Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კომისიის შეხვედრის დეტალები


Recommended Posts

ოთხი საათი გაგრძელდა 16 პოლიტიკური სუბიექტის შეხვედრა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის.ერთადერთი შედეგი,რომელიც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, გადაწყვეტილების მიღების შეთანხმების წესია.

 

ამ თემაზე დახურულ შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ორ საათზე მეტხანს მსჯელოდდნენ. საბოლოო ჯამში გადაწყდა,რომ გადაწყვეტილება,რომელიც შეხვედრების მაგიდაზე კონსესუსით იქნება მიღებული,იქნება ის გადაწყვეტილება,რომელიც რეალურად შევა ძალაში. ხოლო ის საკითხები,რომელსაც ხმათა უმრავლესობით და არა სრული კონსესუსით მიიღებს შეკრებილი სუბიექტები, პარლამენტში მსჯელობის საგანი გახდება.

 

"ჩვენთვის მისაღებია,რომ იყოს ისეთი პროცედურა,რომელიც არ დაბლოკავს გადაწყვეტილებას.კონსესუსთან დაკავშირებით ჩვენი მთავარი შენიშვნა ის არის,რომ კონსესუსი შეიძლება გამოდგეს, შეთანხმების დამბლოკავი მექანიზმი",-ამბობს კახა კუკავა, კონსერვატიული პარტიის წევრი.

 

ამის შესახებ განცხადება,დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა გააკეთეს.

შეხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე, პავლე კუბლაშვილი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და ნაციონალური მოძრაობის წევრი აცხადებდა,რომ მათთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღების წესი იყო კონსესუსი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი აცხადებდნენ,რომ ისინი გადაწყვეტილების მიღების წესად ხმათა უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებას ასახელებდნენ.

 

"განისაზღვრა შემდეგი შეხვედრების თანმიმდევრულობა. გვექნება მსჯელობა იმ თემებზე, რომლელიც ზოგადად უნდა იყოს განსახილველი საკითხები ამ ჯგუფის ფორმატში. მნიშვნელოვანია,რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მონაწილეთა საკითხი:ყველა ის პარტია,რომელიც არის კვალიფიციური სუბიექტი,ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ამ საკითხების განხილვაში. ასევე დაზუსტდა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის საკითხი",-განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

 

მონაწილეებმა გარდა შეხვედრის წესისა, რამდენიმე სხვა გადაწყვეტილებაც მიიღეს::პირველი შეთანხმება ეხება შეხვედრის საუბრების ჩაწერას, იქნება აუდიო სტენოგრამა, შეიქმნება ოქმი, რომელშიც ყველა პოზიცია იქნება დაფიქსირებული. საერთაშორისო ორგანიზაცია აიფიესი განახორციელებს აღნიშნულ პროცესს.

მეორე, რაც განისაზღვრა ეს არის მონაწილე პირები. 17 კვალიფიციური და ორი საპარლამენტო პარტია. შეხვედრები ცესკოში ყოველ ოთხშაბათს გაიმართება.

მესამე შეთანხმება ეხება თემებს.საარჩევნო კოდექსში არც ერთი თემა არ იქნება დახურული,რომელიც არ გაიხსნება დისკუსიის ფორმატში.

 

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...