planetanews Posted November 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/7a3661c2b467-150x150.jpgიანვრიდან მუნციპალური ტრანსპორტით სარგებლობა 80 თეთრი ხდება. გადაწყვეტილება ჯერ ოფიციალურად მიღებული არაა თუმცა, ტრანსპორტის გაძვირება სტუდენტებსა და სოციალურად დაუცველ ფენებს არ შეეხებათ. ამის შესახებ საკრებულოში “ქდმ”-სთან შეხვედრის შემდეგ თბილისის მერმა, გიგი უგულავამ განაცხადა. მერმა ამ განცხადებით თითქმის დაადასტურა რომ ახალი წლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი გაძვირდება. უგულავას განცხადებას ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი წევრი პაატა ჯიბლაძე გამოეხმაურა და მერიის ეს, ახალი ინიციატივა ჩვეული სარკაზმით შეაფასა. ჯიბლაძის თქმით, უგულავამ და სააკაშვილმა გადაწყვიტეს თბილისისა და არამარტო თბილისის მოქალაქეებს გაუსაძლისი გაუხადონ Qქალაქში გადაადგილება და ცხოვრება. მერიის ახალმა ინიციატივამ ხალხის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. “ექსპრესნიუსი” ქუჩაში მოსახლეობას ესაუბრა. დალი, 65 წლის (პენსიონერი) “არ მაქვს საშუალება 80 თეთრი გადავიხადო მგზავრობის საფასურად. 40 თეთრიც კი ძალიან ბევრია ჩემთვის. ალბათ აღარ უნდათ ვინმემ იარსებოს საქართველოში. Dდაუჯერებელია, რომ ტრანსპორტის ფასი ასე კატასტროფულად მოიმატებს”. ზემფირა, 67 წლის (პენსიონერი) “ძალიან ცუდია ტრანსპორტის ფასის გაორმაგება, მერია ამით ხელს უწყობს არეულობის შექმნას ქალაქში”.მაია ,46 წლის (დიასახლისი) “ტრანსპორტის შემცირებამ ისედაც გამოიწვია ფასების გაორმაგება, რადგან ერთი ადგილიდან მეორემდე მისვლას ორი ტრანსპორტი სჭირდება. თუ ვინმე აქციას გამართავს მეც შევუერთდები”. სალომე, 19 წლის (სტუდენტი) “ფასების გაორმაგება რთული გადასატანი იქნება მოქალაქეებისთვის, რადგან მოსახლეობის უმრავლესობას 40 თეთრის გადახდის საშუალება არ აქვს.”,- მურმანი ,27 წლის (დროებით უმუშევარი) “რადგან სოციალურად დაუცველ ადამიანებსა და სტუდენტებზე არ მოქმედებს ტრანსპორტის ფასების გაორმაგება, ეს დიდ პრობლემას არ წარმადგენს მოსახლეობის სხვა ნაწილისთვის. თუმცა, არ მივესალმები ფასების გაორმაგების ინიციატივას”,- საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მერიის ახალ ინიციატივას მუნიციპალური ტრანსპორტის ფასების გაორმაგებას მოჰყვა. ლანა გიორგიძე “ექსპრესნიუსი” იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts