Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) “ეს ჩვეულებრივი ტრანსფერი იქნება”


Recommended Posts

http://b.pix.ge/w/onsf2.jpg

 

“ლივერპულის” დანიელმა ცენტრალურმა მცველმა, შესაძლოა სულ ცოტა ხანში “ინტერის” მაისური მოირგოს – იუწყება ცნობილი ვებ-გვერდი  Goal.Com-ი.

 

პერ სტეფენსენი (დანიელ აგერის აგენტი) აცხადებს, რომ მისი კლიენტი შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მილანის “ინტერში” აღმოჩნდეს.

 

რაფაელ ბენიტესის კლუბს ცენტრალური მცველი ძალიან სჭირდება – ესპანელი კი ყოფილ შეგირდს ვერ ელევა.

 

იტალიური გაზეთები ბევრს აქტიურობენ ამ ტრანსფერთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი Tuttosport-ი და La Gazzetta dello Sport-ი. ისინი იტყობინებიან, რომ დანიელის კლუბიდან აბარგების შანსი 90%-ს უტოლდება.

 

“აგერს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს. შესაძლოა ეს ყველაფერი ხალხმა ჭორად მიიჩნიოს, მაგრამ ჩემი კლიენტი კლუბში არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა და კარგი იქნება თუ ახალ გუნდში მოსინჯავს ძალებს. დაველოდოთ იანვარს და ყველანი გავიგებთ რაც მოხდება” – ციტირებს სტეფენსენის სიტყვებს Goal.Com-ი.

 

როგორც ხედავთ კლუბში არსებული სიტუაციით უკმაყოფილოები დანიელ პაჩეკო, გლენ ჯონსონი, ფერნანდო ტორესი და უკვე დანიელ აგერიც არიან. დათმობს NESV-ი ამ ოთხ ფეხბურთელს თუ მარტივად გაუშვებენ როი ჰოჯსონს? საინტერესოა რა მოხდება მომავალში…

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...