Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ფერიმჭამელა კანის დაავადებაა, რომლის დროს ჩნდება გამონაყარი კვანძების, ჩირქმბადების, ჩირქოვანი კონგლომერატების სახით. უფრო ხშირია ჩვეულებრივი (ვულგარული) და წითელი ფერიმჭამელა.

 

ჩვეულებრივი (სიჭაბუკის) ფერიმჭამელები ვითარდება მოზარდობის ასაკში, სქესობრივი მომწიფების პერიოდში. გამონაყარს შეიძლება ხელი შეუწყოს ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებამ. არანაკლები მნიშვნელობა აქვს კანის მოუვლელობასაც. უფრო ხშირად ცხიმიან, ფორიან კანზე წარმოიქმნება შავი წერტილები (კომედონები), რაც ცხიმის ჯირკვლების დახშობის შედეგია. ზოგი კომედონის ირგვლივ იწყება ანთება და ვითარდება კვანძი, რომელსაც წვერზე აქვს ჩირქგროვა - ფერიმჭამელა. ინფექცია სწრაფად პროგრესირებს, მთლიანად აზიანებს ცხიმის ჯირკვალს, ქმნის დიდ და პატარა ჩირქგროვებს, რომელთა გახსინის შემდეგ შესაძლოა დარჩეს გამკვრივება ან ნაწიბური. მკურნალობა რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყონ აუცილებლად ექიმ-დერმატოლოგის დანიშნულებით. საკვებიდან უნდა გამოირიცხოს მსუქანი ხორცი, მწნილეული, სანელებლები, ლორი.

 

წითელი ფერიმჭამელა ჩვეულებრივისაგან განსხვავებით საშუალო ასაკის ადამიანებს უვითარდება, ვისაც აქვს ადვილადაგზნებადი ნერვული სისტემა, კუჭ-ნაწლავის ან შინაგანი სეკრეციის ჯირკვალთა მოშლილობა. დაავადების ძირითადი ნიშანია სიწითლე ცხვირის, ლოყებისა და შუბლის არეში. ეს ადგილები თანდათანობით მოლურჯო-მუქი წითელი ხდება და ამ ფონზე ჩანს გაფართოებული სისხლძარღვები, წარმოიქმნება კვანძები, რომელთა ცენტრში ხშირად ჩირქგროვაა. დაავადება შეუპოვარი ხასიათისაა.

 

"წითელი ცხვირის" მკურნალობა

 

ცაცხვის ყვავილი - თუ სიცივეში ცხვირი წითლდება, რეკომენდებულია დილა-საღამოს გაწმენდა (არა ქუჩაში გასვლის წინ) ცაცხვის ყვავილის თბილი ნახარშით.

 

გვირილა - კვირაში 2-3-ჯერ წითელ ცხვირზე მონაცვლეობით იდებენ ცხელ და ცივ გვირილის ნახარშში დასველებულ საფენებს. ნახარშის მოსამზადებლად იღებენ 1-2 სკ. გვირილის მშრალ ყვავილებს, ასხამენ 1 ჩ.ჭ. წყალს და ადუღებენ 10 წთ. აციებენ და წურავენ.

 

ალოე - იღებენ ალოეს ცოცხალ წვენს და უმატებენ მის ნახევარ წყალს. ასველებენ რამდენიმე ფენა ბინტს, მსუბუქად წურავენ და იდებენ გაწითლებულ სახეზე 15 წუთით. მკურნალობის კურსი 20-25 პროცედურაა (დღეგამოშვებით).

 

კომბოსტო - იღებენ კომბოსტოს ცოცხალ წვენს, ასველებენ ბამბას ან ბინტს და იდებენ სახეზე 15-20 წუთით. პროცედურას იმეორებენ დღეგამოშვებით. კურსი 20-25 პროცედურაა.

 

პომიდორი - საფენს ასველებენ მწიფე პამიდორის წვენში და იდებენ სახეზე ყოველდღიურად 15 წუთით. კურსი 20 პროცედურაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...