planetanews Posted November 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/BBC-150x150.jpgრუსულის დავიწყება საქართველოში ახალგაზრდა ქართველებს და ხელისუფლებას ერთნაირად უნდა. სტატიას საქართველოში ინგლისურენოვანი პედაგოგების ჩამოსვლაზე “ბი-ბი-სი”-ის კორესპონდეტი ტომ ესლემონტი აქვეყნებს. “ნაცრისფერი, ნაცრისფერი სასკოლო კედლები _ საბჭოთა ეპოქის პროდუქტი, ეპოქისა, როდესაც ყველა ბავშვი სწავლობდა რუსულ და ქართულ ენებს და რომლის დავიწყებაც ახალგაზრდა ქართველებს და ხელისუფლებას ერთნაირად უნდა. ისინი ქვეყნის რუსეთის ორბიტიდან გამოყვანას რევოლუციის შემდეგ, უკვე მეშვიდე წელია, ცდილობენ”, _ წერს ესლემონტი. ჟურნალისტის ხაზს უსვამს, რომ 2011 წლიდან განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, ინგლისური ენა ყველა კლასში სავალდებულო საგანი გახდება. “არ გვაქვს ბუნებრივი გაზი და ნავთობი, ჩვენთვის მთავარია ადამიანური რესურსი”, _ ამბობს დიმიტრი შაშკინი. ესლემონტს სტატიაში ოფიციალური სტატისტიკაც მოჰყავს და წერს, რომ 2008 წელს საქართველო ყველაზე ცოტა ფულს ხარჯავდა განათლების სფეროზე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, წელს კი მხოლოდ 4.5 მილიონი დოლარი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების შვილებისთვის სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების პროგრამაზე დაიხარჯა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts