planetanews Posted November 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/auqcioni2-150x131.jpgდღეს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №45 აუქციონი გაიმართა. ფინანსთა სამინისტრომ აუქციონზე 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 731 დღის ვადის მქონე სახაზინო ობლიგაციები გაიტანა. აუქციონში მონაწილეობა 7 კომერციულმა ბანკმა მიიღო. ბანკების მხრიდან მოთხოვნამ შეადგინა 67 300 000 ლარი. მიღებული განაცხადების რაოდენობამ 45 შეადგინა, აქედან 10 დაკმაყოფილდა. აუქციონის შედეგით, შემდეგი საპროცენტო განაკვეთები დაფიქსირდა: მინიმალურმა 14.25%, მაქსიმალურმა 14.75%, ხოლო საშუალო შეწონილმა 14.394% შეადგინა. ცნობისთვის, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №46 აუქციონი საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარე წლის 24 ნოემბერს გაიმართება. ფინანსთა სამინისტრო აუქციონზე 5 მლნ ლარის ოდენობის სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას გეგმავს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts