planetanews Posted November 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2010 http://b.pix.ge/k/kmzn9.jpg ჯერარდის ტრავმის გამო “ლივერპულის” ხელმძღვანელობისგან კაპელოს კრიტიკა ისმის, თავად ფაბიო კი მწუხარებას გამოთქვავს წითლების კაპიტანის გამო... კლუბმა ნაკრების სამწვრთნელო შტაბს წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელს ერთ საათზე მეტ ხანს თამაში არ შეეძლო, თუმცა საფრანგეთთან ამხანაგურ მატჩში კაპელომ ჯერარდი მოედანზე 85-ე წუთამდე დატოვა, სანამ ტრავმა არ მიიღო. ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ საფრანგეთთან მატჩის შემდეგ სტივენ ჯერარდის ტრავმაზე კომენტარი გააკეთა. “სტივენს მატჩის წინ ვესაუბრე და მითხრა, რომ ერთი საათის განმავლობაში სათამაშოდ მზად იყო, მაგრამ ბერის ტრავმის შემდეგ პრობლემები შეგვექმნა. ამიტომ დარჩა ჯერარდი მინდორზე. რა თქმა უნდა, თუ შესაძლებელია, ფეხბურთელები იმდენ დროს ატარებენ მოედანზე, რამდენის ნებასაც რთავენ კლუბებში, მაგრამ ბერიმ მართლაც მძიმე ტრავმა მიიღო, ამიტომ გამოცდილი მოთამაშე გვჭირდებოდა, საფრანგეთს ხომ ძალიან ახალგაზრდული გუნდით ვეთამაშებოდით. სტივენმა თქვა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. მესმის “ლივერპულის ” იმედგაცრუება, მაგრამ მეც არანაკლებ გულგატეხილი ვარ”, – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა. სპორტული გაზეთი “ლელო” View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts