planetanews Posted November 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2010 სტრასბურგის სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ისეთი არქაული მოდელი, როგორიც ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოში შემოიტანა, დაგმო. ამის შესახებ “თავისუფალი დემიკრატების” ერთ-ერთმა წევრმა თეა წულუკიძემ განაცხადა. მისივე განცხადებით, 2010 წლის 1 ოქტომბერს, ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოში შემოიტანა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს კლასიკური, ანუ არქაული მოდელი, რომელსაც ნაფიც მსაჯულთა ტრადიციის მქონე ევროპული ქვეყნებიც კი არსებითად ცვლიან ან მთლიანად უარყოფენ. ,,სტრასბურგის სასამრთლომ მიიჩნია, რომ ნაფიც მსაჯულთა კლასიკური მოდელი არაერთ ნაკლოვანებას შეიცავს და არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებებს, საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდესქსის 262-ე მუხლის გათვალისწინებით, ვერდიქტის ფორმა, ანუ პროფესიონალი მოსამართლის მიერ შედგენილი ორი ალტერნატიური შეკითხვა დამნაშავეა თუ არ არის დამნაშავე. ამ კითხვებს ნაფიცმა მსაჯულებმა საიდუმლო თათბირზე უნდა გასცენ პასუხი”, – განაცხადა თეა წულუკიძემ თავისუფელი დემოკრატები მოითხოვენ, ნაციონალურმა მოძრაობამ გადახედოს ამ დებულებას და მოიყვანოს ის სტრასბურგის მიერ დადგენილ სტანდარტთან. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts