Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - უგულავა: 2011 წელს ქალაქს უნდა ჰქონდეს უკეთესი მომსახურება უკეთესი თბილისისთვის


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/ugulava1-150x150.jpg“2011 წლის თბილისის ბიუჯეტი ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივი პასუხისმგებლობის ბიუჯეტია”. – ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ბიუჯეტში გათვალისწინებულია თბილისელების დასაქმება, მოდერნიზებული მომსახურების სერვიზი, უმწეოთა სოციალური დაცვა და ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

 

გიგი უგულავას განცხადებით, ქალაქის განვითარებისათვის და ასევე თბილისელების კომფორტულად ცხოვრებისათვის, აუცილებელია მომსახურების საერვიზი იყოს სწრაფი და ხარისხიანი. საჭიროა სხვადასხვა სფეროში გაგრძელდეს მოდერნიზაცია ასევე გაგრძელდეს უმწეოთა დაცვა.

 

მერს მიაჩნია, რომ გაუმჯობესდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობა და სრულად შენარცუნდეს ის შეღავათები რომლითაც წინა წლებში სოციალურად დაუცველი მოსახლეობა სარგებლობდა.

 

“მომავალ წელს მაქსიმალურად მცირდება თბილისის თვითმართველობის ორგანოების ადმინისტრაციული ხარჯები, ასევე დაგეგმილია ტრანსპორტის სფეროს რეგურილება, სამედიცინო მომსახურებისა და კომუნალური მომსახურების გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია სკოლანდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლის ახალი მეთოდების დანერგვა და ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება”-განაცხადა გიგი უგულავამ.

 

უგულავას განცხადებით ყველა ზემოთ აღნიშნული საკითხი შესაძლებლობას ქმნის, რომ 2011 წელს ქალაქს ჰქონდეს უკეთესი მომსახურება, უკეთესი თბილისისთვის, რაც შექმნის გრძელვადიან სამუშაო ადგილებს და აღმოფხვრის მძიმე სოციალურ ფონს.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...