planetanews Posted November 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/8282DCE4-8F1A-465A-8A80-856A8BD2962B_mw800_mh600_s-150x150.jpg38 მომხრე და 7 წინააღმდეგი, – საკრებულომ თბილისის 2011 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.საკრებულოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ, მხარი დაუჭირა თბილისის ახალ ბიუჯეტს. Mმცირე ნაწილმა, კი იმის გამო, რომ მათი წინადადებები და ინიციატივები არ იქნა გათვალისწინებული ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის დავით საგანელიძის განცხადებით არ შეიძლება მხარი დაუჭირო იმ 620 მილიონიან ბიუჯეტს რომელის 154 მილიონზე მეტი ე.წ სხვა ხარჯია. “როგორ დამეჭირა მხარი ისეთ ბიუჯეტზე რომელში ციფრები არათანაბრადაა გადანაწილებული. იმის ნაცვლად, რომ ხალხის პირველადი მოთხოვნა, ხალხის დაზღვევა კიდევ უფრო მეტი თანხით მომხდარიყო, საერთოდ ამოიღეს ბიუჯეტის სიიდან. Aარ იქნა გათვალისწინებული ბევრი ჩვენი წინადადება და აქედან გამომდინარე ჩვენ უფლება არ გვქონდა ასეთი ბიუჯეტისთვის მხარი დაგვეჭირა”- განაცხადა საგანელიძემ. ხელისუფლების წარმომადგენლები თბილისის ახალ ბიუჯეტს წინ გადადგმულ ნაბიჯად თვლიან. ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობას” წევრის კოკი ინოათამაშვილის განცხადებით თბილისის 2011 წლის ბიუჯეტი, არის ობექტური და დაბალასნებულ. “ეს იყო ობექტურად დაბალანსებული ბიუჯეტი, სწორედ ამიტომ მას ოპოზიციის დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი. ოპოზიციასთან შეხვედრებმა ბევრი კარგი წინადადებები შემატა ამ ბიუჯეტს, ასეთი კონსულტაციები იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გაგრძელდება და უფრო შედეგიანი მუშაობაც გვექნება”-განაცხადა კოკი იონათამიშვილმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts