Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

აბორტი (თვითნებითი)

 

აბორტი (ორსულობის მოშლა, ანუ მუცლის მოშლა) არის ორსულობის შეწყვეტა 28 კვირამდე (7 თვემდე). ამ პერიოდში ნაყოფი სიცოცხლისუუნაროა. აბორტი არის თვითნებითი და ხელოვნური.

 

თვითნებითი აბორტი ხდება გარეგანი ჩარევის გარეშე. თვითნებითი აბორტი ჯანმრთელ ქალებში ძალიან იშვიათია, იგი შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის დროს განვითარებულმა ისეთმა ინფექციურმა დაავადებებმა, როგორიც არის გრიპი, მუცლის ტიფი, მალარია, რევმატიზმი, ტუბერკულოზი, ფილტვების ანთება. ამ შემთხვევაში ინფექციურ დაავადებად მიკრობების მიერ გამოყოფილი შხამები (ტოქსინები) იწვევს ნაყოფის სიკვდილს, რის შედეგად მკვდარი ნაყოფი გამოძევდება. გარადა ამისა, ნაყოფის დაღუპვა შეიძლება განაპირობოს ამ დაავადებათა დროს განვითარებულმა მაღალმა ტემპერატურამ, რომელიც იწვევს აგრეთვე საშვილოსნის შეკუმშვებს, რის შედეგადაც შეიძლება გამოძევდეს ცოცხალი ნაყოფიც.

 

თვითნებითი აბორტი შეიძლება გმოიწვიოს ლისტერიოზმა და ტოქსოპლაზმოზმა. ამ დაავადებებით ქალი შეიძლება დასნეულდეს კატის, ძაღლის, აგრეთვე შინაური რქოსანი ცხოველებისაგან (ხორცი და რძე). ამ დროს ინფექცია გადადის ნაყოფის სისხლში, ვითარდება ფილტვების ანთება და ცვლილებები ტვინში. ნაყოფი იღუპება და გამოძევდება გარეთ. ზოგჯერ ლისტერიოზი და ტოქსოპლაზმოზი ქალებში ფარულად მიმდინარეობს, ამიტომ ქალთა კონსულტაციაში თვითნებითი აბორტის პროფილაქტიკის მიზნით ქალი უნდა გამოიკვლიონ ლისტერიოზსა და ტოქსოპლაზმოზზე.

 

თვითნებითი აბორტი შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკურმა და ფსიქიკურმა ტრამვამ. ფიზიკური ტრამვაა დაცემა, დაბეჟვა, ხსეულის ხანგრძლივად რყევა, სიმძიმის აწევა და გადატანა. ორსული ქალი უნდა ერიდოს ტროლეიბუსსა და ავტობუსში უკან ჯდომას ან დგომას, ველოსიპედით სიარულს, იატაკის მოწმენდას. არ შეიძლება ორსული ქალის ცივ წყალში ბანაობა. ორსულობის მოშლა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე განცდებმა, უეცარმა შეშინებამ, ხანგრძლივმა უსიამოვნო ემოციებმა. ფიზიკური და ფსიქიკური ტრამვა განსაკუთრებით მაშინ იწვევს მუცლის მოშლას, თუ არსებობს თვითნებითი აბორტის განმაპირობებელი ფაქტორები: სასქესო ორგანოების ადრე გადატანილი ანთებითი დაავადებანი, შინაგანი სასქესო ორგანოების განუვითარებლობა, ორსულთა ტოქსიკოზი და სხვა.

 

თვითნებითი აბორტის აცილების მიზნით ორსულმა ქალმა ადრეულ ვადებში უნდა მიმართოს ქალთა კონსულტაციას.

 

რა მიზეზითაც უნდა იყოს გამოწვეული თვითნებითი აბორტი, საშვილოსნო იწყებს შეკუმშვას. ამ დროს ქალი უჩივის მოვლითი ხასიათის ტკივილს მუცლის ქვედა არესა და გავა-წელის არეში. შემდეგ აღინიშნება მცირე სისხლიანი გამონადენი საშვილოსნოდან. თუ ამ ეტაპზე ორსულს ჩაუტარებენ მკურნალობას, ორსულობა შეიძლება შენარჩუნდეს, თუ მკურნალობა დაგვიანდა ან არ ჩატარდა, ტკივილი და სისხლიანი გამონადენი საშვილოსნოდან თანდათან ძლიერდება და ნაყოფი გარეთ გამოძევდება. აბორტის განვითარების ყველა შემთხვევაში ორსული სწრაფად უნდა მიიყვანონ სამშობიარო სახლში, ერთ შემთხვევაში ქალს უნდა შეუნარჩუნონ ორსულობა, მეორე შემთხვევაში კი შეუჩერონ სისხლდენა.

 

ორსულობის მოშლით დამთავრების შემთხვევაში სამშობიარო სახლიდან გამოწერის შემდეგ ქალმა აუცილებლად უნდა მიმართოს ქალთა კონსულტაციას. აქ მას დამატებით ჩაუტარებენ გამოკვლევებს, დაუნიშნავენ პროფილაქტიკურ მკურნალობას. წინააღმდეგ შემთხვევაში თვითნებითი აბორტი შეიძლება განმეორდეს მომდევნო ორსულობის დროს.

 

ამრიგად, თუ ორსულობის დროს განვითარდა ტკივილი ან აღინიშნება სისხლიანი გამონადენი, დროულად ჩატარებული მკურნალობით ქალს შეიძლება შევუნარჩუნოთ ორსულობა. ხალხში გავრცელებულია აზრი, თითქოს ორსულობის შენარჩუნების მკურნალობა არ შეიძლება, ვინაიდან ბავშვი ჯანმრთელი არ იქნება, ზოგიერთი თავიდან უარსაც კი აცხადებს მკურნალობაზე. რა თქმა უნდა, ასეთი აზრი მცდარია. თუ ორსულობის მოშლა გმაოწვეულია გენეტიკური პათოლოგიით, მაშინ შეიძლება ბავშვი ჯანმრთელი არ იყოს. გენეტიკური პათოლოგიის დასადგენად კი ქალთა კონსულტაცია ორსულებს აგზავნის გამოსაკვლევად სამედიცინო გენეტიკურ კონსულტაციაში, სადაც შეიძლება არა მარტო აღნიშნული პათოლოგიის დადგენა, არამედ შესაბამისი მკურნალობის ჩატარებაც მოსალოდნელი საშიშროების (ავადმყოფი ან მახინჯი ბავშვის დაბადების) ასაცილებლად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...