planetanews Posted November 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/inga-grigolia1-150x150.jpg623-მილიონიანი ბიუჯეტი ჩვენთვის მორალურად მიუღებელია. ამის შესახებ საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას საკრებულოს “ქრისტიან დემოკრატების” წევრმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა. მისივე თქმით, საკრებულოს სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” ამდენი დეპუტატი 2011 წლის ბიუჯეტის დამსახურებაა. გრიგოლიას თქმით, წინასაარჩევნო დაპირებები ხელისუფლების მხრიდან დაპირებებათ დარჩა. გრიგოლიამ მადლობა გადაუხადა უგულავას ოპოზიციასთან კონსულტაციებისთვის და აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ხელისუფლება ოპოზიციას იგნორირებას არ უკეთებს. “ჩვენი პრეზიდენტი გვიმტკიცებს, რომ ნოვატორები ვართ ბინზესსა და ეკონომიკაში. ამ ფონზე კი საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში პენსიების თვალსაზრისით ბოლოდან მეორე ადგილზეა. მაშინ როდესაც საარსებო მინიმუმი 140 ლარს შეადგენს და პენსია 90 ლარია, სად არის დაპირებული 100-დოლარიანი პენსია? ეს დაპირება “ნაციონალური მოძრაობას აწევს მხრებზე და მათ ეს უნდა შესარულონ”, – განაცხადა გრიგოლიამ. მისივე თქმით, 2011 წლის ბიუჯეტი იმდენად მცირეა, რომ იგი არცერთ პრობლემას არ მოაგვარებს. გრიგოლიას განცხადებით, “ქრისტიან დემოკრატები” ბიუჯეტს მხარს არ უჭერენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts