planetanews Posted November 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2010 http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/11/17/article-1330708-0C1E8830000005DC-205_634x441.jpgუახლესი ინფორმაცია სტივენ ჯერარდის ტრავმის შესახებ. “წითლების” კაპიტანი შესაძლოა ერთი თვე ვერ დაეხმაროს “ლივერპულს”. ამ ინფორმაციას მერსისაიდული კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი ავრცელებს. ჯერარდს სკანირებას დღეს, მოგვიანებით ჩაუტარებენ, მაგრამ მანამდე იგი მელვუდში შეამოწმეს და დიაგნოზიც დასვეს – მუხლის ქვედა მყესის ტრავმის მოშუშებას სტივი სამიდან ოთხ კვირამდე მოუნდება. შეგახსენებთ, რომ ჯერარდმა ტრავმა გუშინ საფრანგეთთან გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო და მოედნის დატოვება 85-ე წუთზე მოუწია. როგორც დოქტორი პეტერ ბრუკნერი აცხადებს, მედპერსონალი ყველა ღონეს იხმარს გუნდის კაპიტნის რაც შეიძლება მოედანზე სწრაფად დასაბრუნებლად. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts