planetanews Posted November 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 19, 2010 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას ორმხრივი შეხვედრა დღეს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება,–წერს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი. შეხვედრა თბილისის დროით 23:20 წუთზეა დაგეგმილი და პრესისთვის დახურული იქნება. ორი ქვეყნის ლიდერი ერთამენთს ლისაბონის სასტუმრო „ფერია ინტერნეიშენალში“ შეხვდება – წერს საიტი. მიხეილ სააკაშვილისა და ბარაქ ობამას შეხვედრის თაობაზე განცხადება დღეს აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა გააკეთა. პრეზიდენტის გვერდი იმ თემებზე წერს, რომლებზეც დღეს პრეზიდენტები ისაუბრებენ: ავღანეთში მიმდინარე ოპერაცია, რეგიონში უსაფრთხოების სტაბილურობა, სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება და ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობა. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts