planetanews Posted November 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/saakashvili222-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ ერთ დღესაც საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ექნება. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა ბრიუსელში, ჟოზე მანუელ ბაროზუსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. სააკაშვილის განცხადებით, უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში გამგზავრებას გაუმარტივებს. “ევროკავშირი 2 წლის წინ საქართველოს დაჰპირდა, რომ გამარტივებულ სავიზო რეჟიმს დაუწესებდა და ჩვენ მადლიერი ვართ, რომ პირობა შეასრულეთ. ეს ქართველებისთვის ბევრად ამარტივებს ევროპაში მგზავრობას, უფრო იაფიც არის. ევროპა ბევრად ხელმისაწვდომი გახდა სტუდენტებისთვის, მეცნიერებისთვის, ტურისტებისა და რიგითი მოქალაქეებისთვის”,- განაცხადა სააკაშვილმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts