planetanews Posted November 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 19, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/globalpost_gp2.jpg ტერი შულცი რა სურთ ნატოს სამიტისგან დანიელს, ავღანელს, რუსს, ფრანგს და ქართველს? ბრიუსელი, ბელგია – ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი დღეს და შაბათს ლისაბონში (პორტუგალია), მსოფლიოს წამყვანი სამხედრო ალიანსის მომავლის განხილვის ჟამს, შთამბეჭდავ, ინტროსპექტულ შეკრებას იმედოვნებდა. მისი ძალისხმევის მიუხედავად ლისაბონის შეკრება აწმყოზე იქნება ფოკუსირებული. ახალი „სტრატეგიული კონცეფცია“, რომელიც ალიანსის გადაწყვეტილებათა მიღების, ხარჯების და საშტატო განრიგის გზამკვლევია და ჩვეულებრივ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ახლდება, ავღანეთის ჩრდილში მოექცევა. შესაძლოა, ეს გასაკვირიც არ არის, რადგან მთავრობები ატლანტიკის ორივე მხარეს იბრძვიან იმისთვის, რათა დაამტკიცონ რომ მათ ცხრა წლიან ომს ავღანეთში რაღაც შედეგი აქვს. ამის გათვალისწინებით, გთავაზობთ იმ მოთამაშეთა ცნობარს, რომელთა ყოფნაც ლისაბონის სამიტზე საგრძნობი იქნება: ანდერს ფოგ რასმუსენი ამ დანიელმა გენერალური მდივნის პოსტზე მუშაობის პირველი წელი დიდწილად, სხვა ექსპერტებთან ერთად, ახალი სტრატეგიული კონცეფციის შემუშავებაში გაატარა. დოკუმენტი უდაოდ იქონიებს გავლენას იმაზე, თუ როგორ განახორციელებს ნატო მის ავღანურ ვალდებულებას – და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, იქნება თუ არა კიდევ ოდესმე მეორე ავღანეთი. „მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ნატოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი სამიტი“, – განუცხადა რასმუსენმა პრესას შეხვედრის წინ. „სამიტი სათავეს დაუდებს ალიანსს, რომელიც უფრო ეფექტური, უფრო დაინტერესებული და უფრო ქმედითი იქნება“. სტრატეგიულ კონცეფციაში აღწერილი იქნება ის, თუ სად მოხდება იმის შემცირება, რასაც რასმუსენი „ცხიმს“ უწოდებს (მაგალითად 5 000-იანი პერსონალი) და იმის დამატება რასაც „კუნთი“ ჰქვია, რომლის ხილვაც რასმუსენს სურს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ანტისარაკეტო თავდაცვა, კიბერნეტიკული უსაფრთხოება და საავიაციო გადაზიდვებისთვის ტაქტიკური შესაძლებლობები. ჰამიდ კარზაი სამიტამდე, სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე, ავღანეთის პრეზიდენტმა გააოგნა ნატოს მოკავშირეები თავისი მოთხოვნებით, რომლებიც მან Washington Post-თან ინტერვიუში ჩამოთვალა, კერძოდ, ის, რომ ნატომ უნდა დაასრულოს მისი სამხედრო ოპერაცია ქვეყანაში და (ყველაზე საინტერესო) შეწყვიტოს თალიბების წინააღმდეგ ღამის სპეცოპერაციები. ნატოს უსაფრთხოების საერთაშორისო ძალთა (ISAF) სარდალი, ამერიკელი გენერალი დევიდ პეტრიუსი ოთხშაბათს კარზაის შეხვდა და გავრცელებული ცნობით, პრეზიდენტისგან ხანგრძილვ სამხედრო ოპერაციებზე საკმარისი მხარდაჭერა ვერ მიიღო. პეტრიუსიც და კარზაიც ლისაბონში იქნებიან და როგორც მოსალოდნელია, გენერალი მოხსენებით გამოვა, სადაც ამბოხებულთა წინააღმდეგ მტკიცე პროგრესის შესახებ ისაუბრებს. ნიკოლა სარკოზი ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს 2014 წელს ავღანეთი ავღანელებს გადასცეს, მაგრამ ფრანგმა ამ გეგმებში შეიძლება დისონანსი შეიტანოს. პრეზიდენტმა სარკოზიმ ახლახანს მისი კაბინეტის რეორგანიზება მოახდინა, თავდაცვის ახალმა მინისტრმა ალან ჟუპემ კი ავღანეთს უწოდა „ხაფანგი, რომელშიც იქ მონაწილე ყველა მხარეა გაბმული“. 2012 წლის არჩევნებამდე საფრანგეთი ავღანეთიდან საკუთარი ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს. გაურკვეველია, რას შეიძლება ეს ნიშნავდეს ლისაბონში ISAF-ის მანდატზე შეთანხმებისთვის. დიმიტრი მედვედევი რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, რომელმაც რასმუსენს კვირეების განმავლობაში ალოდინა, ვიდრე გადაწყვეტდა ღირდა თუ არა ლისაბონზე მიწვევის მიღება, შაბათს ნატო-რუსეთის სპეციალურ სამიტზე გამოჩნდება. ეს პირველი ასეთი სესია იქნება, რომელსაც ორივე, მედვედევიც და აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამაც დაესწრება. მედვედევმა ნატოს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის პროგრამასთან მიმართებაში რუსეთის პოზიიცს შერბილების დემონსტრირება მოახდინა და როგორც მოსალოდნელია ნატოს ლიდერები მას თავდაცვის სფეროში მეტ ტანამშრომლობას და შესაძლოა, რუსეთის ანტისარაკეტო სისტემის ნატოს სისტემასთან დაკავშირების შესაძლებლობასაც კი შესთავაზებენ. ნატოში აშშ-ს ელჩმა ივო დალდერმა განაცხადა, რომ ეს არის შანსი ნატოს ურთიერთობებისთვის რუსეთთან, რათა ალიანსი დაეწიოს იმ პროცესს, რასაც მოსკოვს და ალიანსის ბევრ წევრ ქვეყანას შორის ორმხრივ რეჟიმში უკვე გაუმჯობესებული კავშირები ჰქვია. „ჩვენ ამას ურთიერთობათა ახალ საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობად განვიხილავთ“, – თქვა მან. „კერძოდ იმ შესაძლებლობად, როდესაც ჩვენს სხვაობებზე ყურადღების კონცენტრაციიდან გადავალთ პრაქტიკულ თანამშრომლობაზე მთელი რიგი საკითხების ირგვლივ“. მიხეილ სააკაშვილი სამიტის პერიფერიებზე ის ქვეყნები იხმაურებენ, რომლებიც ნატოში გაწევრიანებას იმედოვნებენ, მათ შორის საქართველოც, რომლის დაახლოებით 600 ჯარისკაცი მსახურობს ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში და რომლის დასავლეთზე-ორიენტირებული პრეზიდენტი სააკაშვილიც ღონისძიებას დაესწრება. ორი წლის წინ, ნატოს ბუქარესტის სამიტზე, აშშ-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა უმცროსმა ჯორჯ ბუშმა სერიოზული პოლიტიკური კაპიტალი დახარჯა საქართველოსთვის და უკრაინისთვის ალიანსის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე იმის ხაზგასასმელად (რუსეთისთვის), რომ ორივე ეს ქვეყანა აბსოლუტურად დამოუკიდებელია და დასავლეთი მათ მიესალმება. წლევანდელ სამიტზე, როგორც ჩანს, ამ ორი პრეტენდენტის თემას გაკვრით თუ ახსენებენ (თუკი საერთოდ ახსენეს). რადიო „თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ ქართული ბიუროს ხელმძღვანელი დავიდ კაკაბაძე შესაძლოა იმედგაცრუებული დარჩეს, მაგრამ მას სამხედრო ალიანსის პრიორიტეტების არ უკვირს. მისი თქმით, რუსეთთან გარიგების დროს ყოველთვის „დახმარება დახმარების წილ“ დამოკიდებულებაა და რომ „საქართველო ძალიან პატარა თევზია ამ დიდ თამაშში“. „თუკი [მოსკოვი] მართლაც თანახმაა ავღანეთში ნატოს დახმარებაზე ან ანტკისარაკეტო თავდაცვის სისტემაზე“, – ამბობს კაკაბაძე, „რა თქმა უნდა, ის აუცილებლად მოითხოვს რამეს სანაცვლოდ“, – მაგალითად, ნატოში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადის განხილვის პროცესის შენელებას. ბუშისგან განსხვავებით, კი ობამა იმის არანაირ ნიშანს არ იძლევა, რომ ამ პრობლემის დაყენებას აპირებს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts