planetanews Posted November 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/hurriyet.jpg ზაურ შირიევი ნატოს სამიტზე, რომელიც 19-21 ნოემბერსაა დაგეგმილი, ხუთ თემაზე შეაჩერებენ ყურადღებას: ახალი სტრატეგიული კონცეფციის მიღება, ავღანეთში მიმდინარე ოპერაციები, სარაკეტო თავდაცვა, ირანის ბირთვული პროგრამა და ნატო-რუსეთის ურთიერთობანი. ბოლო ორი საკითხი ყურადღებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისაკენ მიმართავს. ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, მთიანი ყარაბახის გარშემო არსებული მყიფე სიტუაცია, ნატო-რუსეთის ურთიერთობათა გარკვეული რეგრესი და ამ მოვლენათა გავლენა სამხრეთ კავკასიის კონტექსტში, ყველაფერი ეს სამხრეთ კავკასიის სტრატეგიული პოზიციისთვის სამიტს განსაკუთრებულობას მიანიჭებს და სამომავლოდ ის კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნატოს ლისაბონური დღის წესრიგი და მისი იმპლიმენტაცია, როგორც ჩანს, შავი ზღვისა და კავკასიის ბასეინის უფრო ფართო სივრცეზე იქონიებს გავლენას. თუ ლისაბონის სამიტი ნატო-რუსეთის დიალოგს ახალი პერსპექტივებს კარს ”გაუღებს”, ამან შეიძლება პოზიტიურად იმოქმედოს ნატო-საქართველოსა და ნატო-რუსეთის ურთიერთობებზე. ოპტიმიზმი რეალობის წინააღმდეგსამივე ქვეყანა ნატოსთან თანამშრომლობას ავითარებდა, თუმცა სხვადასხვა ხარისხის ვალდებულებებით. სომხეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანსა და საქართველოს უფრო მეტი მოლოდინი ჰქონდათ, რადგან ისინი 9/11-ის მოვლენების შემდეგ ანტიტერორისტული კოალიციის აქტიური წევრები არიან და სამხედრო წვლილი შეაქვთ ნატოს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში ბალკანეთში, ავღანეთსა და ერაყში. ისინი აშშ-ს ავიაციას სამოკავშირეო ოპერაციებისთვის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერით უზრუნველყოფდნენ, ისინი არიან პასუხისმგებელნი დასავლეთისკენ მიმავალი ენერგეტიკული სატრანზიტო მარშრუტების უსაფრთხოებაზე და მათ წარმატებით აღკვეთეს საკუთარ ტერიტორიებზე ფუნდამენტალისტებისა და ტერორისტების შეღწევა. აზერბაიჯანი ჯერ არ ჩართულა არც ერთ ინსტიტუციონალიზებულ სამხედრო ალიანსში. ქვეყანა მხოლოდ გუამის აღორძინებაში მონაწილეობდა, ორგანიზაციისა, რომელიც დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარებას ემსახურება. ეს პოზიცია ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკურ-თავდაცვითი დამოუკიდებლობის ჩვენებას ისახავს მიზნად. აზერბაიჯანმა ასევე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებისკენ, მაგრამ არც ნატოში და არც ევროკავშირში გაწევრიანება არ მოუთხოვია. ევროკავშირმა ამაზე იმით ირეაგირა, რომ აზერბაიჯანი უშუალოდ ჩართო ნაბუქოს პროექტში, რათა ბაქოსთვის მისი ენერგეტიკული მარშრუტების გაფართოების საშუალება მიეცა. ამ პერსპექტივიდან ნატოს დამოკიდებულება აზერბაიჯანზე იზრდება და აზერბაიჯანთან თანამშრომლობა ახლა უფრო სიცოცხლისუნარიანია, ვიდრე ოდესმე: ნატო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა რუსეთის ინტერესებს აზერბაიჯანში ზიანს არ აყენებს ისე, როგორც ეს შეიძლება საქართველოს შემთხვევაში მოხდეს. არის რა ნატოს პარტნიორის, თურქეთის მოკავშირე, აზერბაიჯანის თანამშრომლობა ნატოსთან უფრო იოლი და მოქნილია. საქართველოს პრო-დასავლური ორიენტაცია ძირითადად ნატოსთან მტკიცე ურთიერთობების კულტივირებით ძლიერდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ღრმა ერთგულებას ევრო-ატლანტიკური სწრაფვისადმი, შესაბამისი რეაქცია მოჰყვა, 2008 წლის ზაფხულის რუსულ-ქართულმა შეიარაღებულმა კონფრონტაციამ საქართველო- ნატოს სამხედრო თანამშრომლობის სიმტკიცის დაბალი და გათიშულობის მაღალი ხარისხი ასახა. ამავე დროს, საქართველოს კონტექსტში ნატოს ვალდებულებებისა და მოტივაციის ხარისხი საქართველოს თანაბარი არ იყო. ნატოს და უფრო ფართოდ დასავლეთს, მათ შორის აშშ-საც არ სურდათ რუსეთთან კონფლიქტში შესვლა, რადგან ისინი რუსეთთან უფრო მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას ცდილობენ, ვიდრე ცივი ომის მსგავსი კონტაქტებისა. პარადოქსულია, მაგრამ სომხეთის საზოგადოებაში ზოგადად, როგორც სჩანს, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დიდი ენთუზიაზმი არ არსებობს. ადამიანთა უმეტესობამ არც კი იცის ამ პროგრამის შესახებ და ზოგიერთს ისი კი ჰგონია, რომ რადგან CSTO-ს წევრები არიან, ამიტომ ნატო მათთვის აგრესიული სამხედრო ბლოკია. მაგრამ მიუხედავად რუსეთთან მტკიცე სამხედრო კავშირისა, რომელშიც გაერთაინებულია ყველა კომპონენტი: სომხეთის უსაფრთხოება ეკონომიკური და პოლიტიკური ზრდა, სომხეთის თანამშრომლობა ნატოსთან სიცოცხლისუნარიანი და ქმედითია მანამდე, სანამ ის ზიანს არ მიაყენებს სომხურ-რუსულ ურთიერთობებს. რუსეთი საშინლად ეჭვიანი პარტნიორია და მას არ მოწონს, როდესაც სომხეთი სხვა ალიანსებს უკავშირდება, ან რუსეთის vis-à-vis ფარულ ქმედებებს ახორციელებს. ანტაგონიზმი პერსპექტივის წინააღმდეგ გასაგებია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი თავის რეგიონალურ კონფლიქტებში ნატოს მხრიდან მეტ ჩართულობას მოელიან, მაგრამ ნატოს ასეთი ქმედებები ოფიციალურად გეგმაში არ შეუტანია. კავკასიის რეგიონში ”ახალი სტრატეგიული კონცეფციის” მიღებამდე ნატოს მომავალი ამ ანტაგონისტურ რეგიონში და საერთაშორისო დინამიკის კონტექსტში დაძაბულია. გარდა რეგიონალური ანტაგონიზმისა, რომელიც გადაუწყვეტელი კონფლიქტებისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ძირეულად ნეგატიური ურთიერთობებიდან იღებს სათავეს, ნატოს შესაძლო აქტივობამ რეგიონში შეიძლება ასევე შექმნას ”ანტაგონიზმი”. თუ ლისაბონის სამიტი ნატო-რუსეთის დიალოგს ახალი პერსპექტივების კარს ”გაუღებს”, ამან შეიძლება პოზიტიურად იმოქმედოს ნატო-საქართველოსა და ნატო-რუსეთის ურთიერთობებზე. როგორც 5 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Le Monde-ს განუცხადა ”ქართველები არც სულელები არიან და არც თვითმკვლელები: რუსეთან მტრობა ფატალური შეიძლება გახდეს”. შესაბამისად, რუსეთსა და ნატოს შორის დაპირისპირების შესაძლებლობის დაბალი ხარისხის პირობებში სამხრეთ კავკასიას უფრო მეტი სარგებლის ნახვა შეეძლება ნატოს ორივე პროგრამიდან, ესენია: პარტნიორობა მშვიდობისათვის და ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა. ორივე პროგრამა წარმოადგენს ბრწყინვალე ინსტიტუციურ ინსტრუმენტს, რომელიც კოოპერაციის მაღალ ხარისხს ყველასთვის სახიფათო მოდელების გარეშე უზრუნველყოფს. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, რუსეთს ნატო არც მტრად უნდა და არც მოკავშირედ. ეს პარადოქსული პოზიცია ართულებს ისეთი საკითხების გარშემო კოოპერაციას და მათ მოგვარებას, როგორიცაა მთიანი ყარაბახი, და პრობლემებს უქმნის ენერეგეტიკულ სექტორსაც. აზერბაიჯანმა ყურადღება იმაზე უნდა გადაიტანოს, თუ როგორ განსაზღვრავს ნატო ”ტერორიზმზე” და სხვა რეგიონალურ საფრთხეებზე კოლექტიური პასუხის არსს. სეპარატისტების მიერ მართული მთიანი ყარაბახი საფრთხეს უქმნის აზერბაიჯანისა და მთელს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. მთიანი ყარაბახის რეგიონის, რომელიც შეიარაღებისა და ნარკოტიკების ტრანსფერის თავშესაფარია, ”უსაფრთხო ზონის” სტატუსი მთელ კავკასიას უქმნის საფრთხეს. ეს პრობლემა არა მხოლოდ აზერბაიჯანისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ რუსეთისათვისაც, ჩრდილო კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში. შეუძლებელია, ერთის მხრივ ნატო და ევროკავშირი ქება-დიდებას ასხამდნენ აზერბაიჯანს, როგორც უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მოკავშირეს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის და ამავე დროს, ვერ ახერხებდნენ აზერბაიჯანის მხარდაჭერას საკუთარ ტერიტორიაზე კონტროლისა დაბრუნებისა და მისთვის ”უსაფრთხოების გარანტიის” მიცემის პროცესში. როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აზარ აზიმოვი, 2 ნოემბერს ამტკიცებდა”ამ დაუცველ გარემოში”, ნატოს შეეძლო აზერბაიჯანისთვის ”უსაფრთხოების გარანტიები” შეეთავაზებნა. ის მოუწოდებდა ისეთი ფორმულისკენ, რომელიც ნატოს, იმ შემთხვევაში, თუ მისი ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება, მზადყოფნაში მოსვლას შეაძლებინებდა. და ბოლოს, გადაუწყვეტელი რეგიონალური კონფლიქტები და მათი შემაფერხებელი ზემოქმედება სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებაზე, ნატოსაც და ევროკავშირსაც უქმნის პრობლემას. სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისთვის ევროკავშირმა პოლიტიკური, ხოლო ნატომ რბილი სამხედრო ქმედებების საჭიროება უნდა დაინახოს. ეს ხისტი-რბილი ძალების ერთობლიობა ახალ გამოწვევებს შექმნიდა და შესძლებდა რუსეთის ”წარმოუდგენელი” ნაბიჯების შეკავებას, თუმცა ნატო-რუსეთის კარგი ურთიერთობების გარეშე. ამავე დროს რუსეთის ეგიდით მოქმედი CSTO და ნატო შემდგომშიც შეძლებდნენ მხოლოდ ”სეპარატულ, მაგრამ მეგობრულად განწყობილ მტრებად” დარჩენას. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts