Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ქართველები ინგლისურის სწავლას რუსულზე წინ აყენებენ


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/bbc_logo.jpg

 

ტომ ესლემონტი

 

ლაიზა მაიორელო, მასწავლებელი ვაშინგტონიდან, თავის გაკვეთილებს ოდნავ ამერიკულ ელფერს აძლევს

 

ის კლასის წინაშე დგას და 15 წლის თვალებგაბრწყინებულ ბიჭებს ავტომანქანების  ფოტოებს აჩვენებს.

 

აი კადილაკი გიორგისთვის, ასტონ მარტინი თორნიკესთვის, ნიკა კი შევროლეს მიიღებს.

 

”$50 000 ღირს” – აცხადებს ლაიზა და პირველ რიგში მჯდომ გიორგის მიმართავს – ”ძალიან ძვირია შენთვის?”

 

მართალია ეს მანქანები რეალური მანქანების  მხოლოდ ვიზუალური ვარიანტია, მაგრამ საუბრის სტიმულირებისთვის ესეც კმარა.

 

”სულ ცოტათია ძვირი” - ამბობს გიორგი თვითდარწმუნებით, მეგობრებს გადახედავს და თვალს ჩაუკრავს. გოგონები უკანა რიგებში ხარხარს იწყებენ.

 

მოხალისეები

 

მოსწავლეთა უმეტესობისთვის ლაიზა პირველი უცხოელი მასწავლებელია ცხოვრებაში. ის იმ 1000 მოხალისეთაგან ერთ-ერთია, რომლებიც საქართველოს მთავრობამ მიიწვია.

 

ისინი მხოლოდ აშშ-დან როდი ჩამოვიდნენ, არამედ კანადიდან, ბრიტანეთიდან, ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, სკანდინავიიდან და აღმოსავლეთ-ევროპიდან.

 

ლაიზა 34-ე სკოლაში გააგზავნეს, ფუნქციონალურ შენობაში რომელიც  საქართველოს მეორე ქალაქის, ქუთაისის ბეტონის ჯუნგლებში მდებარეობს.

 

მას ეჭვიც არ ეპარება, რომ მისი ჩამოსვლა მოსწავლეებისთვის სასარგებლო იქნება.

 

”ისინი რუსულს სწავლობდნენ. ახლა ამას კიდევ დაამატებენ რაღაცას. მე მათ სამყაროს ვუფართოვებ” – ამბობს ის.

 

სკოლის ნაცრისფერი უსახური კედლები საბჭოთა ეპოქის პროდუქტია. მაშინ ყველა ბავშვი  რუსულს და ქართულს სწავლობდა. ახალგაზრდა ქართველებს ამ დროის დავიწყება სურთ, ხოლო მათი პრო-დასავლელი ხელისუფლება ახლაც, ხელისუფლებაში რევოლუციით მოსვლიდან 7 წლის შემდეგ,  ქვეყნის  რუსეთის ორბიტიდან გამოყვანას განაგრძობს.

 

სავალდებულო

 

განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გადაწყვიტა 2011 წლის სექტემბრიდან ინგლისურის გაკვეთილები სავალდებულოდ აქციოს. ის ამბობს რომ უნგლისური საშუალო სკოლის მოსწავლეებს შორის უკვე ისედაც ყველაზე პოპულარული ენაა.

 

”ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა, რომელსაც არა აქვს ბუნებრივი აირი, რომელსაც არა აქვს ნავთობი, მთავარი რესურსი ადამიანია. ამიტომაცაა განათლება ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ასე სტრატეგიული საქართველოსთვის”, მაგრამ შაშკინის გეგმას თავისი კრიტიკოსები მაინც ჰყავს.

 

მანანა პატირიძე, რუსულის მასწავლებელი სწუხს რომ ტოლსტოის, დოსტოევსკის და პუშკინის ენა ქრება.

 

”ჩვენ რუსეთთან ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული კავშირები გვაქვს. რუსული საქართველოს მეზობლების ენაა” – ამბობს ის.

 

ქართველ ბავშვებს რეგიონში მოგზაურობისას ჯერ კიდევ სჭირდებათ რუსული, ჩვენ რუსული არ უნდა დავივიწყოთ”.

 

მოსწავლეებს ქუთაისში, როგორც სჩანს ინგლისურის სწავლა უფრო უნდათ ვიდრე რუსულის. სწრაფი გამოკითხვა ადასტურებს, რომ ლაიზას კლასში მოსწავლეთა ნახევარზე მეტი ინგლისურს   არჩევს. არც ერთ მათგანს არ დაუსახელებია რუსული საყვარელი საგნების რიცხვში.

 

“მომწონს ინგლისურის სწავლა იმიტომ, რომ სასწავლებლად მინდა უცხოეთში წასვლა. ვიცი რომ ამის შემდეგ სამუშაოს შოვნა გამიადვილდება” – ამბობს თეა, 16 წლის მოსწავლე.

 

იქნებ ქართველი ახალგაზრდების განწყობა რუსეთისა და საქართველოს იმ ცუდმა ურთიერთობამ  განაპირობა, რომელიც ყველაზე ძალიან 2008 წლის ომის შემდეგ გაუარესდა?

 

”იცით რომ მოხდა ომი რუსეთსა და საქართველოს შორის და რუსული ენა არ არის ძალიან პოპულარული” – ამბობს ლაიზას კლასის სხვა წევრი.

 

უფრო ღარიბული ფონი

საქართველოს სკოლების მოდერნიზება ხუთი წლის წინ დაიწყო. მაშინ პოსტ-საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემაში კორუფცია იყო გავრცელებული.

 

იუნესკოს მონაცემებით, 2008 წლისთვის საქართველო განათლების სისტემაზე იმაზე ნაკლებს ხარჯავდა, ვიდრე სხვა ნებისმიერი პოსტ-საბჭოთა ქვეყანა.

 

იმავე მონაცემების თანახმად, ახალგაზრდების მხოლოდ 25% აგრძელებდა სწავლას უნივერსიტეტში.

 

განათლების მინისტრი ამბობს, რომ ის შეუდგა ამ პრობლემების გადაჭრას. მისი თქმით, £2.8 მილიონი ($4.5 და 3.3 მილიონი ევრო) დაიხარჯა ღარიბი ოჯახების ბავშვების სახელმძღვანელოებზე.

 

”განათლებას მოაქვს კეთილდღეობა” – ამბობს შაშკინი – ”როდესაც ბავშვებს აქვთ სამართლიანობის განცდა, როდესაც საგამოცდო სისტემა არაკორუმპირებულია შედეგებიც იქნება”.

 

მაგრამ სიმონ ჯანაშია, თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ამბობს, რომ სისტემა ბოლომდე სამართლიანი არ არის, რადგან ის უფრო ღარიბ სტუდენტებს, რომელთაც არ შეუძლიათ დამატებითი სწავლის საფასურის გადახდა, არამომგებიან მდგომარეობაში აყენებს.

 

”იმისთვის, რომ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები ჩააბარო, თითქმის აუცილებლადაა საჭირო კერძო გაკვეთილები იმიტომ, რომ სხვა სტუდენტებთან მძაფრი კონკურენცია გიწევთ. ამის გამოა რომ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ნაკლებად აქვთ  პოპულარულ უნივერსიტეტებსა და ფაკულტეტებზე მოხვედრის შანსი” – ამბობს ის.

 

შესაძლოა შაშკინის მიერ ნახსენები სამართლიანობის მიღწევას, დროს სჭირდება.

 

ამ დროს კი ქუთაისში ლაიზას გაკვეთილი დასასრულს უახლოვდება.

 

მის მოსწავლეებს რომლებიც 15 წლისანი არიან, დღესვე არ სჭირდება უნივერსიტეტზე ფიქრი.  სწრაფ მანქანებზე და ნაღდ ფულზე ინგლისური საუბარი მათთვის სადღეისოდ საკმარისია.

 

მაგრამ იმას რომ ბავშვების უმრავლესობამ მათი ასაკობრივი ჯგუფიდან უცხოეთში სწავლის ოცნება აისრულოს, ბევრად უფრო დიდი დრო სჭირდება.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...