Jump to content
Planeta.Ge

ერორი- სააკაშვილი სომხეთის პრეზიდენტი?


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53974.jpgსააკაშვილი სომხეთის პრეზიდენტი? სტატიას ამ სათაურით სომხური სააგენტო "ლრაგირ.ამ" აქვეყნებს. ჟურნალისტი ნაირა აირუმიანი წერს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა თანდათან იცვლება და რუსების ფაქტორის გამო საქართველოსადმი ცუდი დამოკიდებულება გონიერი ხედვით იცვლება.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ააკაშვილი სომხეთის პრეზიდენტი? სტატიას ამ სათაურით სომხური სააგენტო "ლრაგირ.ამ" აქვეყნებს. ჟურნალისტი ნაირა აირუმიანი წერს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა თანდათან იცვლება და რუსების ფაქტორის გამო საქართველოსადმი ცუდი დამოკიდებულება გონიერი ხედვით იცვლება.

 

აირუმინი აღნიშნავს, რომ საქართველოდან ჩამოსული თანამემამულეები საქართველოს წარმატებებზე მუდმივად უყვებიან. ჟურნალისტი წერს, რომ მისი ნაცნობი მომავალ არჩევნებზე ყველა კანდიდატის გადახაზვას და იქ სააკაშვილის გვარის მითითებას აპირებს, რათა სომხეთშიც ისე შეიცვალოს სიტუაცია, როგორც საქართველოში. განსაკუთრებულ ყურადღებას აირუმიანი ახალი ავტობანის მშენებლობაზე ამახვილებს.

 

მისივე თქმით, კავშირ "ჯავახკის" ხელმძღვანელი შირაკ ტოროსიანი აგრძელებს მტკიცებას, რომ ჯავახეთში ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციული პოლიტიკა ტარდება, მაგრამ ამ მოსაზრებას თავად რეგიონში მცხოვრები ადამიანები არ ეთანხმებიან.

 

"ისინი ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება, ახალი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, კორუფციას ეროვნებით სომხებშიც ებრძვისნ და სწორედ ეს იწვევს "ძველი გვარდიის" წინააღმდეგობას. მოსახლეობა ამბობს, რომ ბიზნესის წარმოება გაცილებით ადვილი გახდა", - წერს ნაირა აირუმიანი.

 

სტატიის ბოლოს ავტორი ამატებს, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის დისტანცია ხელოვნურად იქმნება. დროა სომხებმა ცივი გონებით შეხედონ საკუთარ ინტერესებს, თავი გაანებონ შიდა პროპაგანდის მოსმენას, რომელიც ქართველებს მტრებად "ნათლავს", - ნათქვამია სომხური სააგენტოს მიერ გავრცელებულ სტატიაში. :givi: :givi: :givi: :givi: :givi: :givi: :givi: :givi: :givi: :givi: :givi: :givi: :givi:

 

სულ გაუბერა ერორმა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუ მიშა წაიყვანონ და ვეფხისტყაოსანიც სომხის დაწერიალია, ჯვრის მონასტერიც სომხებისაა, ტოლმაც სომხურია და ჩურჩხელაც ....
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

აუ მიშა წაიყვანონ და ვეფხისტყაოსანიც სომხის დაწერიალია, ჯვრის მონასტერიც სომხებისაა, ტოლმაც სომხურია და ჩურჩხელაც ....

 

ტაოს დავამატებდი კიდე (ტაი)და ერზრუმს. ვან ბაიბურთიც წაიყვანონ, დავით ბაქრაძე, ვასილ მაღლაფერიძე და მამა-შვილი ბაღაშვილიც, ჯანდაბას მაგათი თავი :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგით რა ხალხო,ვიღაც შტრემა აღჩიკამ რაღაც დაწერა და ერორმა კი აიტაცა.

Grig

მამა-შვილებს რაღას ერჩი? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ორცოლიანობა თუა ორპრეზიდენტობიანობა არ შაილება ვითომ :givi: :givi:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუ მიშა წაიყვანონ და ვეფხისტყაოსანიც სომხის დაწერიალია, ჯვრის მონასტერიც სომხებისაა, ტოლმაც სომხურია და ჩურჩხელაც ....

ა ბორჯომი? ტი სნაჩალა პოდუმაი, პოტომ გოვორი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუ მიშა წაიყვანონ და ვეფხისტყაოსანიც სომხის დაწერიალია, ჯვრის მონასტერიც სომხებისაა, ტოლმაც სომხურია და ჩურჩხელაც ....

 

ა ბორჯომი?

სვანჭკარა :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

proletari

ა ბორჯომი?

ზაბილ :018:

ძუკუ

მამა-შვილებს რაღას ერჩი?

ეტყობა ეგენიც ბაღდასაროვები არიან.... :givi:

 

უი ბათუმს ვკარგავთ ავტომატურად-მიშას ნაშვილებია :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ და იცინოთ,ბევრი სიმართლე წერია მაგ სტასიაში..სასომხეთში და კერძოდ ერევანში ძალიან მოსწონთ მიშას მართველობა..მე ვხვდები ერევანში და ვიცი რასაც ვამბობ..მოსწონთ გზებზე დისციპლინა ფულს რომ არავინ ახევს..ადრე სასომხეთის ნომრებით საქართველოს ტერიტორიის გავლა ძალიან ძვირი უჯდებოდათ(რომელ გაიშნიკსაც არ ეზარებოდა,ყველა აჩერებდა ფაულს ახევდა),ეხლა თუ წესი არ დაარღვიეს კაპიკი არ უჯდებათ..ბევრი საგულაოდ ჩამოდის თბილისში..თქვენ წარმოიდგინეთ და სოჭში(ზაფხულობით მიწევს იქ ყოფნა) შარშანდელთან შედარებით,წელს ზაფხულში ძალიან ბევრი ადამიანი ვნახე ვინც აღფრთოვანებული იყო თბილისით და საერთოდ სიტუაციით ქალაქში..გასაგებია რომ ადამიანი ჩამოდის დროის გასატარებლად და ყველაფერს იმ უსამართლოვას(საყვარლებიის მინისტრებად დანიშვნას,გვირგვლიანის უსამარრთლო მკვლელობს,ტერიტოტიულ მთლიანობას)და სიდუხჭირეს ვერ ჩაწვდება..

მე სასომხეთში საკმაოდ შეძლებული მეგობრები მყავს და ეხლა სექტემბერში მითხრა,რომ ბევრი ვინც ერევანში ეხლა ფული იშოვა და არავის არ იცნობს(კრიშას)ყველა თქვენთან ჩადო ფულიო,ბევრად დაცულია ბიზნესიო..მოსწონთ რომ ქურდები არ უზიან წილში..

ამიტომ არ მიკვირს საერთოდ ეს სტატია..

 

საერთოდ ფორუმებზე პოზიციის და ოპოზიციის მომხრეები ბევრს ამუქებენებენ და ვართ ესე ვირტუალურში..უფრო ჯობია ბევრ რამეს რეალურად შევხედოთ..

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

საერთოდ ფორუმებზე პოზიციის და ოპოზიციის მომხრეები ბევრს ამუქებენებენ და ვართ ესე ვირტუალურში..უფრო ჯობია ბევრ რამეს რეალურად შევხედოთ..

ასე მგონია მე ვლაპარაკობ :)

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ასე მგონია მე ვლაპარაკობ :givi:

ეს შენც გეხებოდა ორი დღის წინ სარკაზმგარეული ზარ-ზეიმით რომ გახსენი ჩვენი ევროკავშირში მიწვევის თემა.. :givi: :givi:

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...