planetanews Posted November 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/chxartishvili1-150x150.jpg,,კონსერვატორი” ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, თბილისის მერის გიგი უგულავას სახელზე საჩივარს შეიტანს. მისი თქმით, უგულავასთვის სულ ერთია ჩვენი მომავლის მდგომარეობა, ქალაქის იერსახე. ამის შესახებ ჩხარტიშვილმა “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრის მარცხენა სანაპირზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ხის მასიური გაჩეხვა მიუღებელია და ეს პროცესი ექსპერტებთან განხილვას საჭიროებს. ,,გუშინ ლაგუნას მიმდებარე ტერიტორიაზე 50 ხე გაიჩეხა. ესთეტიკური, ეკოლოგიური და ტურიზმის თვალსაზრისით ხის გაჩეხვა მიუღებელია. ესთეტიურად თბილის ალამაზებს, ეკოლოგიურად ფილტრავს მავნე ნივთიერებებს, ხელისუფლების მხრიდან ტურიზმზე საუბარი ცინიკურია, თბილისის იერსახე მახინჯდება,”-განაცხადა ჩხარტიშვილმა. ჩხარტიშვილის თქმით, ხვალ 18:00 საათზე დინამოს კორტების ტერიტორიაზე ხის გაჩეხვის წინააღმდეგ, აქცია გაიმართება. მისივე ინფორმაციით, დინამოს ტერიტორიაზეც იგეგმება ხის გაჩეხვა. კონსერვატორის ინფორმაციით, ამის შესახებ თბილისის მერია განცხადებას არ აკეთებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts