planetanews Posted November 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/john-bass11-150x150.jpgფოთში ენერგეტიკის მინიტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან ჯონ ბასთან და ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორ ზურაბ ჯანჯღავასთან ერთად ფოთი-სენაკის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა დაათვალიერეს. გაზსადენის მშენებლობა, აშშ განვითარების სააგენტოს(USAID) 115 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტით ხორციელდება. გაზსადენის მეშვეობით ბუნებრივ აირს მიიღებს ფოთის, სენაკის და ხობის რაიონების 25 000 მოსახლე. იგი აგრეთვე გაზით უზრუნველყოფს პირველი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს. ფოთში ჩასული სტუმრები ასევე შეხვდებიან პრეზიდენტის რწმუნებულს სამეგრელო ზემო სვანეთის მხარეში ზაზა გოროზიას და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ამჟამად გაზსადენზე სამუშაოებს აწარმოებს სხვადასხვა ლოტში გამარჯვებული ორი კომპანია: “საქჰიდრო” და “ხიდმშენი” იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts