planetanews Posted November 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/The-Economist-150x150.jpg“ადგილნაცვალი და გაბრაზებული ქართველები”, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი გამოცემა “The Economist” . სტატიაში საუბარია ქართველი დევნილების რაოდენობაზე და დასმულია კითხვა, რა უნდა მოიმოქმედოს მთავრობამ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 5% დევნილია. “დაახლოებით 230 000–მა ადამიანმა საკუთარი საცხოვრებელი 1990–იანი წლების დასაწყისის კონფლიქტების დროს იძულებით დატოვა. 20 000–ზე მეტი ასევე იძულებით დევნილი 2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ გახდა. ამ ადამიანთაგან ზოგიერთმა ახალი ცხოვრება მოიწყო – მათ აქვთ სამუშაო, საკუთრება და ნორმალური მოქალაქეებივით ცხოვრობენ. მაგრამ უმრავლესობა გეტოში ცხოვრობს და მთავრობის გამხნევების ამარაა დარჩენილი, რომელიც მას არწმუნებს, რომ დაბრუნების პერსპექტივა გამოყოფილ რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, გარდაუვალია. 2008 წლის ომმა ასეთ ოცნებებს ბოლო მოუღო. მართალია ქართველი ჩინოვნიკები ჯერ კიდევ იცავენ ამ ტერიტორიების დაბრუნების უფლებას, რომელთაგან ორივეში რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, თუმცა აღიარებენ, რომ ეს მალე ვერანაირად ვერ მოხდება”, – ნათქვამია სტატიაში. თუმცა, პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა “ადგილობრივი ინტეგრაციის” პოლიტიკას ახორციელებს, რაც საკუთრების უფლების გადაცემას, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და სახელმწიფოზე დამოკიდებულების ნაცვლად ავტონომიურობის წახალისებას გულისხმობს.“აქ შედის ახალი დასახლებების მშენებლობა, კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაცია და პრივატიზება. ასევე, ფულადი კომპენსაციის შეთავაზება მათთვის, ვისაც ეს არ სურს. უცხოელმა დონორებმა დახმარება არ დააყოვნეს. 2008 წლის ოქტომბერში კონფერენციაზე გადაწყდა, რომ ქვეყნის რეაბილიტაციისთვის 4,5 მილიარდ დოლარს გამოყოფდნენ და ამ თანხიდან დევნილთა საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის საკმაოდ დიდი ნაწილი განისაზღვრა. თანხის დიდი ნაწილი მთავრობის გავლით დაიხარჯა. ქართველმა ჩინოვნიკებმა პოლიტიკისა და პროცესების კორექტირებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიწვიეს, რომლებიც ხშირად მთავრობის ხმამაღალი კრიტიკოსები არიან. პროგრამების დიდი ნაწილი, რომელიც მინიმალური საცხოვრებელი სტანდარტების დაკმაყოფილებას მოიცავდა და ერთი ადგილიდან მეორეგან გადასახლების პროცესის მართვის პრინციპებს არეგულირებდა, მოწონებულ იქნა”, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.სტატიის ავტორი წერს, რომ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია, პრაქტიკაში მისი განხორციელება სხვა საქმეა. “ოფიციალური პირების თქმით, მათ დევნილებს შესთავაზეს “ინფორმირებული არჩევანი” განსხვავებულ საცხოვრებელ პირობებს შორის. ოპონენტების განცხადებით, რეალური არჩევანი იმაში მდგომარეობდა, დათანხმებულიყვნენ თუ არა დევნილები, ერთადერთ შეთავაზებულ ვარიანტს. სამშენებლო სამუშაოების დიდი ნაწილი უხარისხოდ ჩატარდა და საცხოვრებლები ხელახლა გარემონტებას საჭიროებს. ჩინოვნიკებს აკრიტიკებენ, რომ საცხოვრებლები იმ მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს, რითაც სოფელში მცხოვრები ბევრი ქართველი სარგებლობს და ყველაფერი მხოლოდ უცხოელი დონორების დასამშვიდებლად გაკეთდა”, – ნათქვამია სტატიაში.პუბლიკაციის მიხედვით, ყველაზე სადავო “ზაფხულში თბილისში განხორციელებული გამოსახლებების ტალღა გახდა, რომელიც კანონით განსაზღვრული პროცედურების დარღვევით მოხდა”. “ის, რომ დევნილებს სხვადასხვა შენობები ჰქონდათ დაკავებული, ცხადია, უკანონო იყო. მაგრამ უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მათ არც გონივრული გაფრთხილება, არც შეთავაზება ალტერნატიულ საცხოვრებელზე არ მიუღიათ. თბილისში საცხოვრებელი ფართის დეფიციტის გამო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დევნილებს საცხოვრებელი დასავლეთ საქართველოს მოშორებულ რაიონებში შესთავაზა. თუმცა, მან მაინც ძალიან ცოტა რამ გააკეთა გამოსახლებულთა დასამშვიდებლად, რომლებმაც რამდენიმე კვირა სამინისტროს წინ კარვებში გაატარეს. ადამიანებს, რომლებიც ომის გამო ერთხელ უკვე იძულებულნი გახდნენ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ, მეორედ ამის გადატანა აღარ სურთ. ცოტა ხნის წინ, ერთ–ერთმა დევნილმა ბენზინი გადაისხა და საკუთარ თავს ცეცხლი წაუკიდა. ის დღემდე რეანიმაციაშია”, – აღნიშნულია სტატიაში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts