Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ლაშას ნებარტვის ეს ტემა განვავრცოტ-ამოუხსნელ ფენომენტან გვაქვს საქმე და მასალები( მარგალიტები აქ დავასაწყობოთ)

http://www.interpressnews.ge/ge/interviu/151280-dimitri-shashkini-velodith-rom-gamocdebis-mimarth-methormeteklaselebs-protesti-gauchndebodath.html

უკომენტაროდ(ჯერ) გთავაზობთ შაშკინის ინტერვიუს იპიენის ჟურნალისტთან.

დიმიტრი შაშკინი - ველოდით, რომ გამოცდების მიმართ მეთორმეტეკლასელებს პროტესტი გაუჩნდებოდათ

21:46 17-11-2010

საატესტატო გამოცდების მოხსნასთან დაკავშირებით გამართული აქციები პოლიტიკური განხილვის თემა გახდა. ოპოზიციურმა პარტიებმა განათლების სამინისტრო მართვის საბჭოური მეთოდების გამოყენებაში დაადანაშაულეს. აქციაში მონაწილე სკოლის მოსწავლეებმა კი არაერთხელ განაცხადეს, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდება.

"ინტერპრესნიუსმა" ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე პასუხი განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინისგან მიიღო.

 

 

_ ბატონო დიმიტრი, საატესტო გამოცდებმა საზოგადოების ნაწილში გარკვეული პროტესტი გამოიწვია. იქნებ, კიდევ ერთხელ გვითხრათ, რატომ გახდა ამ გამოცდების დანიშვნა აუცილებელი, რამდენად ადვილი ან რთული იქნება მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა?

 

_ იმისათვის, რომ შეკითხვას ვუპასუხო, გთხოვთ, გაიხსენოთ, თუ რა ხდებოდა ერთი წლის წინ. მაშინ მინისტრი ჩემი მეგობარი ნიკა გვარამია იყო და მე, როგორც მშობელს, მთავრობის წევრს, ხშირად მესმოდა, რომ ნიკასგან სკოლებში მოსწავლეების დაბრუნებას ითხოვდნენ. ამ მიმართულებით ნიკა ძალიან ბევრს აკეთებდა და ჩვენი წარმატების საფუძველი სწორედ მის დროს გატარებული ღონისძიებებია. ერთი წლის წინ სამართლიანად გვსაყვედურობდნენ, რომ ბავშვები სკოლებში არ დადიოდნენ. გახსოვთ, დეკემბერში გამოვაცხადე, რომ სამოქმედო პროგრამას და არსებული სიტუაციის ანალიზს იანვარში გამოვაქვეყნებდი. გამოცდების ეროვნული ცენტრისა და ეროვნული სასწავლო პროგრამების ცენტრის 500-ზე მეტმა ექსპერტმა ამ ორი თვის განმავლობაში ძალიან სერიოზული კვლევები ჩაატარა. შედეგად კი მივიღეთ ის მძიმე პროგნოზი, რომ თუ არ გავატარებდით კარდინალურ ცვლილებებს, 2012 წლისთვის მოსწავლეები მხოლოდ 6 კლასის ჩათვლით ივლიდნენ სკოლებში, უფროს კლასებში კი მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოემზადებოდნენ. ირღვეოდა ზოგადი განათლების სისტემის ფუნდამენტური ამოცანა _ სკოლა ყოფილიყო დამოუკიდებელი საგანმანათლებლო დაწესებულება და არა საუნივერსიტეტო დანამატი.

ეს ყველაფერი იმ შეცდომებმა გამოიწვია, რომელიც ყველამ ერთად დავუშვით: ფსევდოლიბერალურმა მიდგომამ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ლიბერალიზმთან, ბავშვებისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ: "ისწავლეთ მაშინ, როცა თქვენ გინდათ და ის, რაც თქვენ გინდათ; აღარ გვინდა ჟურნალი, დასწრება" _ გამოიწვია ის, რომ ბავშვებმა სკოლაში სიარული შეწყვიტეს. ეს არათუ ლიბერალური, არამედ ანარქიული მიდგომა იყო. მეც მშობელი ვარ, 6 და 11 წლის შვილები მყავს. უმცროსი მაშინ სკოლაში არ დადიოდა და უფროსი შვილისგან ვიცი, რა ხდებოდა. სკოლაში: მე-11 კლასელები საერთოდ არ დადიოდნენ და მხოლოდ იმ შეთხვევაში ესწრებოდნენ გაკვეთილებს, როცა ეს სჭირდებოდათ და სხვა საქმით არ იყვნენ დაკავებულნი. ჩვენ შევცვალეთ ეს მიდგომა და დღეს კლასებში მეთორმეტეკლასელების 70-80% ზის. ამას ვამბობ არა ზეპირი ინფორმაციის საფუძველზე, არამედ იმაზე დაყდნობით, რომ თავად ყოველდღიურად დავდივარ 2-3 სკოლაში და თავად ვხედავ, თუ რა ხდება: ვხვდები მეთორმეტეკლასელებს, პირადად ვამოწმებ ჟურნალებს და იმ კლასებში, სადაც 30-35 ბავშვი ირიცხება, მხოლოდ 4-5 ბავშვი არ ესწრება გაკვეთილს. ეს აბსოლუტურად ნორმალური და გასაგებია. წინათ კი გაკვეთილს 35 მოსწავლიდან არც ერთი არ ესწრებოდა.

ბავშვების დაბრუნება სკოლებში კომპლექსური ღონისძიებების გატარებით გახდა შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება საატესტატო გამოცდაა, მეორე მასწავლებელთა სერტიფიცირება, მესამე ფაქტორი არის სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მეოთხე ეს არის სწავლის სისტემის შეცვლა _ გავაუქმეთ ტრიმესტრული და აღვადგინეთ სემესტრული სწავლება, დავაბრუნეთ ჟურნალები, ყურადღებას ვაქცევთ გაცდენებს, შეიცვალა შეფასების სისტემა, მეხუთე კი მანდატურების ინსტიტუტის შემოღებაა. შედეგად, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ სკოლებში არამარტო უმცროსკლასელები, არამედ უფროსკლასელებიც დადიან; ძალადობის ფაქტები 80%-ითაა შემცირებული. ეს სამინისტროს თითოეული თანამშრომლის 24-საათიანი მუშაობის შედეგია.

მოგვარდა ეს პრობლემები და შემდეგ გამოჩნდა გაურკვეველი ხალხი, რომელთათვისაც ასეთი წესრიგი და მიდგომა მიუღებელი აღმოჩნდა. ერთ-ერთ გადაცემაში ჩვენს წარმატებულ დირექტორს გია მურღულიას დაუსვეს შეკითხვა: სკოლებში არსებული დისციპლინა ბაშვების დაჩაგვრაზე ხომ არ იმოქმედებსო. საკითხავია, ნორმალურ ადამიანს რატომ უნდა გაუჩნდეს ასეთი შეკითხვა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ბატონმა გიამ ძალიან კომპეტენტური პასუხი გასცა: "დისციპლინა არ ნიშნავს დაჩაგვრას, დისციპლინა ნიშნავს კანონის პატივისცემას". თუ მეთორმეტეკლასელი კანონის პატივისცემას სწავლობს, ამაში არაფერია ცუდი. სახელმწიფო ხარჯავს განათლების სისტემაზე ძალიან ბევრ ფულს და მას აქვს უფლება, მოითხოვოს ბავშვისგან ის, რომ იაროს სკოლაში. ამიტომ ბავშვების პროტესტი ჩემთვის გაუგებარია.

 

_ ელოდით თუ არა, რომ მოსწავლეთა ნაწილი ამ ინიციატივის გამო პროტესტს გამოთქვამდა?

 

_ ნამდვილად ველოდით. მოლოდინი გვქონდა, რომ გამოცდების მიმართ მეთორმეტეკლასელებს პროტესტი გაუჩნდებოდათ, რადგან ძნელია 17-18 წლის ადამიანს გააგებინო, თუ რატომ არის აუცილებელი ამ გამოცდების ჩატარება. არის კატეგორია, რომელმაც ეს ადვილად გაიგო, თუმცა არიან ისეთებიც, რომელსაც ეს ვერ გავაგებინეთ. პირველ გიმნაზიაში ერთ-ერთმა მეთორმეტეკლასელმა მითხრა, რომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, გარკვეული დაძალების გარეშე ზოგადი განათლების მიღება შეუძლებელიაო. დღევანდელ შეხვედრაზე ბავშვებსაც ვუთხარი: რომ არ მქონდეს გარკვეული ვალდებულებები ოჯახის წინაშე, რომ არ მქონდეს პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე, დიდი სიამოვნებით დავჯდებოდი სახლში და უახლეს კომპიუტერულ თამაშს ვითამაშებდი. მაგრამ ვალდებულებებს ვერსად გაექცევი. საატესტატო გამოცდები არის ერთ-ერთი გზა ზოგადი განათლების დონის ასამაღლებლად. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვაღიარეთ ის შეცდომები, რომელიც ადრე დავუშვით. სამწუხაროდ, ის ხალხი, რომლებმაც გასულ წლებში ეს შეცდომები დაუშვა, ახლა მე მაბრალებს, ბავშვები სკოლაში რომ არ დადიოდნენ. მინდა ყველას შევახსენო, კონკრეტულად ის ადამიანი, რომელიც ბრალს მდებს, ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის ხელმძღვანელი იყო. მას პირდაპირ ევალებოდა იმ პრობლემების მოგვარება, რაც მაშინ განათლების სფეროში არსებობდა. ეს ცენტრი განსაზღვრავდა განათლების სისტემის იდეოლოგიას და მას ყველანაირი ბერკეტი ჰქონდა სიტუაციის გამოსასწორებლად. ამიტომ იმის დაბრალება, რომ ბავშვები ჩემს გამო არ დადიოდნენ სკოლებში, მართლა უნამუსობაა.

 

_ საატესტატო გამოცდების მოხსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციებში მონაწილე მოსწავლეებმა საინიციატივო ჯგუფი ჩამოაყალიბეს და გუშინ თქვენთან შეხვედრა ითხოვეს. მოგმართეს თუ არა ოფიციალური განცხადებით და აპირებთ თუ არა მათთან შეხვედრას?

 

_ მეთორმეტეკლასელებთან დღეს გამართულ შეხვედრაზეც ვთქვი და სულ ვამბობ, რომ მოსწავლეებთან, პედაგოგებთან, დირექტორებთან კომუნიკაციის არანაირი პრობლემა არ მაქვს. მათთან კავშირის დასამყარებლად შუამავალი ნამდვილად არ მჭირდება. ჩემი ყოველი დილა იწყება იმით, რომ სკოლებში დავდივარ, ვეცნობი პრობლემებს და ვაკეთებ ყველაფერს, რათა ეს პრობლემები გადაწყდეს. ამიტომ არანაირი შუამავალი, რომელიც მეტყვის, რომ 600 000 მოსწავლისა და 70 000 პედაგოგის სახელით ილაპარაკებს, არ მჭირდება _ ამ ხალხთან მე მაქვს უშუალო ურთიერთობა.

 

_ ბატონო დიმიტრი, როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვეს, მათ თქვენთან შეხვედრა ყველანაირი შუამავლის გარეშე სურდათ…

 

_ ეს არის მცდელობა, რომ მოსწავლეებსა და სამინისტროს შორის შუამავლის სახით რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები გაჩნდეს, რაც ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, უშუალო ურთიერთობა გვაქვს და ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია სამინისტროში მოვიდეს, ბოლოს და ბოლოს, მინისტრი, მისი მოადგილეები და დეპარტამენტის ხელმძღვანელები ყოველდღიურად დადიან სკოლებში. მეორე საკითხი ისაა, თუ რა დგას ამ ყველაფრის უკან: შეიძლება ნებისმიერი რამე გააპროტესტო, მაგრამ პროტესტის გამოთქმა იმის გამო, რომ სწავლა არ გინდა, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. რას ამბობენ და რა ასახელებენ არგუმენტად? ამბობენ, რომ სწავლა არ უნდათ...

 

_ იმასაც ამბობენ, რომ დრო არ ჰყოფნით საატესტატო გამოცდებისთვის მოსამზადებლად...

 

_ ძალიან კარგი შენიშვნაა. როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ გამოცდებს ვერ ჩააბარებენ, რადგან ესა თუ ის საგანი არ უსწავლიათ ან დრო არ ჰყოფნით, ისმის კითხვა: ასეთ მოსწავლეებს ბოლომდე აქვთ გაცნობიერებული, რას ამბობენ? მათ მიღებული აქვთ შეფასება იმ საგნებში, რომლებზეც ამბობენ, რომ არ უსწავლიათ. მებადება კითხვა _ მაშინ როგორ მიიღეს ეს შეფასება? ხომ გვაქვს პრეტენზია სამართლიანობაზე და ვამბობთ, რომ თანაბრად უნდა მივუდგეთ ყველას და ყველაფერს _ მაშინ დავინტერესდეთ, თუ მათ არ უსწავლიათ ეს საგნები, საიდან მიიღეს ეს შეფასებები? ყოველთვის იყვნენ მოსწავლეები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათ არ სურდათ სწავლა. "კავკასიის" არხზე ვნახე 4 თუ 5 ახალგაზრდა, კევს ღეჭავდნენ და სიტყვა-სიტყვით ამბობდნენ: "ვაიმე, რას გვიშვრება ეს მთავრობა? გვაძალებს სწავლასო".

 

_ თქვენს მიერ ნახსენებ მოსწავლეებთან ერთად არიან ისეთებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო მათზე ზეწოლა ხორციელდება. #157-ე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელმა მიხეილ ცხადაძემ სახალხო კრების ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აქციის გამართვის შემდეგ სკოლიდან გარიცხვით დაემუქრნენ. ამასთან, 8 საჯარო სკოლის დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადეთ, რომ მათ საკუთარი ნებით დატოვეს თანამდებობები და სამინისტრო ამ პროცესში არ ჩარეულა. გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციამ თუ კერძო პირმა გაახმოვანა, საპროტესტო აქციების შემდეგ დირექტორები თქვენს სამინისტროში დაიბარეს და გენინსპექციის წარმომადგნელებმა მათ გადადგომაზე განცხადება დააწერინეს…

 

_ როგორ შეიძლება ვინმეს გადადგომის შესახებ განცხადება დააწერინო? 2200 დირექტორია, 600 ათასი მოსწავლე და 70 ათასი მასწავლებელი, ნუთუ შესაძლებელია, ხალხის ამხელა რაოდენობის დაშინება?

 

_ ბატონო დიმიტრი, ფაქტია, რომ 8-ვე საჯარო სკოლის დირექტორმა გათავისუფლების შესახებ განცხადება ერთდროულად დაწერა...

 

_ 8 დირექტორიდან ერთ-ერთმა, #161-ე სკოლის დირექტორმა გააკეთა კომენტარი და ამ კომენტარისთვის არავის მიუქცევია ყურადღება. მან თქვა, თანამდებობა იმიტომ დატოვა, რომ ვერ უზრუნველყო გამართული სასწავლო პროცესის მიმდინარეობა. ერთ-ერთ არხზე თქვა, რომ ბავშვებს არ უნდათ სწავლა და გაკვეთილებს არ ესწრებიან, ამიტომ ჩემს თავს ვერ ვხედავ ამ სკოლაშიო. ამ კომენტარს რატომღაც არავინ აქცევს ყურადღებას. რაც შეეხება გენინსპექციას, მინისტრის არათუ უფლება, არამედ მოვალეობაა, რომ გენინსპექციის მეშვეობით გააკონტროლოს, ხდება თუ არა დარღვევები სკოლაში. სამწუხაროდ, სკოლაში გენინსპექციის შესვლა ზოგიერთ ადამიანს აცდუნებს, რომ ეს რაღაც აქციებს და ვითომდა ზეწოლის ფაქტებს მიაბას. გენინსპექციის მიერ სკოლების გაკონტროლება რუტინულია და ეს პროცესი გრძელდება, რადგან არც ერთ დირექტორს არ მივცემ საშუალებას, არამიზნობრივად გამოიყენოს სკოლებისთვის გამოყოფილი თანხა. დაშინებაზე მკითხეთ, მიპასუხეთ, ბავშვი როგორ შეიძლება დააშინო? ის ისეთი ინდივიდია, რომ ვერანაირად ვერ დააშინებ.

 

_ #157-ე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აქციის გამართვის შემდეგ სკოლიდან გარიცხვით დაემუქრნენ.

 

_ თქვას მაშინ ვინმემ, გარიცხეს თუ არა სკოლიდან ბავშვები აქციაში მონაწილეობის გამო, მომიყვანოს ვინმემ ასეთი ბავშვები. გუშინ საღამოს ვნახე ტელევიზიით, თუ როგორ ლაპარაკობდა ბავშვი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ოფისში, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება. დამაინტერესა და სამინისტროში გადავრეკე. გაირკვა, რომ ეს ბავშვი არის მეათეკლასელი და საატესტატო გამოცდებს წელს არც აბარებს. არადა, ზეწოლაზე საუბრობს. რაში სჭირდებათ პოლიტიკურ პარტიებს ასეთი იაფფასიანი ხერხებით პოლიტიკური დივიდენდების დაწერა? მეორე საინტერესო ფაქტი: ერთი გოგონაა, რომელიც თავად ამბობს, რომ კერძო სკოლაში სწავლობს და არ უსწავლია ესა თუ ის საგანი. მაინტერესებს, მისი მშობლები რაში იხდიან ფულს? შვილის უსწავლელობაში?

მთავარი ის არის, რომ მეთორმეტეკლასელების უმრავლესობა აბსოლუტურად ადეკვატურად აფასებს საატესტატო გამოცდებს. ერთ-ერთმა მოსწავლემ მითხრა, რომ არ ესმის, რატომ აპროტესტებს 20-30 ბავშვი ამ გამოცდებს. დაამატა, რომ წელს ყველაზე ადვილი იქნება ამ გამოცდების ჩაბარება, ისევე, როგორც ეს 2005 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველად ჩაბარების დროს მოხდა.

უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ამ გამოცდებზე საუბარი ჩვენ 2009 წლის იანვარში დავიწყეთ და წელიწადნახევარი ჰქოდნათ იმისთვის, ამაზე ეფიქრათ და მეცადინეობა დაეწყოთ. ვკითხულობ ზოგიერთის კომენტარს და ვისმენ კიდეც, რომ ჩვენ ამ სიახლის შესახებ გასული წლის სექტემბერში გავაგებინეთ საზოგადოებას, რაც სიცრუეა. ამის შესახებ 2009 წლის იანვარში ვთქვით და კამათი მაშინაც გამოიწვია.

 

_ არსებობს მოსაზრება, მოსწავლეთა პროტესტი კიდევ უფრო მეტად იმან გაამძაფრა, რომ მათ "ოროსნები", "უცოდინრები"უწოდეს...

 

_ ბავშვი, რომელიც ამბობს, რომ არ უსწავლია და ვერ ჩააბარებს გეოგრაფიას, ქიმიას, არ იცის ისტორია და ის, თუ როდის დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, იმის ფონზე, რომ ამ ომს 300 000 ქართველი შეეწირა, ვერ ამბობს, თუ რომელი ქვეყნებია საქართველოს მეზობელი, ოროსანია. თუ გვინდა ასეთი თაობა გავზარდოთ და იმ საშიშროების წინაშე დავდგეთ, რაზეც წეღან ვისაუბრეთ, თუ გვინდა, რომ ბავშვებმა მხოლოდ მე-6 კლასამდე იარონ სკოლებში, მაშინ ის 570 მილიონი ლარი, რომელიც სახელმწიფოს განათლებაზეა გამოყოფილი და რისი 2/3-იც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე იხარჯება, სხვა რამეს მოვახმაროთ. მივიდეს საზოგადოება კონსენსუსამდე და საერთოდ თავი დავანებოთ ზოგადი განათლების სისტემას _ გავუზარდოთ პენსიონრებს, სხვა დამსახურებულ ადამიანებს პენსიები და ხელფასები და მეც დავისვენებ, სკოლაც და მასწავლებელიც.

 

_ საქართველოს კათოლიკო-პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას ლმობიერი და კეთილშობილი ადამიანი გიწოდათ. ამასთან, იმედი გამოთქვა, რომ დირექტორებს თანამდებობებზე დააბრუნებდით. რამდენიმე დღის წინ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეთ, დღეს ხომ არ ისურვებდით კომენტარის გაკეთებას?

 

_ როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, არანაირი უფლება არ მაქვს, პატრიარქის სიტყვებზე კომენტარი გავაკეთო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მეც და მთელი სამინისტრო პატრიარქისგან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დედაეკლესიისა და პატრიარქისთვის განათლების საკითხები უმნიშვნელოვანესია. ამ სისტემაში არ ვიყავი და, შესაბამისად, არ შემიძლია ვილაპარაკო იმაზე, თუ რა იყო წარსულში, მაგრამ რაც მინისტრად დავინიშნე, ყოველთვის ვგრძნობ მისი უწმინდესობის მხარდაჭერას და ამას ჩვენ დიდად ვაფასებთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლაო-ძი:

მასა უნდა იყოს ბნელი და გაუნათლებელი-თუ გინდა რომ მარტივად მართოდიდმა მაომ ვერ მოახერხა სამაგიეროდ ესენი :pupuza:

 

 

http://www.youtube.com/watch?v=2ky3oNzV-J0&feature=player_embedded

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შაშკინი& მოსწავლეები :what:

 

"კუპრუმის ფორმულა" ანუ დიმიტრი შაშკინის მასტერკლასი

 

როგორც ცნობილია, თბილისის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეები 8 საატესტატო გამოცდის გაუქმებას ითხოვენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მეთორმეტეკლასელებს ხვდება და საატესტატო გამოცდების მნიშვნელობას განუმარტავს. ბატონი დიმიტრი ამას წინათ თბილისის 23-ე საჯარო სკოლასაც ეწვია. მასთან შესახვედრად მეთორმეტეკლასელები ერთ დიდ დარბაზში შეუყვანიათ.

 

საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება ქიმიის გამოცდას დასთმობია. მინისტრს განუმარტავს მოსწავლეებისთვის: სკოლას რომ დაამთავრებთ, კუპრუმის ფორმულა (?!) უნდა იცოდეთო. ბავშვებს გაოცებისგან მხრები აუჩეჩავთ, - ჩანს, ისინი "ფორმულის" ხსენებამ დააბნია, რადგან მენდელეევის ტაბულის ელემენტი CU, ანუ სპილენძი კი იცოდნენ, მაგრამ "კუპრუმის ფორმულაზე" არაფერი სმენიათ...

 

მოსწავლეებს საპატიო სტუმრისთვის შეკითხვებიც დაუსვამთ. ერთ მეთორმეტეკლასელ გოგონას მინისტრისთვის უთქვამს: ქიმიის შესწავლა ძალიან გამიძნელდა, რადგან დასაწყისიდანვე ვერ შევიყვარე. გამოდის, ქიმიის გამო ცხოვრება უნდა დამენგრესო? განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გოგონას გადარწმუნება თავისი ცხოვრებისეული მაგალითით უცდია:

 

მეც თქვენსავით არ მიყვარდა ქიმია და სწავლაც მეზარებოდა. მახსოვს, საქართველოში უშუქობისა და უგაზობის პერიოდში მეცადინეობა სანთლის შუქზე მიწევდა. ერთხელ თეფშზე დავამაგრე ანთებული სანთელი, თეფში მეტისმეტად გახურდა და გასაგრილებლად ცივ წყალს შევუშვირე. გავარვარებული თეფში წამში გასკდა და მაშინვე ვინანე, ქიმიას რომ არ ვსწავლობდი. ქიმია რომ მცოდნოდა, ცხელ თეფშს ცივ წყალში ხომ არ ჩავდებდიო.

 

ამის გამგონე ბავშვები აფხუკუნებულან. ვიღაცას რეპლიკაც უსვრია: ეგ ქიმია კი არა, ფიზიკაა, ბატონო მინისტროო. თუმცა ბატონ მინისტრს იხტიბარი არ გაუტეხავს: ცოტა ქიმიაც ხომ არისო(?!).

 

 

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/28357-risthvis-moubodisha-ganathlebis-ministrma-skandalur-inglisuris-mastsavlebels.html#ixzz15vsrWJDm

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიმა სადაც იყო იქ უნდა დაეტოვა მიშას

ამ კეკელკამ ყელში ამოიყვანა უკვე

მაგრამ ყველაზე კარგი იყო ბაჩო რომ ყოფილიყო ისევ თავის ადგილზე ოქროს ხანა იყო :beach: :beach:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

უმღერიან მიშას და შაშკინს

 

შესრულება: ნაც.მოძრაობა და მისი გულშემატკივრები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

უყურე! ეხლა კეკელკა გახდა?-არადა შენი შიშიტ მაგას ვერ ვწერდი ნატესავი არ იყოს სტრესში არ ჩავაგდოთქო :givi:

სად ხარ ისე შენ? -ანუ გამოჩნდი? :pupuza:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც ვიცი, საკმაოდ ჭკვიანია და ასე რატომ იბანძებს თავს, ნამდვილად ვერ ვხვდები
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

როგორც ვიცი, საკმაოდ ჭკვიანია და ასე რატომ იბანძებს თავს, ნამდვილად ვერ ვხვდები

ანუ "მტავარია იყოს კარგი მენეჯერი " არ მუშაობს და რატომ არ აღიარებენ ამას ვერ გავიგე:(

ციხეებში ნამუშევარი( მაგ შაშკინის მოადგილედ) იყო ქალაქის მტავარი არქიტექტორიც---ზუსტად ეგრე იქცეოდა იგივე პრობლემებს ქმნიდა....ლოკალური და საზოგადოებისტვის ნაკლებად საინტერესო -გასაგები სამსახურია და ესე არ "ჟღრიალებდა" უბრალოდ...და მასზეც ზუსტად ეგრე მიმტნიცებდნენ ნაცები-კარგი მენეჯერია ეგაა მტავარიო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

ამ კეკელკამ ყელში ამოიყვანა უკვე

შენი უფროსი არ იყო ცოტა ხნის წინ>?

 

machkatela

ხვდებიან რომ ცვლილებაა საჭირო,,,,,,,მაგრამ ვერ ხვდებიან როგორ და ბოდიალობენ.....

+1

 

და უარესად ამძიმებენ სიტუაციას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც ვიცი, საკმაოდ ჭკვიანია და ასე რატომ იბანძებს თავს, ნამდვილად ვერ ვხვდები

მინი ასლან აბაშიძეა. ავტორიტარიზმისაკენ აქვს მიდრეკილება. ეს მანიაა , რომელსაც არაფერი ეშველება ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

სად ხარ ისე შენ? -ანუ გამოჩნდი?

ბარსელონაში ვარ როცა თავისუფალ დროს გამოვნახავ ხოლმე მინდა რომ თქვენთან ერთად გავატარო :*

T_A_T

უყურე! ეხლა კეკელკა გახდა?

მაშინაც დამღლელი კეკელკა იყო აუუუუუუ ვერ წარმოიდგენ როგორი დამღლელი

newstudio

შენი უფროსი არ იყო ცოტა ხნის წინ>?

ეხლა თავისუფალი ვარ ჯანდაბამდე გზა ქონია მაგ კეკელკას

ახალწელს იბიცაზე რო წამოვწვები ესე :beach: და მაგ ძუკნას რო გავიხსენნებ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...