planetanews Posted November 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2010 განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა სასტუმრო შერატონ მეტეხ პალასში 2010 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა და საზოგადოებას 2011-2016 წლების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის, ცენტრის პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაცია გააცნო. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა გახსნა. დამსწრე საზოგადოებას ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა, ნათია ჯოხაძემ გააცნო. შერატონ მეტეხ პალასში, ქართველ ექსპერტებთან ერთად, მოხსენებებით გამოვიდნენ საერთაშორისო კონსულტანტები ჰოლანდიიდან– ჰენკ მოელანსი და ფრანც კლეინსი (საგანმანათლებლო გაზომვების ინსტიტუტი, CITO – Institute of Educational Measurment, ჰოლანდია) და ეუხენიო გონსალესი (ETS - Educational Testing Service - საგანმანათლებლო ტესტირების სამსახური- აშშ). ღონისძიების ბოლოს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა სპეციალური პრიზები და მადლობის სიგელები გადასცა პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts