planetanews Posted November 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/dakaveba14-150x130.jpgბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე დაკავებული საქართველოს მოქალაქეები: ილგარ ალიევი, ვულგარ ალიევი, მუსა მუსტაფაევი და პეტრე არბოლიშვილი დამნაშავედ ცნეს, საქართველოს სსკ–ის 2001– ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 214–ე მუხლის V ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. თითოეულ მათგანს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, რომელიც შეეცვალათ პირობითი მსჯავრით და დამატებით სასჯელად დაეკისრათ ჯარიმის გადახდა. ასევე კონფისირებულ იქნა დაკავებულის კუთვნილი ავტობუსი და ამოღებული სიგარეტები. ჯარიმის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია 100 000 ლარი. შეგახსენებთ, რომ სასაზღვრო პოლიციის 1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, საგამოძიებო–ოპერატიული მთავარი სამმართველოს I სამმართველოდან (აღმოსავლეთი) შემოსული ინფორმაციის საფუძველზე II სამმართველოს (დასავლეთი) ბათუმის საგამოძიებო–ოპერატიულ განყოფილებაში, საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქეები 18 სექტემბერს დააკავეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts