Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სააკაშვილი: საქართველოს არჩევანი ევროპაა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/saakashvilidsf-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს არჩევანი არის ევროპა და მას სხვა ალტერნატივა არ აქვს.

 

ამის შესახებ განცხადება პრეზიენტმა ბრიუსელში, ევროკომისიის თავმჯდომარესთან ჟოზე მანუელ ბაროზოსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

პრეზიდენტის თქმით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას.

 

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დავალებებს შეასრულებს და მოლაპარაკებების წარმატებულად წარმართვის შემთხვევაში პროექტი უახლოესი მომდევნო თვეების განმავლობაში გაიხსნება.

 

“მოუთმენლად ველოდებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამიტს, რომელიც მომდევნო წელს გაიმართება. მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. საქართველოს არჩევანი არის ევროპა, მას სხვა ალტერნატივა არ აქვს. იმედი მაქვს, ევროპა დააფასებს ამას და უფრო და უფრო მეტად შეხედავენ საქართველოს, როგორც არა მხოლოდ პარტნიორს, არამედ როგორც ამ არაჩვეულებრივი გაერთიანების სრულფასოვან წევრს”,- განაცხადა სააკაშვილმა.

 

მისი განცხდაებით, ეს, რა თქმა უნდა, სამომავლო საქმეა და ამ მიმართულებით ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიდეს.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...