planetanews Posted November 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png ჯოშუა კუცერა სამხრეთ ოსეთი აცხადებს, რომ უპილოტო ქართულმა თვითმფრინავმა დაარღვია მისი საჰაერო სივრცე კვირას ღამით, რომ მან ესროლა აპარატს და ასე იმოქმედებს მომავალშიც. ცხინვალმა ინციდენტს, ცოტა არ იყოს, არადამაჯერებლად თბილისის მხრიდან ყურადღების მიქცევის მცდელობა უწოდა. ინტერფაქსის ცნობის თანახმად: სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს სადამკვირვებლო პოსტიდან 14 ნოემბერს საღამოს 6 საათზე შენიშნეს ქართული უპილოტო თვითმფრინავი, მას ესროლეს.იახნოვეცის თქმით, ქართული უპილოტო საფრენი აპარატები რეგულარულად არღვევენ სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცეს, თვეში ოთხჯერ-რვაჯერ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საფრენი აპარატის 14 ნოემბრის ინციდენტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში, ამ ფაქტს საქართველოსთვის ჩვეული პროვოკაცია უწოდა, რაც აშკარად დაიგეგმა ისე, რომ დამთხვეოდა ვარშავაში ნატოს საპარლამენტო ასამბელის 56-ე სესიის დასაწყისს. ”დიდი საერთაშორისო ღონისძიებების მიჯნაზე ან მათი მსვლელობისას საქართველოს საკუთარი თავისადმი ყურადღების მიქცევა ჩვევად ექცა, რაც დასავლეთის ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერის შენარჩუნებას ისახავს მიზნად” – ნათქვამია განცხადებაში.სხვა სიტყვებით, საქართველო ამას თვეში რვაჯერ სჩადის, მაგრამ სამხრეთ ოსეთი არასდროს აკეთებს განცხადებას, გარდა იმ კონკრეტული შემთხვევისა, როდესაც ის ნატოსთან დაკავშირებული პროვოკაცია იყო? მაშ, დიდი საერთაშორისო ღონისძიების მიჯნაზე ვინ სცადა ამ პრობლემაზე ყურადღების გამახვილება? „კავკას პრესის“ ინფორმაციის თანახმად, რომელიც BBC Monitoring-ის მეშვეობით გავრცელდა, საქართველომ განაცხადა, რომ მას აქვს სრული უფლება უპილოტო აპარატების გაშვებისა. ”თუ ქართულმა უპილოტო თვითმფრინავმა გადაუფრინა ცხინვალს, ეს მისი სუვერენული უფლებაა” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათის ბრიფინგზე. ”არ ვიცი, მართლაც დაფრინავდა თუ არა ქართული უპილოტო საფრენი აპარატი საქართველოს ტერიტორიაზე (როგორც ითქვა), მაგრამ თუ ასეც მოხდა, ქვეყანას ამის სუვერენული უფლება აქვს, რადგტან ეს ჩვენი ტერიტორიაა” – განაცხადა კალანდაძემ. რუსულ პრესაში ”გაჟონა” დაუჯერებელმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ საქართველო ყიდულობს უმაღლესი ხარისხის ისრაელურ ტანკებს, Merkava-4 -ს და ოსმა ანალიტიკოსებმა ამ ამბავს ”ქართული მედიის პროვოკაცია უწოდეს”. ეს ამბავი ზემოთქმულთან თითქოს დაკავშირებულია. მაგრამ თუ იმას მივიღებთ მხედველობაში, რომ ის თავდაპირველად რუსულ ვებ-საიტზე გამოჩნდა, განცხადება მაინცდამაინც სარწმუნო არ ჩანს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts