planetanews Posted November 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/sagareo6-150x150.jpgსაგარეო უწყების საკონსულო დეპარტამენტი სომალელი მეკობრეების საკითხზე მუშაობს. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. სომალელმა მეკობრეებმა დატყვევებულ ქართველ მეზღვაურებს გამოსასყიდის გადახდისათვის ორდღიანი ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მეკობრეები მათი სიცოცხლის მოსპობით იმუქრებიან. ამის შესახებ მეზღვაურებმა ოჯახის წევრებს თავად აცნობეს. როგორც ცნობილი გახდა, იმ შემთხვევაში თუ გადასახადს არ გადაიხდიან მეკობრეები ტყვეებს დახოცავენ, ხოლო გემს კი ჩაძირავენ. ამასთან, ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაკავებულებს სასტიკად ექცევიან, ისინი ერთ ოთახში ჰყავთ გამოკეტილი და შეურაცხყოფას აყენებენ. სომალელმა მეკობრეებმა აგვისტოში, გემი გაიტაცეს და ტყვედ 15 მოქალაქე აიყვანეს. მათ გასათავისუფლებლად ისინი 15 მილიონ დოლლარს ითხოვენ. ქართველებთან ერთად თურქეთის 3 მოქალაქეა დატვევებული. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts