან ვერ იჭერს თაგვებს აგდებენ სახლიდან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 11/21/2010 at 1:40 PM, FRIDRIX said:

 

სპეცრაზმელს აქვს განათლება თუ ექნება ზნეობა ვერ შეასრულებს ნებისმიერ დავალებას შესაბამისად

 

ფრიდრიხ ნუ აყენებ ერთი და იგივე პარამეტრებს, როდესაც საქმე საომარ მოქმედებას უცხო ქვეყანასთან და ჯარს ეხება.

 

რასაც შენ ბაასობ ეს ჯაარზე შეიძლება ითქვას და არა სპეც რაზმზე რომელიც პოლიტიკური მოტივით საკუთარ ხალხს კატოკივით გადაუვლის. 7 ნოემბერი აიღე, უკვე დაშლილ მიტინსგ გადაუარეს. არ აქვს მნისვნელობა დაარწმუნა ვინმე იმასი რომ ეს სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო თუ არა. თავალები იმედია ტრაკში არ ჰქონდათ და კარგად ხედავდნენ, რომ უიარაღო ხალხის წინააღმდეგ იდგნენ.

იმაზე არ ვიძახი რომ ყველა მონაწილე სპეცრაზმელმა უფლებამოსილებებს გადააჭარბა. ამისათვის ამათზე ერთია დგილია სადღ..........

 

პოლიციის სტრუქტურაში მყოფნი, ანუ შსს დაქვემდებარებაში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უზნეო და უნიჭოო დუბინკების როლს ასრულებენ. ამას კი არავითარი გამამართლებელი არგუმენტი არ აქვს,არც მორალურად და არც კანონის მხვრივ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giauridia

  Quote
რომ გავერკვეთ რა არის სიკეთე ან ბოროტება ამისათვის საჭიროა ზნეობა და განათლება.

სიკეთეს და ბოროტებას ნებისმიერი ადამიანი ასხვავებს, კარგიც, ცუდიც და ბოროტიც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სპეცრაზმი ყოველთვის დუბინკაა ხელისუფლების არადემოკრატიულ ქვეყანაში...

 

  On 11/21/2010 at 2:05 PM, asesino_141 said:

giauridia

 

სიკეთეს და ბოროტებას ნებისმიერი ადამიანი ასხვავებს, კარგიც, ცუდიც და ბოროტიც.

შეიძლება, მაგრამ მაგათ სამივეს, ბოროტება და სიკეთე სხვადასხვა რამე ჰგონიათ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

სასჯელაღსრულების სისტემა 100-პროცენტით ქმნის უსაფრთხო გარემოს სხვა უწყებებიც თავდაუზოგავად ებრძვიან კრიმინალს

 

ძალიან კარგი.

 

მაგრამ არსებობს კიდევ ასეთი რიტორიკული შეკითხვა: А судьи кто? (Грибоедов. Горе от ума) გირჩევ წაიკითხო თუ არ გაქვს წაკითხული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

  On 11/21/2010 at 1:50 PM, babuagiorgi said:

რომელიც პოლიტიკური მოტივით საკუთარ ხალხს კატოკივით გადაუვლის

ის საკუთარი ხალხი რუსეთის მიერ დაგეგმილ გადატრიალებაში იღებდა მონაწილეობას

babuagiorgi

  On 11/21/2010 at 1:50 PM, babuagiorgi said:

7 ნოემბერი აიღე, უკვე დაშლილ მიტინსგ გადაუარეს

უკვე დაშლილმა მიტინგმა პესკებზე ახალი ძალების მოკრება დაიწყო რამაც შექმნა აუცილებლობა დარბეულიყო აღნიშნული აქციაც

babuagiorgi

 

babuagiorgi

  On 11/21/2010 at 1:50 PM, babuagiorgi said:

კარგად ხედავდნენ, რომ უიარაღო ხალხის წინააღმდეგ იდგნენ.

იმ ხალხს ქონდათ ქვებიც ხის ხელკეტებიც და ბევრი სხვა იარაღი პოლიცია მოუწოდებდ ამათ დაშლისკენ ისინი აგრძელებდნენ აქციას რამაც გამოიწვია შეტაკება ჯერ საპატრულო პოლიციის დანაყოფებთან შემდეგ სპეცრაზმებთან ეს პროვოკაციაც მოაწყვეს რუსეთის აგენტებმა რომლებიც ხალხის ლიდერები იყვნენ მგონი დღესაც არიან

ლევან ბერძენიშვილი 9-აპრილს რომ ადარებდა დარბვას სანგრის ამოსათხრელი ნიჩაბი არ მოხვედრია შუბლში თავისმა პატრონებმა როგორც დაარბიეს ხალხი და მერე ნახავდა მართლა რას ნიშნავს დარბევა

babuagiorgi

  On 11/21/2010 at 1:50 PM, babuagiorgi said:

იმაზე არ ვიძახი რომ ყველა მონაწილე სპეცრაზმელმა უფლებამოსილებებს გადააჭარბა

არც ერთ სპეცრაზმელს უფლებამოსილებისთვის არ გადაუჭარბებია ვინც გამოიყენა ე.წ. კასტეტები მიიღეს ზემდგომის შენიშვნა

ყველა სპეცრაზმელი მოქმედებდა მკაცრად გაწერლილი გეგმის მიხედვით საქართველო არ გადაიქცეოდა და გადაიქცევა რუსების პატარკაციშვილი ბერეზოვსკის სისხლიანი ბინძური ფულის სარეცხ მანქანათ

babuagiorgi

  On 11/21/2010 at 1:50 PM, babuagiorgi said:

პოლიციის სტრუქტურაში მყოფნი, ანუ შსს დაქვემდებარებაში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უზნეო და უნიჭოო დუბინკების როლს ასრულებენ

სამოქალაქო ომი და ხელისუფლების დამხობა აღარ მოხდება არასდროს ამას შსს აღარ დაუშვებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაც რომ დაჭირდეს შესაბამის დანაყოფებს და სტრუქტურებს

babuagiorgi

  On 11/21/2010 at 1:50 PM, babuagiorgi said:

ამას კი არავითარი გამამართლებელი არგუმენტი არ აქვს,არც მორალურად და არც კანონის მხვრივ.

აქვს!!!

ძალოვან სტრუქტურებს ევალებათ ქვეყანაში წესრიგის დაცვა ხელისუფლების დაცვა სახელმწიფოებრიობის დაცვა და ხალხის დაცვა მხოლოდ იმ ხალხის ვინც მტერს არ შეეკვრება ქართველებს მტერტან შეკვრის დიდი და წარმოუდგენლად განვითარებული გენეტიკური შესაძლებლობები აქვთ

 

7-ნოემბერი იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი და მაფიოზი პატარკაციშვილის ფულით განხორციელებული პროვოკაციული აქცია რომელიც ითვალისწინებდა ხელისუფლების დამხობას და პრეზიდენტის შეცვლას რუსების მონის მიერრასაც წარმატებით წინ აღუდგა შსს სამინისტრო

იგივე აქციები იგივენაირად დაიშლება

კარგად მახსოვს იმედის ჟურნალისტის სასოწარკვეთილი გოდება სპეცრაზმი სამებას და იქ შეკრებილ ხალხს არბევსო ბადრისგან ჯილდოებს მოწყურებულები ყველაფრისთვის მზად იყვნენ დ აყველოაფერს კადრულობდნენ მაგრამ ვერ გამოუვიდათ და ვერც გამოუვათ

 

ნებისმიერი აგრესიული ქმედება ოპოზიციის მხრიდან იქნება აღკვეთილი

 

giauridia

  On 11/21/2010 at 2:09 PM, giauridia said:

А судьи кто? (Грибоедов. Горе от ума) გირჩევ წაიკითხო თუ არ გაქვს წაკითხული.

რუსული მეზიზღება სხვა ენაზე თუა ნათარგმნი წავიკითხავ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსული მეზიზღება სხვა ენაზე თუა ნათარგმნი წავიკითხავ

 

:)

 

რუსულმა რა დაგიშავა?

 

ილარიონის არ იყოს, რავა რადიოსავით გველაპარაკები, ფრიდრიხ

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფრიდრიხა ისე დალაგებულად მსჯელობს, არ მგონია სპეცრაზმელი იყოს. უფრო ბოკერიას მაგონებს :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 11/21/2010 at 2:18 PM, Grig said:

ფრიდრიხა ისე დალაგებულად მსჯელობს, არ მგონია სპეცრაზმელი იყოს. უფრო ბოკერიას მაგონებს :)

მე მგონია გამზადებული ტექსტები აქვს...

მეგონა რადიო მელაპარაკებოდა...

 

პს. ბოკერია შენ დალაგებული გგონია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

განათლებულმა ადამიანმა იცის, რომ რუსული ლიტერატურის შედევრები არის მსოფლიო საგანძური (რასაც ვერ ვიტყვი მათ დერჟავნიკობაზე).

ფრიდრიხ მგონი განათლებული ადამიანი ბრძანდები, არ გეკადრება ზიზღი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 11/21/2010 at 2:20 PM, giauridia said:

FRIDRIX

 

განათლებულმა ადამიანმა იცის, რომ რუსული ლიტერატურის შედევრები არის მსოფლიო საგანძური (რასაც ვერ ვიტყვი მათ დერჟავნიკობაზე).

ფრიდრიხ მგონი განათლებული ადამიანი ბრძანდები, არ გეკადრება ზიზღი.

:)

 

მიშას გამოსვლების კრებული თუა დაბეჭდილი?

თუმცა ის კი ლაპარაკობს ქართული სიტყვებით, მაგრამ რა ენაზე ამას ვერ გაიგებს ადამიანი..

Edited by georgekh13
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • შექმენი...