analgin Posted November 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2010 ეხლა ერთი ამბავი იყო ჩემს ეზოში. წივილი, კივილი... ჩემი კარის მეზობელს, 65 წლის ქალს, კორპუსის წინ ხელჩანთა გასტაცეს და გაიქცნენ. ბოლო 2 თვის განმავლობაში ეს ჩემს კორპუსში მომხდარი კრიმინალის მეოთხე შემთხვევაა. სულ პირველად ჩემს ბიძაშვილ გოგოს სადარბაზოში ააფარეს პირზე ხელი, ყელზე დანა მიადეს და მობილური ტელეფონი და ყელსაბამი გასტაცეს. მეორედ მეზობლის ბინა გაქურდეს. მესამედ გვერდზე სადარბაზოში დენის სადენები გადაუჭრა ვიღაცამ რამდენიმე ოჯახს (სპილენძიაო შიგნით მითხრეს), მეოთხეზე თავშივე დავწერე. შემოვბრუნდი სახლში, მივუჯექი კომპს, ინტერპრესნიუსში კი აი ეს დამხვდა: გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 14 ნოემბერს გაუჩინარებული მწყემსები რამდენიმე საათის წინ მოკლულები იპოვეს. ძმები კობა და სულხან არაბულები ახალსოფლის მიმდებარე ტერიტორიიდან ცხვრის ფარასთან ერთად გაუჩინარდნენ.როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ახალსოფლის თემის რწმუნებულმა ლერი წილუაშვილმა განაცხადა, სამართალდამცავებმა ცხვრის ფარის ქურდობაში ეჭვმიტანილი ზვიად ტორაძე დააკავეს. სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე მიაგნო პოლიციამ მოკლული მწყემსების გვამებს.კობა და სულხან არაბულები, სავარაუდოდ, თოფით არიან მოკლულები. გვამები კი შემდგომ სოფელთან ახლოს ერთ-ერთ მიტოვებულ ჭაშია ჩაყრილი. http://www.interpressnews.ge/ge/samartali/151415-samarthaldamcvelebma-dakarguli-mtsyemsebi-moklulebi-nakhes.html ანუ ცხვრების გამო დახოცეს ძმები. რაც მესმის ამბები, ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ქურდობის და ძარცვის შემთხვევები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2010 analginრაც მესმის ამბები, ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ქურდობის და ძარცვის შემთხვევებიმძიმე სოციალურმა ფონმა იცის მღა სხვა ახსნაც არის: ბანძი ქართველი ერი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted November 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2010 ი.analginანუ ცხვრების გამო დახოცეს ძმები. შეიძლება ფული ჰქონდათ ცხვრების საყიდი, ან ახალი გაყიდული. ცხვარში ცოტა ფული კი არ ტრიალებს... შეიძლება კი არა, ეგრე იქნებოდა. ან წაასხავდნენ ერთ მანქანა ცხვარს, ეგეც კაი ფულია. ჯერ სადა ხარ, პატარა პოლიციის წაფორხილება და ფიზდეც... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted November 18, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2010 asesino_141 კი. ეგრე იქნებოდა. ერთი საშუალო ზომის ცხვარი დაახლოებით 150 ლარი ღირს და არაა პატარა ფული... აი ნიუსტუდიომ რაც თქვა ეგაა მიზეზი. შიმშილობა მიდის უკვე. იმ დღეს ვიღაც ამბობდა, მაღაზიაში ჩემხელა ბიჭი შევიდა და 2 ცალი კანფეტი ააწონინა, ბავშვმა მთხოვა გამოსვლის წინო. მეც ჩემთან მაღაზიაში პროდუქტს რომ ვყიდულობ თუ ვინმე მეზობელია იქ, ვცდილობ რომ გავა მერე ვიყიდო, რადგან მრცვენია და გული მეთანღრება, რომ ვხედავ ის ასტრას, 1 შავ პურს, 3 თავ ხახვს, 100 გრამ შაქარს და 2 პაკეტ ერთჯერად ჩაის ყიდულობს და მე კიდევ ძეხვი,პელმენი, ყველი, მაწონი, არაჟანი, წვენი, ნამცხვარი და კენტი უნდა ვიყიდო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2010 asesino_141ჯერ სადა ხარ, პატარა პოლიციის წაფორხილება და ფიზდეც...გეთანხმები, იმდენად მძიმე სოციალური ფონია. რომ თუ ერთი გასკდა, კაი ხანი ვერ დალაგდება სიტუაცია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2010 (edited) რატომ დაიძაბა კრიმინოგენული მდგომარეობა? ჭამა ყველას უნდა და დამიჯერე დღევანდელი ჩინოვნიკების გაყვლეფის დროც მოვა.ხალხი არ გამწარდეს,თორემ ვანოს ისე დაიკიდებენ თავის მასკებიანებთან ერთად,ვირთხის ხვრელი დიდათ მოეჩვენებათ. Edited November 18, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted November 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2010 ოპოზიციის ბრალია ყველაფერი. რუსეთიდან ფინანსდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted November 18, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2010 lasha1997 აი სიმართლე რო გითხრა მაგისი ძალიან მეშინია. იმიტო რო ეგ ისეთი უმართავი რაღაცაა მაგ დროს მაროდიორობა, ყაჩაღობა და განუკითხაობა იწყება და სულ აირ-დაირევა ყველაფერი და აი მაგიტო მ####### დ#### მ#### მე მიშას, ნაცებს და ყველა მაგათ მიმდევარს რო ამით გვაშანტაჟებენ. ღორები ეგენი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted November 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2010 აი სიმართლე რო გითხრა მაგისი ძალიან მეშინია. იმიტო რო ეგ ისეთი უმართავი რაღაცაა მაგ დროს მაროდიორობა, ყაჩაღობა და განუკითხაობა იწყება და სულ აირ-დაირევა ყველაფერი და აი მაგიტო მ####### დ#### მ#### მე მიშას, ნაცებს და ყველა მაგათ მიმდევარს რო ამით გვაშანტაჟებენ. ღორები ეგენი!7 ნოემებერს ძალიან ბევრი დაყაჩარება ქურდობა მოხდა. განსაკუთბით მარშრუტკის მძღლობეს აყაჩარებდნენ და ტაკსებს. რატომ არ ვიცი... ხო კიდევ სასურსათოებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2010 PEPE.7 ნოემებერს ძალიან ბევრი დაყაჩარება ქურდობა მოხდა. განსაკუთბით მარშრუტკის მძღლობეს აყაჩარებდნენ და ტაკსებს. რატომ არ ვიცი... ხო კიდევ სასურსათოებსროცა კონტროლიდან გამოდის ვითარება.. ეს ბუნებრივია... ნიუ ორლეანშიც ეგ არ იყო?! გრიგალის და წყალდიდობის შემდეგ ბევრი მარადიორობა იყო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted November 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2010 newstudioგეთანხმები, იმდენად მძიმე სოციალური ფონია. რომ თუ ერთი გასკდა, კაი ხანი ვერ დალაგდება სიტუაცია... აქედან დასკვნა: (ანალგინ, შენ თვალები დახუჭე, შენთვის პასუხი დასაწერი მაქვს, მაგრამ ეგ მოგვიანებით ) არაფრის დიდებით არ უნდა დაუშვას ამ ხალხმა (გუბაზი, ბრინჯი, გრეეჩიხა და ა.შ.) პოლიციის ფუნქციისთვის ხელის შეშლა, კერძოდ - არეულობა, მიშა გადადექი, მოვდივართ, გლდანი უკვე ჩვენია, ვაკე დავიბრუნეთ და ეგეთი რაღაცეები. არსებობს პროტესტის უამრავი ფორმა და პროტესტის უამრავი მიზეზი. საჭიროა ფული, ჭკუა, ერთობა და მონდომება. ძალაში, მუშტსა და ავტომატში დღეს საქარველო წააგებს და ჩავარდება ძალიან დიდ ორმოში, ისეთში, რომ შეიძლება მართლა ვეღარც ამოვიდეს ვეღარასდროს... და საქართველო შერჩება საბოლოოდ მხოლოდ ისტორიის წიგნებს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted November 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2010 (edited) ძალაში, მუშტსა და ავტომატში დღეს საქარველო წააგებს და ჩავარდება ძალიან დიდ ორმოში, საქართველო მოქალაქეებისაგან შედგება. შენ იმის თქმა გინდა, რომ ვინც ორმოშია ისედაც, ის დარჩეს ორმოში, არ იჩალიჩოს ამოსვლა თორემ ამას ის მოყვება რომ ზემოთ მყოფებიც ჩაცვივდებიან იქ. აბა ეხლა იმ ორმოში მყოფს კითხე, ღლეზე არ კიდია, სხვაც თუ ჩაცვივდება? ამიტომ, ვინც ზემოთ არის, როცა იმას ღლეზე კიდია ორმოში მყოფი და არ ჩალიჩობს მიდ ამოყვანას, დაჟე პირიქით, უფრო ძირავს რომ თითონ მეტი შეხვდეს, მაშინ ის ორმოში მყოფი ყველაფერს იზამს, რომ სხვაც იმასთან ერთად მოხვდეს. ბოლობოლო ძირის თხრას დაიწყებს რო გაუფუჭოს იმ ზემოთ მყოფსაც საქმე. არეულობაც მაწყობს, და კაი მაგარი ომიც, სულ დანგრეულა ყველაფერი მაგის დედაც ჯეკ. კარდუები და შონზოები თუ ვეღარ შეჭამენ ხინკალს, ეგ მადარდე ეხლა მე Edited November 18, 2010 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2010 analginაი სიმართლე რო გითხრა მაგისი ძალიან მეშინია. იმიტო რო ეგ ისეთი უმართავი რაღაცაა მაგ დროს მაროდიორობა, ყაჩაღობა და განუკითხაობა იწყება და სულ აირ-დაირევა ყველაფერი და აი მაგიტო მ####### დ#### მ#### მე მიშას, ნაცებს და ყველა მაგათ მიმდევარს რო ამით გვაშანტაჟებენ. ღორები ეგენი! არც მე მინდა,მაგრამ მე ვინ რას მეკითხება? ცხოვრება იზამს ამას,თუ ესეთი უსამართლობა გაგრძელდა საქართველოში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted November 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 19, 2010 როცა კონტროლიდან გამოდის ვითარება.. ეს ბუნებრივია... ნიუ ორლეანშიც ეგ არ იყო?! გრიგალის და წყალდიდობის შემდეგ ბევრი მარადიორობა იყორას ამბობ... ეგ თიტქმის არაფერი იყო იმასტან შდარებით რაც არეულობების დროს ევროპაში ხდება ხოლმე.. ტან ეთნიკური ევროპელები მონაწილეობენ ცასულები კია რა მარადიორობაში ;)კანადაში ხომ რეებს აკეტებენ ჰოკეის ტამაშის შემდეგ ეგ უწყინარები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
არავისტი და არაფრისტი Posted November 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 19, 2010 დანაშაულის ხელშეწყობასთან ერთად დანაშაულთან ბრძოლაც იზრდება,რაც ბევრ საპატიმრო ადგილებს და ბევრ გირაოს ნიშნავს,სამწუხაროდ ყველაფერი 5 იანზე გამოსდით ვანოს ბიჭებს,პროფესიონალები არიან ვერაფერს იტყვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.