Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით დევნილების კოტეჯური ტიპის დასახლებების მშენებლობის ხარისხი არადამაკმაყოფილებელია


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/3002-150x150.jpgსაქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა დღეს, ანგარიში გამოაქვეყნა.

 

როგორც ანგრიშშია ნათქვამი, დევნილების საცხოვრებელი ფართები, რომელსაც კოტეჯური ტიპის დასახლებები წარმოადგენს არადამაკმაყოფილებელია.

 

ანგარიშის მიხედვით, ბევრ კოტეჯში მზიდი კედლები ერთმანეთისგან თვალშისაცემადაა დაცილებული.

 

“კოტეჯების მშენებლობა იმ მცირე დროის მონაკვეთში, რომელშიც იგი განხორციელდა, სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული უპრეცენდენტო ბაბი იყო, თუმცა სწორედ მსენებლობის ვდაჩქარებულმა ტემპებმა გამოიწვია ის პრობლემები, რომეიც ამ ეტაპზე არსებობს”,- ნათქვამია ანგარიშში.

 

კოტეჯური ტიპის ჩასახლებებში არსებული ვითარების შესასწავლად, პროექტის ფარგლებში ვიზიტები განხორციელდა წეროვანში, კარალეთში, შავშვებში, ხურვალეთში, სკრაში, საქაშეთში, ბერბუკასა და მოხისში.

 

“ახალ ჩასახლებებში არ არის სადრენაჟო სისტემა, კოტეჯებში კედლებშე შეინიშნება ნესტი, იატაკი დაზიანებულია და დახეთქილია, ჭერიდან ჩადის წყალი. შესული წყალი კი აზიანებს კედლებს და იწვევს მომატებულ ტენიანობას, რაც თავის მხრივ საზიანოდ მოქმედებს მაცხოვრებლების ჯანმრთელობაზე”,- ნათქვამია დღეს წარმოდგენლ სახალხო დამცველის ანგარიშში.

 

სახალხო დამცველის განცხადებით, უხარისხოდ ჩატარებულ სამუშაოებზე საუბარია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებში, “საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო”,-ს მიერ, ასევე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და სხვა ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშში.

 

“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც მონიტორინგის საფუძველზე გამოიკვეთა, ანტისანიტარიას უკავშირდება. დასახლებებში არ ხდება სანიტარული ნორმების დაცვა. Aუცილებელია ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა გარკვეული ზომები მიიღონ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად”,- ნათქვამია ანგარიშში.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...