planetanews Posted November 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/Jose_Manuel_Durao_Ba_92654b-150x150.jpgევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ დურან ბაროზუ საქართველოს მოუწოდებს, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განაცხადი ოფიციალურად გააკეთოს. ამის შესახებ ბაროზუმ საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. “მოვუწოდებ საქართველოს ოფიციალურად გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას გააკეთოს იგივე”, – განაცხადა ბაროზომ. მისივე თქმით, ევროკომისიას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მიმართ პრინციპული პოზიცია აქვს. “ჩვენ პრინციპულად ვუჭერთ მხარს საქართველო ევროინტერგრაციას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. არაერთხელ ღიად დავაფიქსირეთ, რომ საქართველოს ტერიტორიის რომელიმე ნაწილის ოკუპაცია ჩვენთვის მიუღებელია. ამ პოზიციას მომავალშიც დავიცავთ. ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში საქართველო ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია”, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენმა. ჟოზე მანუელ ბაროზომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების კუთხით მიიღწეული წარმატებები მიულოცა. “ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობი პროგრესულად ვითარდება, ივნისში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულება გავაფორმეთ, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასაც მოიცავს. ამით ევროკავშირის ბაზარი საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდა. ასევე გავაფორმეთ ხელშეკრულება სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხზე. ჩვენ კარგად გვესმის ამ ნაბიჯის მნიშვნელობა საქართველოს მოქალაქეებისთვის”, – განაცხადა ბაროზომ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts