Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge პაუზის ღილაკი


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/fp.jpeg

 

დიმიტრი ტრენინი

 

თუკი სენატორები ბოლოს მოუღებენ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ახალ ხელშეკრულებას, ხომ არ დაიმარხება მასთან ერთად ობამას რუსული პოლიტიკა?

 

ჯონ კილმა თავის სათქმელი სთქვა. სამშაბათს სენატის უმცირესობის ფრაქციის მდივანმა, რომელიც შთაგონებული გახლდათ მისი პარტიის გამარჯვებით შუალედურ არჩევნებზე, განაცხადა რომ წელს სენატმა კენჭისყრაზე არ უნდა დააყენოს სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ახალი ხელშეკრულება (START), რითაც, როგორც სჩანს ბოლო მოუღო პროექტს, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას თეთრ სახლში ყოფნის ორი წლის თავზე, მისი უდიდესი საგარეო პოლიტიკური მიღწევა შეიძლება გამხდარიყო. თუკი წლის ბოლომდე სენატი არ შეეცდება ხელშეკრულების კენჭისყრაზე გამოტანას, იანვარში კიდევ უფრო შემცირდება წარმატების შანსი, რადგან შემცირდება დემოკრატიული უმრავლესობა, ხოლო რესპუბლიკელთა უმცირესობა რომელიც დიდწილად კილის პოზიციას იზიარებს გაიზრდება. ახლა აბსოლუტურად რეალურია ის პერსპექტივა, რომ ახალ ხელშეკრულებას დიპლომატიის ისტორიის ნაგავსაყრელის  გზას გაუყენებენ.

 

ვაშინგტონის თვალსაზრისით ეს ცუდია, მოსკოვის თვალსაზრისით – უარესი. მან საფრთხე შეუქმნა არამხოლოდ ობამას ამბიციებს, არამედ უცხოეთში შეარყია აშშ-ს პრეზიდენტის რეპუტაცია, ხოლო რუსი ლიდერების თვალში ეჭვქვეშ დგება აშშ-ს მზადყოფნა რუსეთთან კარგი ურთიერთობები ააწყოს.

 

კრემლისთვის სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების შესახებ ახალი ხელშეკრულების მარცხი შეიძლება ზოგადად განიარაღების პროგრამის დასრულებას ნიშნავდეს. ეს პროგრამა კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში ჩავარდა უმცროსი ჯორჯ-ბუშის დროს და ის ის იყო ობამამ რეანიმაცია ჩაუტარა. ცივი ომის შემდგომ ეპოქაში განიარაღების შესახებ  შეთანხმებები რუსეთს უსაფრთხოების განცდას სძენს, რადგან ყოფილ ზესახელმწიფოს ისედაც უჭირს საკუთარი ადგილის პოვნა სამხედრო თვალსაზრისით მასზე ძლიერი აშშ-ს ჩრდილში. ხელშეკრულებები რუსეთის ლიდერებს აშშ-სთან სტრატეგიულ პარიტეტზე პრეტენზიის და გარკვეული თვალსაზრისით ზესახელმწიფოს სტატუსის შენარჩუნების საშუალებას აძლევს. ეს 2002 წელს დასრულდა, როდესაც ბუშმა უარი განაცხადა მანამდე 30 წლით ადრე გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემების შეზღუდვის შესახებ.

 

ის რომ მოულოდნელად კვლავ ბუშის პერიოდი მოდის, როდესაც განიარაღებაზე საუბარიც კი არ იყო, ეს ძალიან ცუდია და არამხოლოდ განიარაღების, არამედ ზოგადად რუსეთ-ამერიკული ურთიერთობების თვალსაზრისით. როგორც პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა (ღიად), ასევე პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა (ფარულად) ბევრი რამ გაიღეს აშშ-სთან ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის, ხოლო ნატო-ს ლისაბონის სამიტის წინ,  რომელიც ამ კვირის ბოლოს გაიმართება, არსებობდა იმედი რომ ურთიერთობების ანალოგიური „გადატვირთვა“ მოხდებოდა რუსეთს და ალიანსს შორის. დღესაც კი მკაცრი კურსის მიმდევრები მოსკოვში, ამბობენ რომ ობამამ მისი შარმის წყალობით მხოლოდ მცირე დროით გაანელა აშშ-ს საგარეო პოლიტიკური კურსი, თუმცა ისინი მიხვდებიან რომ სტრატეგიული შეიარაღების შემცირებაზე ხელშეკრულების კრახი მათ მოსაზრებას ადასტურებს. ისინი, ვისაც ეჭვი ეპარება აშშ-სთან და ნატო-სთან ანტი-სარაკეტო ფარზე თანამშრომლობის გონივრულობაში, ახლა მეტი დარწმუნებით ისაუბრებენ. რუსი სტრატეგები უფრო კონფლიქტურად შეხედავენ იმას, თუ როგორ ათავსებს აშშ ანტი-სარაკეტო ფარს. აშშ-სთან ერთად თავდაცვის კოორდინაციის დაგეგმვის ნაცვლად, ისინი კვლავ დაიწყებენ იმაზე ფიქრს, თუ თავად როგორ დაიცვან მათგან თავი.

 

„“გადატვირვის“ პროცესის მომავალი, რომელიც უსაფრთხოების სფეროში პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას გულისხმობს, ამა თუ იმ ფორმით შეთანხმების რატიფიკაციაზეა დამოკიდებული“ – განაცხადა სააგენტო „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ მარგელოვმა.

 

თუმცა კრემლში აშშ-ს პოლიტიკას საკმარისად იცნობენ იმისთვის, რათა მიხვდნენ რომ პრობლემა ობამაში არ არის. ვიდრე ის თეთრ სახლშია, რუსეთის ლიდერები ჩათვლიან, რომ „გადატვირთვა“ შეჩერდა, მაგრამ პროცესს უკუსვლა არ დაუწყია. ბოლოს და ბოლოს სტრატეგიული შეიარაღების შემცირებაზე ხელშეკრულება „გადატვირთვის“ სიმბოლო იყო და არა მისი არსი. მოსკოვისთვის ობამას ყველაზე მთავარი და სასურველი გადაწყვეტილება იყო ის, რომ მან ბოლო მოუღო მისი წინამორბედის ძალისხმევას, რაც მიმართული იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე რუსული გავლენის შეკავებისკენ. უკრაინის და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. საქართველოს ფაქტობრივად არ აიარაღებენ. ობამამ უარი სთქვა ბუშის დროს შემუშავებულ გეგმებზე, როდესაც ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემის პროექტში ირანის პოტენციურ საფრთხესთან შედარებით უპირატესობა რუსეთზე ორიენტირს მიენიჭა – რადარები და ანტი-სარაკეტო სისტემა ჩეხეთსა და პოლონეთში უნდა განთავსებულიყო. სწორედ ამ უსიტყვო და ცალმხრივმა უარმა ამ სამ გამაღიზიანებელ ფაქტორზე მოხიბლა მოსკოვი. ჯერ-ჯერობით ამ საკითხებზე პოზიციის ცვლა არ შეიმჩნევა, შესაბამისად რუსეთ-ამერიკის ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს შემდგომი განვითარების ყველა შანსი აქვს, თუნდაც ახალი უფრო მკაცრი ჩარჩოების ფარგლებში.

 

თუკი ვაშინგტონი რეალურად შეცვლის მიდგომას ზემოთხსენებული საკითხებიდან რომელიმეს მიმართ მაინც, ეს ბოლოს მოუღებს აშშ-რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, არადა ის გაცილებით არსებითი და მნიშვნელოვანია, ვიდრე ამერიკელ „ქორებს“ წარმოუდგენიათ. რუსეთი აშშ-ს და ნატო-ს საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო ტვირთის გადატანის საშუალებას აძლევს, რითაც მხარს უჭერს ავღანეთში არმიის მომარაგების ჩრდილოეთ არხს. სექტემბერში მოსკოვმა ასიამოვნა აშშ-ს, როდესაც არა მხოლოდ მხარი დაუჭირა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე, არამედ უარი სთქვა ამ ქვეყნისთვის რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარების გადაცემაზეც, თანაც ამ გადაწყვეტილებამ თავად რუსეთშიც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მოსკოვი როგორც სჩანს, შურს იძიებს სტრატეგიული შეიარაღების შემცირებაზე ხელშეკრულების ჩაგდების გამო, უარს იტყვის რა საკუთარი კეთილი ნების ჟესტებზე, მაგრამ ახლა უფრო ძვირი დაჯდება თანამშრომლობის შემდგომი აქტები.

 

ჯერ-ჯერობით რუსი ლიდერები სიმშვიდეს ინარჩუნებენ. მათ არ სურთ ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს პანიკაში ჩავარდნენ და ისე იქცევიან, რომ ვაშინგტონს ეს შეთანხმება მოსკოვზე ნაკლებად არ სჭირდება, მაგრამ აშშ-ს პოლიტიკა არასტაბილურია და საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ უკვე გამოსთქვა იმედი, რომ ბოლოს მაინც რატიფიცირებული იქნება ახალი შეთანხმება. არ არსებობს იმის გარანტია, რომ ობამას მეორე ვადით არ აირჩევენ და ვიდრე ის თეთრ სახლშია, ის პარტნიორად დარჩება, თუნდაც მისი პოლიტიკური აქციები ეცემოდეს.

 

რა თქმა უნდა, აზრი არა აქვს იმის უარყოფას, რომ უახლოესი რამდენიმე წელი რუსულ-ამერიკული ურთიერთობების თვალსაზრისით რთული იქნება, თუმცა ბუშის ეპოქის ბოლო წლებთან დაბრუნებაც არ მოხდება. წარმომაგდენლობით პალატაში საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დემოკრატ ჰოვარდ ბერმანს რესპუბლიკელი „ქორი“ ილეანა როს-ლიჰტინენი შეცვლის და ეს ძალიან საგრძნობი გახდება. რა თქმა უნდა, კაპიტოლიუმის ბორცვიდან რუსეთის საშინაო პოლიტიკის მისამართით მეტ კრიტიკას მოვისმენთ; შესაძლოა კონგრესმა ნაკლებად იკონტაქტოს რუსეთის დუმასთან.

 

ჯერ-ჯერობით რუსეთმა და სხვა ქვეყნებმა, რომლებიც ბირთვულ შეიარაღებაზე მოლაპარაკებებს გარედან ადევნებენ თვალს, აშშ-ს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი რამ გაითავისეს. ვაშინგტონში პარტიათაშორისი დაპირისპირება ახალ საფეხურზე ავიდა და გავლენას ახდენს არამხოლოდ მოძველებულ შიდაპოლიტიკურ დავებზე, არამედ საგარეო პოლიტიკის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზეც. კილის საქციელში არაფერი ანტი-რუსული არ არის, ის არა რუსეთის, არამედ ობამას წინააღმდეგაა მიმართული და აქ მან წარმატებას მიაღწია: აშშ-ს მტრები და მოკავშირეები, როგორც სჩანს ახლა მეტ ყურადღებას დაუთმობენ საგარეო პოლიტიკისადმი კონგრესის დამოკიდებულებას, ობამას მიმართ კი ნაკლები პატივისცემა ექნებათ.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...