planetanews Posted November 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2010 http://newsimg.bbc.co.uk/media/images/46448000/jpg/_46448175_torres_kuyt466.jpg კაპიტნის ტრამვას თან სასიხარულო ცნობებიც მოჰყვა მელვუდიდან… ფერნანდო ტორესი, გლენ ჯონსონი, დირკ კიუიტი და მარტინ შკრტელი შაბათს ვესთ ჰემთან ითამაშებენ… ელ ნინიომ მცირე ტრამვა მიიღო სტოუკთან, თუმცა ესპანელმა ექიმებმა ნაკრებში ყოფნის დროს მასზე კარგად იზრუნეს, პორტუგალიასტან მატჩამდე საერთოდ არ დაუტვირთავთ მძიმე ვარჯიშებით და ფერნანდომაც მშვიდად ითამაშა 45 წუთი ამხანაგურ შეხვედრაში. მომავალი მატჩისთვის კი იგი სრულ მზადყოფნაშია. დირკ კიუიტმა სექტემბერში მიღებული ტრამვა, რომელმაც ფაქტიურად მთელი ოქტომბერი გამოატოვებინა ჰოლანდიელს უკვე მოშუშებული ჰქონდა, რაც მის ზედიზედ 3 თამაშზე აისახა წითლებში, თუმცა კლუბის გადაწყვეტილებით უმჯობესი იყო მისი დასვენება და ინგლისში დარჩენა, რადგან ასეთი ტრამვის შემდეგ 3 თამაშის ჩატარება არც ისე ადვილია. მარტინ შკრტელმაც გამოტოვა სანაკრებო მატჩი ასევე სტოუკ სიტისთან მცირე ტრამვის გამო, თუმცა ვესთ-ჰემთან სათამაშოდ მას არანაირი პრობლემა აღარ აწუხებს. გლენ ჯონსონმაც ასევე სრულად მოიშუშა ტრამვა და მთელი კვირის განმავლობაში სრული დატვირთვით ვარჯიშობდა მელვუდში. ასე რომ “შესანიშნავი” ოთხეული ენფილდს შაბათს დაუბრუნდებიან… View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts