Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - 2011 წლის თბილისის ბიუჯეტს მხარს არც “საქართველოს გზა” დაუჭერს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/images.jpeg2011 წლის თბილისის ბიუჯეტს მხარს არც “საქართველოს გზა” დაუჭერს.

 

“საქართველოს გზის” და ფრაქცია “დედაქალაქის” წევრმა, ნათელა მაჭავარიანმა საკრებულოში განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლის ბიუჯეტში ასახული იქნება “ეროვნული საბჭოსა” და “საქართველოს გზის” წინადადებები, საშუალო სკოლების მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების დაფინანსებას და ნარკომანიის პრევენციის პროგრამების შესახებ 2011 წლის ბიუჯეტს მხარს მაინც არ დაუჭერენ.

 

მისივე თქმით, ნარკომანიის პრევენციის პროგრამა მათი პარტიისათვის მეტად პრიორიტეტულია და მიესალმება იმ ფაქტს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტიდან მეტადონის პროგრამაში მონაწილე პირების მკურნალობის ხარჯებს ქალაქის ბიუჯეტი დაფარავს, მოხდება ერთ-ერთი სარეაბილიტაციო ცენტრის რეორგანიზაცია, სადაც ნარკოდამოკიდებული ქალებისათვის განყოფილება შეიქმნება.

 

“მიუხედავად ამ ყველაფრის ცვენი დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი არ შეცვლილა და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ უდანაშაულო ადამიანებს არ დააპატიმრებენ, ბიზნესმენებს არ დაატერორებენ, სიტყვის თავისუფლება არ შეიზღუდება. ჩვენ არ გვჯერა ხელისუფლების კეთილი ნების. ეს დათმობები პიარზე უფროა ორიენტირებული, ვიდრე შედეგებზე”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...