planetanews Posted November 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/bri-150x150.jpgასტანაში 1-2 დეკემბერს დაგეგმილ ეუთო-ს სამიტზე, ეუთო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები ასტანაში უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოში არსებულ კონფლიქტებს და სხვა მწვავე პრობლემებს განიხილავენ. ამის შესახებ, განცხადება ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ პერინ დე ბრიშამბომ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი განცხადებით, სამიტის მონაწილეები ორგანიზაციის უმთავრესი დოკუმენტით _ ჰელსინკის აქტით გათვალისწინებული პრინციპებს კიდევ ერთხელ დაადასტურებენ და განსაკუთრებული ყურადღება მედიის თავისუფლებაზე გამახვილდება. ეუთო-ს გენმდივნის თქმით, სამიტზე შეირაღების შემცირებასა და ახალ საფრთხეებზეც იქნება მსჯელობა, რომელიც შუა აზიიდან და ავღანეთიდან არის მოსალოდნელი. ასტანას სამიტზე 56 წევრი სახელმწიფოს, 12 პარტნიორი ქვეყნის და 68 საერთაშორისო ორგანიზაციის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.ეუთო-ს ბოლო სამიტი 1999 წელს სტამბულში გაიმართა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts