Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ნონა გაფრინდაშვილი: ხელისუფლებას თავის ხალხი სძულს, და ამიტომ დაანგრია ჯანდაცვის სისტემა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/gaprindashvili1-150x150.jpg“სახალხო კრების” საინიციატივო ჯგუფი და მედიცინის დარგის პროფესიონალები ჯანდაცვაში დღეს “კინოს სახლში” არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

 

მათი განცხადებით, ხელისუფლებამ ჯანდაცვის სფეროში არაერთხელ გაატარა რეფორმად წოდებული ცვლილებები, მაგრამ პაციენტიდან დაწყებული მედიცინის მუშაკით დამთავრებული არავინაა კმაყოფილი ჯანდაცვის სისტემაში არსებული სისტემით.

 

“დღევანდელი კრების მიზანი ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების გაშუქება და საზოგადოებისათვის ამ პრობლემებზე ინფორმაციის მიწოდებაა”, – განაცხადა დემოკრატიული მოძრაობის მთავარი საბჭოს წევრმა თამარ ცინცაბაძემ.

 

კრების წევრის ნონა გაფრინდაშვილის თქმით, ამ პრობლემებთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მომდევნო შეხვედრას 25 ნოემბერს პარლამენტის წინ გამართავს, რასაც შემდეგ აქცია მოჰყვება. ამის მიზეზი ლოკომოტივის სტადიონსა ან სპორტის სასახლეში კრების გამართვაზე ხელისუფლების მხრიდან უარი გახდა.

 

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ ირაკლი ბათიაშვილი და ნონა გაფრინდაშვილი ამერიკის საელჩოში, სადაც შეხვდნენ პოლიტიკური განყოფილების მდივანს, ჯული ფიშერს.

 

“ამერიკის საელჩოში საკმაოდ ბევრი იციან საქართველოში არსებულ პრობლემებზე. ფიშერმა მითხრა, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლებას ხშირად ახსენებენ ამ პრობლემებს. ჩვენი ხელისუფლება კი თავის ხალხზე არ ფიქრობს, მას სძულს თავისი ხალხი ამიტომაც დაანგრია ყველაფერი”, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...