Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ევროპა და ამერიკა – მომავლის მოკავშირეები


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif

 

ბარაკ ობამა

 

ამ კვირაში ლისაბონში ნატო-ს და აშშ-ევროკავშირის სამიტები გაიმართება და მე ვამაყობ იმით, რომ პრეზიდენტის რანგში ევროპას უკვე ბევრჯერ ვესტუმრე. ეს ამერიკის საგარეო პოლიტიკის მუდმივ ჭეშმარიტებას ასახავს: ურთიერთობები ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან – მსოფლიოს საქმეებში ჩვენი მონაწილეობის ქვაკუთხედი და მსოფლიო თანამშრომლობის კატალიზატორია

 

მსოფლიოს არც ერთ სხვა რეგიონთან არა აქვს აშშ-ს ღირებულებების, ინტერესების, რესურსებისა და ამოცანების ასეთი მჭიდრო ერთობა. ტრანს-ატლანტიკური ვაჭრობა -  ყველაზე მასშტაბური ეკონომიკური თანამშრომლობაა მსოფლიოში. მისი წყალობით მილიონობით ადამიანი აშშ-სა და ევროპაში დასაქმებულია, მისი წყალობით ყალიბდება ჩვენი ძალისხმევის ფუნდამენტი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის აღდგენისკენაა მიმართული.

 

ნატო, როგორც დემოკრატიული ქვეყნების ალიანსი ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ხელს უწყობს ახალგაზრდა დემოკრატიების განმტკიცებას. ევროპა და აშშ ერთად მუშაობენ იმაზე, რომ არ დაუშვან ბირთვული იარაღის გავრცელება, დაამყარონ მშვიდობა ახლო-აღმოსავლეთში და იბრძოლონ გლობალური დათბობის წინააღმდეგ და როგორც უკვე ცნობილი გახდა ევროპაში ბოლოდროინდელი წუხილით და ატლანტიკის თავზე სატვირთო თვითმფრინავებში ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედებასთან დაკავშირებული გეგმების ჩაშლით, ჩვენ ყოველდღიურად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან, ვახდენთ ტერორისტული აქტების პრევენციას და ვუზრუნველვყოფთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას.

 

მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ერთმანეთისთვის ყველაზე ახლო პარტნიორები ვართ. ვერც ევროპა და ვერც შეერთებული შტატები ვერ შესძლებს ჩვენი დროის საფრთხეებთან უერთმანეთოდ გამკლავებას. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სამიტები არის შანსი გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა, ხოლო ნატო-ს ალიანსი – ყველაზე წარმატებული სამხედრო კავშირი კაცობრიობის ისტორიაში – გავხადოთ ისეთივე მნიშვნელოვანი ოცდამეერთე საუკუნეში, როგორიც ის მეოცე საუკუნეში იყო. აი რატომ იქნება ყოვლისმომცველი ჩვენი დღის წესრიგი ლისაბონში.

 

პირველ რიგში რაც შეეხება ავღანეთს, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება და მართვის ფუნქციის თავად ავღანელებისთვის გადაცემა, თუმცა უარს არ ვამბობთ ავღანელი ხალხის ერთგულების ვალდებულებაზე.

 

კოალიცია ავღანეთში, რომელსაც ნატო ხელმძღვანელობს, 48 სახელმწიფოს მოიცავს, მათ შორის როგორც ნატო-ს 28-ვე ქვეყნის მონაწილეობას, ასევე მოკავშირე ქვეყნების და ჩვენი პარტნიორების ორმოცი ათას ჯარისკაცს, რომელთა სამსახურს და მსხვერპლს ჩვენ ვაფასებთ. ჩვენი საერთო ძალისხმევა აუცილებელია იმისთვის, რომ ტერორისტებს სანდო თავშესაფარი მოვუსპოთ, ისევე როგორც იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ავღანელი ხალხის ცხოვრების პირობები. ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც ქვეყანაში კოალიციის ჯარებს დამატებითი ძალებიც შეუერთდა, ჩვენ როგორც იქნა შევიმუშავეთ სტრატეგია და მივიღეთ რესურსები, რამაც თალიბების შეჩერების, აჯანყებულთა ბასტიონების განადგურების, ავღანეთის უსაფრთხოების უფრო მრავალრიცხოვანი ძალების და ავღანელი ხალხის დახმარების  შესაძლებლობა მოგვცა.

 

ლისაბონში ჩვენ ჩვენი მიდგომის კორექტირებას მოვახდენთ იმგვარად, რომ ავღანელთა ხელში პასუხისმგებლობის გადაცემა მომავალი წლის დასაწყისში დაიწყოს და გავითვალისწინებთ პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ამოცანას, რომ 2014 წლის დასასრულისთვის მთელს ავღანეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით წამყვან როლს ავღანეთის არმია ასრულებდეს.

 

ამერიკისთვის გარდამავალი პერიოდი და კონტიგენტის რიცხოვნების შემცირება ივლისში დაიწყება და ნატო ისევე როგორც აშშ, ავღანეთთან ხანგრძლივ და მუდმივ პარტნიორულ ურთიერთობებს ჩამოაყალიბებს, იმისთვის რათა ცხადი იყოს, რომ როდესაც ავღანელები ფეხზე დადგებიან და პირველები წავლენ წინ, ისინი მარტონი არ იქნებიან.

 

და ვიდრე ავღანეთში ჩვენ წინ მივიწევთ, ლისაბონში ნატო გარდაიქმნება, რადგან გაჩნდება ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს იმას, თუ რა რესურსები და პარტნიორთა რა დახმარება გვჭირდება ჩვენ, რათა ოცდამეერთე საუკუნეში ახალ საფრთხეებს გავუმკლავდეთ და საჭიროა იმით დაწყება, რომ ჩვენ ხელახლა უნდა დავამტკიცოთ ჩვენი ალიანსის არსებითი  პრინციპი – წესდების მეხუთე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ ერთზე თავდასხმა – ყველაზე თავდასხმას ნიშნავს.

 

ამ ვალდებულებისთვის რეალური შინაარსის მინიჭების მიზნით, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ყველა რესურსი, რომელიც დღეს საჭიროა ჩვენი ხალხების დასაცავად და მოვემზადოთ ხვალინდელი ამოცანებისთვის. ჩვენ ვახდენთ ჩვენი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას, მაგრამ ასევე უნდა გარდავქმნათ ალიანსის მართვის სტრუქტურები, რათა მათ უფრო ეფექტურად იმოქმედონ, განვახორციელოთ ტექნიკური ინვესტიციები, რათა ალიანსის ჯარები ეფექტურად განთავსდნენ და ერთობლივად იმოქმედონ და ახალი საფრთხეებისგან შეიმუშაონ თავდაცვის მეთოდები, კერძოდ კომპიუტერულ შეტევებთან გამკლავებისთვის.

 

ალიანსისთვის აუცილებელი კიდევ ერთი რესურსი – ნატო-ს ტერიტორიაზე ანტი-სარაკეტო თავდაცვაა, რომელიც ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებულ  რეალურად არსებულ და სულ უფრო მზარდ საფრთხესთან გამკლავებისთვისაა აუცილებელი. ევროპაში ანტი-სარაკეტო თავდაცვისადმი ეტაპობრივი და მოქნილი მიდგომა, რის შესახებაც მე პირველად შარშან ვისაუბრე, ევროპის ტერიტორიის და მოსახლეობის, ასევე იქ განთავსებული ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის თავდაცვის მძლავრი და ეფექტური მეთოდი იქნება. მეტიც, ეს ფუნდამენტს შექმნის უფრო სერიოზული თანამშრომლობისთვის, რომლის დროსაც ყველა მოკავშირე საკუთარ როლს შეასრულებს, ის უზრუნველყოფს დაცვას ყველა მოკავშირისთვის, ასევე შეიქმნება რუსეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობა, რომელსაც ასევე ემუქრება ბალისტიკური რაკეტები.

 

ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენ შევძლებთ პირობების შექმნას ბირთვული არსენალის შემცირებისთვის და მიახლოვებას შარშან პრაღაში, ჩემს მიერ დასახულ იდეალებთან – მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ ვიდრე ეს იარაღი არსებობს, ნატო მას უნდა ფლობდეს და მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ აშშ-ს ექნება სანდო, უსაფრთხო და ეფექტური ბირთვული არსენალი ნებისმიერი მოწინააღმდეგის ქმედებათა შესაკავებლად და ჩვენი მოკავშირეების თავდაცვითუნარიანობის გარანტირებისთვის.

 

და ბოლოს, ლისაბონში ჩვენ შევძლებთ პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას ნატო-ს ფარგლებს მიღმაც, რაც ჩვენს ალიანსს მსოფლიო უსაფრთხოების სისტემის საყრდენად აქცევს. ჩვენ ღია უნდა დავტოვოთ კარი ევროპის დემოკრატიული ქვეყნებისთვის, რომლებიც ნატო-ში გაწევრიანების მოთხოვნებს შეესაბამებიან. ჩვენ უნდა გავაღრმავოთ თანამშრომლობა ორგანიზაციებთან, რომლებიც ნატო-ს შესაძლებლობებს აძლიერებენ, ანუ ევროპის კავშირთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან, ხოლო ნატო-რუსეთის საბჭოს სამიტზე პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის დასწრების წყალობით, ჩვენ შევძლებთ ნატო-ს და რუსეთს შორის პრაქტიკული, ორივე მხარისთვის სასარგებლო თანამშრომლობის აღდგენას.

 

რადგან, ისევე როგორც აშშ-მ და რუსეთმა „გადატვირთეს“ თავიანთი ურთიერთობები, ამას რუსეთი და ნატოც გააკეთებენ. ლისაბონში ყველასათვის მკაფიო გახდება, რომ ნატო რუსეთს პარტნიორად მიიჩნევს და არა მოწინააღმდეგედ. ჩვენ შეგვიძლია გავაღრმავოთ თანამშრომლობა ავღანეთში ნარკოტიკებთან ბრძოლაში, ოცდამეერთე საუკუნის საფრთხეებთან – ბირთვული იარაღის გავრცელებიდან ექსტრემიზმის ძალადობრივი მეთოდების გავრცელებამდე – ბრძოლაში, ხოლო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის თვალსაზრისით თანამშრომლობაში პროგრესით, ჩვენ საერთო საფრთხის წინაშე წარსული უთანხმოებების წყაროს თანამშრომლობის წყაროდ ვაქცევთ.

 

სამოც წელზე მეტია ევროპელები და ამერიკელები ერთმანეთს მხარში უდგანან, რადგან ჩვენი თანამშრომლობა ჩვენს ინტერესებშია და იცავს თავისუფლებებს, რომლებსაც ჩვენ ვუფრთხილდებით, რადგან ჩვენ დემოკრატიული საზოგადოებები ვართ. მსოფლიო შეიცვალა და მასთან ერთად შეიცვალა ჩვენი ალიანსიც: და ამის გამო, ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები, დაცულები და უზრუნველყოფილები გავხდით. ჩვენი ამოცანა ლისაბონში ასეთია – ახალი სიცოცხლე ჩავბეროთ ჩვენს ალიანსს და ვუზრუნველყოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა ბევრი ათწლეულით წინ.

 

ბარაკ ობამა – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...