planetanews Posted November 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 16, 2010 http://b.pix.ge/b/hzig6.jpg “ლივერპულიდან” შესაძლოა სულ ცოტა ხანში როი ჰოჯსონი “ააბარგონ”. ეს საუკეთესო ვარიანტი იქნება როგორც მისთვის, ასევე ჩვენთვის და კარგი იქნება თუ უკან პოულსენს და კონჩესკის გაიყოლებს. ინგლისელმა მწვრთნელმა აღიარა, რომ “ლივერპულში” მისი ყოფნა მასზე აღარაა დამოკიდებული. “სტოკთან” წაგების შემდეგ, ყველაზე გავლენიანმა “კოპმა” კვლავ აღმართა კენი დაგიშის პლაკატები და შოტლანდიელს საშველად სთხოვდნენ. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დაგლიშს 2000 წლის მერე მწვრთნელად არ უმუშავია და ძნელი დასაჯერებელია, რომ ის მხსნელად მოგვევლინოს, მაგრამ ამას თუ “კოპი” მოითხოვს, ესე იგი ასეა საჭირო. “ახლა ის სიტუაციაა, სადაც მე აღარაფერი შემიძლია. ყველაფერი კლუბის ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს – სწორედ მათი საქმეა, დავრჩები თუ სხვა გააგრძელებს ჩემ პოსტზე მუშაობას. რაც შეეხება “სტოკთან” თამაშს – ფანებს სრული უფლება აქვთ ვინც უნდათ, ის მოითხოვონ. მათ კიდევ დასწყდებათ გული, რადგან არ მჯერა, რომ “ლივერპული” დარჩენილ ყველა შეხვედრას მოიგებს” – ციტირებს ჰოჯსონის სიტყვებს ინგლისური პრესა. “წითლების” მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ მისი სტატისტიკა ასეთია: როის შეეძლო სტუმრად მოეპოვებინა 21 ქულა, მაგრამ მხოლოდ 5-ის აღება შეძლო, გასვლაზე მხოლოდ და მხოლოდ 4 გოლი გაიტანეს მისმა ქვეშევრდომებმა. საგარეო მატჩებში როის თამაში არ ეხერხება – კარიერაში 105 გასვლითი მატჩიდან 13 მოიგო, 35-ჯერ ფრეს მიაღწია, დანარჩენი კი წააგო. http://a.pix.ge/f/f6eoi.jpg კრიტიკას არ გაუძლო გლენ ჯონსომაც და პარალელი გაავლო ბენიტესსა და როის შორის. “რაფა ულამაზეს ფეხბურთს გვათამაშებდა – მართალია შარშანდელი სეზონი ჩავაგდეთ, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მოედანზე ამაყად გამოვდიოდით, როი ჰოჯსონის ხელში კი საშინელ ფეხბურთს ვთამაშობთ, რამაც გული საშინლად გამიტეხა”. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts